აქციეთ ვიზიტორები მყიდველებად თქვენი ვებგვერდის საშუალებით. გაეცანით ჩვენს რჩევებს.
აქციეთ ვიზიტორები მყიდველებად
იქონიეთ მკაფიო ”Call To Action”: მოქმედებისკენ მოწოდება (CTA) ვებგვერდის ვიზიტორებს სთავაზობს ზომების მიღებას. ეს შეიძლება იყოს "დააჭირეთ აქ", "კალათაში დამატება" ან „გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები". რაც არ უნდა იყოს CTA, აუხსენით, რატომ უნდა იმოქმედოს სტუმარმა. ერთი სწრაფი გზა იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად აღქმადია თქვენი CTA, თქვენს ვებგვერდზე ბრაუზერის ხედის 50%–მდე შემცირებაა. გარკვევით უნდა ხედავდეთ ღილაკს „ყიდვა".
გამოიყენეთ სუფთა, მარტივი დიზაინი: სიმარტივე ეხმარება ვიზიტორებს ფოკუსირებაში და უადვილებს თქვენი პროდუქციის პოვნასა და შეძენას. ნაკლები არის მეტი.
მოიცავით სოციალური მედია: სოციალური მედია შესანიშნავი პლატფორმაა მომხმარებლებისთვის დასათვალიერებლად და ყიდვისთვის. შესთავაზეთ სოციალურ ქსელში გაზიარების ფუნქცია თქვენი ვებგვერდიდან და წაახალისეთ მომხმარებლები და დამთვალიერებლები გააზიარონ თქვენი გვერდი თავიანთ სოციალურ ქსელში.
გამოაჩინეთ მკაფიოდ “გადაკეცვის ზედა მხარე”: გაზეთის „გადაკეცვის ზედა მხარის“ ონლაინ ექვივალენტი არის ის, რასაც ხედავთ ეკრანზე ჩასქროლვის გარეშე. ეს თქვენი მთავარი აქტივია, სადაც მნიშნელოვანი ინფორმაცია შეგიძლიათ გამოაჩინოთ.
ტრანსპორტირების პირობები მკაფიოდ გამოაჩინეთ: მომხმარებელმა შეიძლება მიატოვოს ყიდვის პროცესი, თუ კალათაში შეიტყობს, რომ ტრანსპორტირების ფასი მოსალოდნელზე მაღალია.
მოარგეთ ვებგვერდი მობილურებს: მობილურზე ოპტიმიზირებული ვებგვერდი მობილური ტელეფონის მომხმარებლებს უადვილებს საიტზე მოქმედებას.