ონლაინ შოპინგის სიმარტივემ შექმნა უზარმაზარი შესაძლებლობები დიდი და მცირე ბიზნესისათვის. საცალოდ მოვაჭრე ინტერნეტ მაღაზიებს შეუძლიათ გაყიდვების გაზრდა 24/7 რეჟიმის შეთავაზებით. მხოლოდ ონლაინ არსებულ მაღაზიებს კი აქვთ შესაძლებლობა აკეთონ ბიზნესი და საცალო მაღაზიის ხარჯები დაზოგონ.
ონლაინ გაყიდვა
თქვენი ონლაინ მაღაზიის წარმატების გზა
კატეგორიები: დაალაგეთ პროდუქტები ლოგიკურ კატეგორიებად. გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ფოტოები, დეტალური აღწერები და განახლებული ფასები და შეთავაზებები.
სიმარტივე: აარიდეთ მომხმარებელს ზედმეტი კლიკები ღილაკებსა და გვერდებზე. საუკეთესო შემთხვევაში მომხმარებელმა 4-6 კლიკში უნდა შეძლოს შეკვეთის დასრულება.
იყავით თანმიმდევრული: შეინარჩუნეთ თქვენი ბრენდინგი (ლოგო, ფერები, ბრენდის კომუნიკაციის ფორმა). თქვენი ონლაინ მაღაზია შესაძლოა იყოს ერთადერთი ადგილი, სადაც თქვენი მომხმარებელი გეკონტაქტებათ.
მარაგები და დისტრიბუცია უმნიშვნელოვანესია: სანამ გახსნით მაღაზიას, დარწმუნდით, რომ მარაგები და დისტრიბუცია უხარვეზოდ მუშაობს.
დატესტეთ მიტანის სერვისი: თუ მომხმარებელს მეორე დღეს ადგილზე მიტანას სთავაზობთ, სანამ გაიხსნებით, დატესტეთ, განსაკუთრებით თუ დისტრიბუციის სერვისს იყენებთ.
ავტომატიზაცია: შეკვეთების დასადასტურებლად, ინვოისებისა და ქვითრებისათვის, ტრანსპორტირების სტატუსის შეტყობინებებისათვის და შეფასების მოთხოვნაზე დააყენეთ ავტომატური პასუხები ელფოსტაზე.
იყავით ფხიზლად: რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი უსაფრთხოების პარამეტრები და რეპორტები ახალი საფრთხეების ასარიდებლად.
დაგეგმეთ შემოწმებები: დააწესეთ გრაფიკი (ყოველკვირეული ან ყოველთვიური) და დარწმუნდით, რომ პროდუქტები განახლებულია, ფასები სწორია და ბმულები კვლავ აქტიურია. ასევე, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ შეამოწმოთ თქვენი უსაფრთხოების და გადახდის გამოწერები და სერთიფიკატები თუ არის განახლებული.
გააანალიზეთ ჩავარდნები: დრო დაუთმეთ თქვენი საიტის ანალიტიკასა და რეპორტებს. შეიძლება კონკრეტულ გვერდს აქვს მაღალი bouncing rate, მხოლოდ იმის გამო, რომ ღილაკი არააქტიურია. ნებისმიერ ვებგვერდზე მუდმივი ცვლილებები წარმატების გასაღებია.
გაავრცელეთ სიტყვა: შესთავაზეთ მომხმარებელს განსაკუთრებული ფასდაკლება არესბული კამპანიის ფარგლებში ან მომავალი ფასდაკლების კამპანიის ფარგლებში, ასე უფრო იოლად გაიგებენ თქვენი ონლაინ ყოფნის შესახებ.
პერსონალური გადახდები
ბარათით გადახდის შესაძლებლობის შეთაბაზება მომხმარებლებს თავს კომფორტულად აგრძნობინებს.
Visa-ს ნიშნის გამოყენების უპირატესობები
გაძლიერებული რეპუტაცია
3-5-ჯერ მეტია შანსი, რომ გლობალურად მომხმარებელმა გამყიდველზე იფიქროს, რომ კარგი რეპუტაცია აქვს.
გაზრდილი ვიზიტები მაღაზიაში
2-3-ჯერ მეტია შანსი, რომ მომხმარებელი უცნობ მაღაზიაში შევიდეს.
განმეორებითი ვიზიტი
2-5-მდეა შანსი, რომ მომხმარებელი დაბრუნდეს იმავე მაღაზიაში.
შეუკვეთეთ უფასოდ Visa-ს ნიშანი გაყიდვების წერტილისთვის
გააგებინეთ თქვენს მომხმარებლებს, რომ მიესალმებით Visa ბარათით გადახდას, ჩვენი ნიშნების ფართო ასორტიმენტიდან უფასოდ შეკვეთით.