ნაკლები დრო რიგში, მეტი თავისუფალი დრო
თან იქონიეთ Visa შემდეგ მოგზაურობაში და თავი დააღწიეთ გრძელ რიგებს ვალუტის გადაცვლის პუნქტებში.
Visa-ს მეშვეობით მილიონობით ობიექტზე გადაიხდით მსოფლიოს გარშემო.
Visa გთავაზობთ ისეთ უპირატესობებს, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ — შორეულ მთებში მოგზაურობისას თუ სრული სერვისის კურორტებზე სტუმრობისას.
თან იქონიეთ Visa შემდეგ მოგზაურობაში და თავი დააღწიეთ გრძელ რიგებს ვალუტის გადაცვლის პუნქტებში.
მოგზაურობისას ფულს ვერ დაკარგავთ, თუ ის ნაღდი ფულის სახით არ გექნებათ.
აცნობეთ თქვენს ბარათის გამცემს თქვენი მოგზაურობის შესახებ, სანამ გაემგზავრებით, რომ უცნობი ტრანზაქციები ალმით არ მოინიშნოს. ასევე, გაეცანით თქვენი ბარათის განაღდების დღიურ ლიმიტს, მოქმედების ვადას, ანგარიშის ბალანსსა და ხელმისაწვდომ თანხას. ამგვარად დარწმუნდებით, რომ თქვენი ბარათი იმუშავებს მოგზაურობისას და მასზე საკმარისი თანხა გექნებათ სამოგზაურო ხარჯების დასაფარად.
გაიარეთ რეგისტრაცია უფასო ტექსტური გაფრთხილებების მისაღებად, როცა ტრანზაქცია გადააჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ოდენობას ან ბარათზე საეჭვო აქტივობა შეიმჩნევა. დამატებითი დეტალებისთვის მიმართეთ ბარათის გამცემს.
გაიგეთ მაგნიტური ლენტის თუ ჩიპიანი ბარათის PIN კოდი გამგზავრებამდე. თუ PIN კოდი დაგავიწყდათ, მოითხოვეთ ახალი.
შეინახეთ თქვენი ყველა ბარათის ანგარიშისა და ტელეფონის ნომრები ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შეტყობინებისთვის. შეინახეთ ეს ინფორმაცია დაცულ ადგილას, თქვენი საფულის ან ხელჩანთისგან მოშორებით. საკრედიტო ბარათის ნომერი და Visa ბარათის უკანა მხარეს მითითებული სამნიშნა CVV2 კოდი მუდამ კონფიდენციალურად შეინახეთ.
უცხოელმა მოვაჭრეებმა შესაძლოა, შემოგთავაზონ თქვენი ქვითრის კონვერტაცია. თუმცა კომფორტული იქნებოდა ქვითრის თქვენს ვალუტაში ნახვა, კონვერტაციას ყოველთვის თან ახლავს დამატებითი ხარჯები. დამატებითი ხარჯების თავიდან ასაცილებლად აირჩიეთ ადგილობრივ ვალუტაში გადახდა. თუ ადგილობრივ ვალუტაში გადახდა აირჩიეთ, მაგრამ მოვაჭრემ ტრანზაქცია სხვა ვალუტაში შეასრულა, დაუკავშირდით თქვენს ბანკს და გაასაჩივრეთ.
გამგზავრებამდე ნაღდი ფული არ გჭირდებათ ბანკომატები ხელმისაწვდომია 2 მილიონზე მეტ წერტილში მსოფლიოს გარშემო და ფულს მაშინ მიიღებთ, როცა დაგჭირდებათ. უცხოეთში ბანკომატიდან ფულის გამოტანა შესაძლოა ნაკლებად ხარჯიანი იყოს.