ბიუჯეტი აკონტროლებს როდის და როგორ გამოიმუშავეთ ფული, რაც ბიზნესის მფლობელებს საშუალებას აძლევს უზრუნველყონ საკმარისი თანხები ხარჯების დასაფარად.es.
ბიუჯეტის საფუძვლები
ბიუჯეტირება
თვიური გაყიდვების/შემოსავლების, დანახარჯების და მოგების კონტროლი.
თქვენი შემოსავალი: რამდენი ფული შემოსდის თქვენს ბიზნესს?
თქვენი დანახარჯები: დაყავით თქვენი დანახარჯები ფიქსირებულ ხარჯებად (რაც არ იცვლება თვიდან თვემდე, როგორიცაა იჯარა, ხელფასები და დაზღვევის ხარჯები) და ცვალებად ხარჯებად (რაც იცვლება, მაგ: საკომისიოები).
თქვენი მოგება: სხვაობა შემოსავალსა და დანახარჯებს შორის.
მონიტორინგი: ზოგჯერ ბიუჯეტის უმძიმესი ნაწილია თქვენი მიზნების საწინააღმდეგოდ მიღებული შემოსავლებისა და გაღებული ხარჯებისთვის თვალყურის დევნება ყოველდღიურად, ყოველკვირეულად ან / და ყოველთვიურად.
ჩამოტვირთეთ ბიუჯეტის ცხრილების ნიმუში practicalbusinessskills.com.
Tips for managing your cash flow
იქონიეთ ფულადი სახსრების მარაგი
ფულად სახსრებზე სწრაფი წვდომის შესაძლებლობა არის გადამწყვეტი ნებისმიერი ბიზნესისათვის. გაყიდვებიდან ნაწილის დაზოგვა მოგამზადებთ მოულოდნელი ხარჯების ან ინვესტიციის შესაძლებლობებისათვის, რომლებიც შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს.
გახსენით საკრედიტო ხაზი
შესაძლოა გახსნათ ბიზნეს საკრედიტო ხაზი ბანკთან, საკრედიტო კავშირთან ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტთან. ეს დაგეხმარებათ შემოსავალსა და ხარჯებს შორის შუალედში, როცა საკმარისი ფული არ გაქვთ.
მოელაპარაკეთ მომწოდებლებს დროზე
თუ მასალებს მომწოდებლებისგან ყიდულობთ, მოელაპარაკეთ მათ, რომ გადაუხდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაც თქვენი ბიზნესისთვის დიდი შეღავათი იქნება.
დააწესეთ ფასდაკლება წინასწარ გადახდებზე
შესაძლოა ფასდაკლებით ხელი შეუწყოთ მომხმარებლებს, რომ ადრე გადაიხადონ ინვოისები. საერთო ჯამში ნაკლებ ფულს მიიღებთ, თუმცა ფულადი სახსრები უფრო სწრაფად გექნებათ.