განახორციელეთ ინვესტირება ინტელექტუალურ სისტემებში და ტექნოლოგიაში
ჩვენ ვაძლიერებთ ნდობას ჩვენი ქსელის მიმართ ნიჭისა და ტექნოლოგიის გამოყენებით საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელად.
ყოველი ტრანზაქციის დროს, ჩვენი გაფართოებული ავტორიზაციის მოწინავე ტექნოლოგია ანალიზებს 500-მდე უნიკალურ რისკის ფაქტორს, რეალური დროის რეჟიმში თაღლითობის უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად და ბევრად უფრო ზუსტად გამოვლენის მიზნით. ასე რომ, თქვენს კლიენტებს ყოველთვის შეუძლიათ საიმედოდ განახორციელონ შეძენა.
ჩვენ ვაძლიერებთ ნდობას ჩვენი ქსელის მიმართ ნიჭისა და ტექნოლოგიის გამოყენებით საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელად.
რისკების ყოვლისმომცველი მართვა ეხმარება ჩვენს პარტნიორებს მოახდინონ ზარალის პრევენციის ოპტიმიზაცია და მიიღონ მაქსიმალური მოგება.
სთავაზობს სავაჭრო ობიექტებს თაღლითობასთან ბრძოლის გადაწყვეტას, რომელიც ხელს უწყობს ავტორიზაციების ოპტიმიზაციას ციფრული ტრანზაქციების შეფასების გზით, მსოფლიოს 68 მილიარდზე მეტი ტრანზაქციის საფუძველზე, რომლებსაც Visa და CyberSource ყოველწლიურად ამუშავებს.
შეიტყვეთ მეტი CyberSource-ის გადაწყვეტების მენეჯერის შესახებ
გამოიყენეთ Visa-ს ტრანზაქციების ვრცელი მონაცემები და რისკების გაანგარიშების დახვეწილი შესაძლებლობები, სავაჭრო ობიექტებისთვის ტრანზაქციების რისკების შესაფასებლად რეალურ დროში.
ჩვენ ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს, რაც აძლევს ჩვენს პარტნიორებს საშუალებას, მიაწოდონ უპრობლემო გამოცდილება, რომელიც ეხმარებათ მომხმარებელთა იდენტიფიცირებასა და ავტორიზაციაში.
უზრუნველყოფს კურატორული გადაწყვეტების ეკოსისტემას კლიენტებთან ემიტენტის, ეკვაიერის და სავაჭრო ობიექტის უპრობლემო და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველსაყოფად. Visa ID Intelligence მოიცავს ბიომეტრიულ სერვისს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ სახე, თითის ანაბეჭდი და ხმა, იდენტიფიკაციის პროცესის გასამარტივებლად, რათა დააკმაყოფილოთ კლიენტების მოთხოვნები გამოყენების სიმარტივითა და სისწრაფით. აპლიკაციები შეიძლება მოიცავდეს აპებში შესვლას, გადახდებს, გაფართოებულ ავტორიზაციას და სხვ.
ადრეულ ეტაპებზე ეკოსისტემაზე შეტევების და თაღლითობის გაფრთხილებების გამოვლენის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ნებისმიერ სუსტ წერტილზე, სანამ იგი პრობლემად იქცევა.
Visa-ს დაპატენტებული გადაწყვეტა, რომელიც პროაქტიულად ათვალიერებს ინტერნეტს, რათა მოახდინოს მავნე კოდის იდენტიფიცირება სავაჭრო ობიექტის გადახდის გვერდებზე და შემდეგ ავტომატურად აცნობებს სავაჭრო ობიექტს საფრთხის შესახებ, რათა მათ შეძლონ სწრაფად ამოშალონ მავნე პროგრამა.
იყენებს მანქანურ სწავლებას Visa-ს დამუშავებული გარიგების დიდ რაოდენობაზე BIN-ების და სავაჭრო ობიექტების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც იყენებენ ჰაკერებს PAN-ების, ვადის გასვლის თარიღების და CVV2 კოდების გამოსაცნობად ავტომატური ტესტირების მეშვეობით.
Visa Consulting & Analytics-ს ფლობს დარგობრივ ცოდნასა და გამოცდილებას, რათა შექმნას ეფექტური ბიზნეს-იდეები და შემოგვთავაზოთ სერვისები და გადაწყვეტები მონაცემების საფუძველზე, თქვენი ბიზნესის განვითარების, ინვესტიციების ოპტიმიზაციის და წარმადობის ზრდის მიზნით.
ადგილობრივ სახელმწიფო ორგანოებთან, სავაჭრო ობიექტებთან, ეკვაიერებთან, ემიტენტებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, Visa ქმნის კონკრეტული ქვეყნის უსაფრთხოების გეგმებს, რომლებშიც აისახება გადახდების უსაფრთხოებისთვის საჭირო ტექნოლოგიები და ინვესტიციები. ეს გეგმები შეიცავს დაწვრილებით ინფორმაციას ტექნოლოგიების შესახებ, მათ შორის მოწინავე გამოცდილებას და უფლებამოსილებას ქვეყნის მასშტაბით.
Visa-ს ყველა კლიენტს ყავს Visa-ში პარტნიორი რისკების მართვის სფეროში. კლიენტებთან უშუალო ურთიერთქმედების და დაინტერესებულ მხარეთა პარტნიორობის მეშვეობით, ეს გუნდი გვეხმარება უსაფრთხოების ინიციატივების დანერგვაში და აყალიბებს ნდობას გადახდების ეკოსისტემის მიმართ.
ჩვენ ვიყენებთ გაფართოებულ ანალიტიკასა და მონაცემებს, რათა დაგეხმაროთ უსაფრთხო ტრანზაქციების ავტორიზაციაში და დავების დროს საუკეთესო ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღებაში.
უზრუნველყოფს ანალიზს, რომელის საშუალებას აძლევს სავაჭრო ობიექტებს მიიღონ თავიანთი პოზიციების წვდომა დარგის კოლეგებთან მიმართებაში, დაადგინონ განსხვავებები ავტორიზაციისა და თაღლითობის ეფექტურობაში და დაუყოვნებლივ გამოიყენონ ინფორმაცია, რაც დაეხმარებათ გადაწყვეტილებების მიღებაში დარწმუნებულობის მაღალ დონეზე.
ჩვენ ვაზიარებთ ცოდნასა და გამოცდილებას, რათა დავეხმაროთ კომპანიებს და მარეგულირებელ ორგანოებს დარჩნენ მოქნილები უსაფრთხოების ცვალებად გარემოში.
ჩვენ გეხმარებით უსაფრთხო ციფრული კომერციის უზრუნველყოფაში და მთელ მსოფლიოში ტრანზაქციების მაღალი სტანდარტების დაწესებაში.
ხელს უწყობს სავაჭრო ობიექტებსა და ემიტენტებს შორის მონაცემთა გაცვლას ელექტრონული ვაჭრობის ტრანზაქციებისას ბარათების მფლობელთა იდენტიფიკაციისთვის. ეს რისკების გამოცდილებაზე დაფუძნებული გაფართოებული ავთენტიფიკაცია, მიმართულია მომხმარებლებთან უკეთესი ურთიერთქმედების უზრუნველყოფაზე, ამავე დროს, უსაფრთხოების შენარჩუნებით.
ახალი გადახდის არქიტექტურა, რომელიც მიზნად ისახავს თაღლითობის შემცირებას, რათა უზრუნველყოს გადახდის უსაფრთხო პირობები ბარათებისთვის, რომლებიც „არ არის წარმოდგენილი“ სავაჭრო ობიექტებზე და POS ტერმინალებზე. ტოკენიზაცია ცვლის ანგარიშის კონფიდენციალურ ინფორმაციას უნიკალური ციფრული იდენტიფიკატორით, რომელსაც უწოდებენ ტოკენს და საშუალებას იძლევა დაამუშავოთ გადახდები მაღაზიაში, ონლაინ და აპის შიგნით, ანგარიშის იმ ფაქტიური მონაცემების გამხელის გარეშე, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყოს კომპრომენტირებული.
ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ კლიენტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, რათა გადახდების ეკოსისტემაში ხელი შევუწყოთ მონაცემთა კომპრომეტირების თავიდან აცილებას, გამოძიებას და შემცირებას.
Visa-ს მონაცემთა უსაფრთხოების გუნდი უზრუნველყოფს მძლავრ რესურსებს ბიზნესის უსაფრთხოების და დაცულობის შესანარჩუნებლად. დაყენებული პროგრამები უზრუნველყოფს შესაბამის სუბიექტებს, რომლებიც დაიცვან ბარათის მფლობელის მონაცემებს PCI DSS-ის თანახმად და მონაცემების უსაფრთხოების სხვა მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად.
ჩვენ ვეხმარებით ეკოსისტემას რისკების აქტიურ მართვაში უსაფრთხოების ტენდენციების, საფრთხეებზე რეაგირების და მათი პრევენციის სწავლების გზით.
Visa უზრუნველყოფს უწყვეტ სწავლებას, რომელიც ეხმარება კლიენტებს ინფორმირებულნი იყვნენ უსაფრთხოების ტენდენციების შეცვლის თაობაზე და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინონ რეაგირება საკუთარი თავის დასაცავად.
გვაწვდის დაზვერვის ანალიზს და რეკომენდაციებს ემიტენტებისთვის, ეკვაიერებისთვის და სავაჭრო ობიექტებისთვის, პოტენციური კიბერდანაშაულის საფრთხეების, ანგარიშების კომპრომეტირების და თაღლითობის შესახებ.