იპოვეთ პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე Visa-ს დაწკაპუნებით გადახდის შესახებ. ვერ ხედავთ აქ იმ შეკითხვას, რომელიც გაგიჩნდათ? შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ აქ: [email protected], ან დაურეკოთ კლიენტთა დახმარების ცენტრს. მომხმარებლებთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების გასაცნობად მოინახულეთ ხშირად დასმული შეკითხვები მომხმარებლებისთვის.
Visa-სთვის ხშირად დასმული შეკითხვები დაწკაპუნებით გადახდის შესახებ სავაჭრო ობიექტებისთვის
-
Visa-ს დაწკაპუნებით გადახდა არის Visa-ს ონლაინ-გადახდის გამოცდილება, რომელიც ეფუძნება ელექტრონული კომერციის დარგის უახლეს სპეციფიკაციებს — EMV-ს უსაფრთხო დისტანციურ კომერციას. შესყიდვის განსახორციელებლად მომხმარებლებს აღარ მოუწევთ 16-ციფრიანი ძირითადი ანგარიშის ნომრის შეყვანა, პაროლების მოძებნა ან გრძელი ფორმულარების შევსება. ამ მარტივი, გონივრული და უსაფრთხო გადახდით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა, უბრალოდ, უნდა დააწკაპუნონ Visa-თი გადასახდელად, როცა ისინი დაინახავენ დაწკაპუნებით გადახდის ხატულას , სადაც Visa მიიღება.
-
ემიტენტის არხების მეშვეობით Visa-ს დაწკაპუნებით გადახდაზე და Visa-ს დაწკაუნებით გადახდის სამიზნე საიტზე შესაძლებელია მხოლოდ Visa-თი ბრენდირებული ბარათების დამატება და მართვა. არა-Visa-თი ბრენდირებული ბარათები აღარაა ხილვადი ემიტენტების არხებზე და Visa-ს ბარათების მართვის პორტალზე. დაუკავშირდით შესაბამისი ბარათების ქსელებს თქვენს არა-Visa ბარათების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
-
თქვენ შეგიძლიათ, მოინახულოთ Visa-ს ბრენდის აქტივების მენეჯერის (VBAM) პორტალი Visa-ს დაწკაპუნებით გადახდისთვის და იხილოთ მასთან დაკავშირებული აქტივები, როგორიცაა ელფოსტის შაბლონები, ციფრული ბანერები, სოციალური მედიის სურათები და სამიზნე გვერდები. მარკეტინგის ხელსაწყო წინათ გავრცელებული ტრანზიციის პაკეტში შეიცავს კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას VBAM-ის შესახებ.
თუ VBAM ანგარიშის ბმული არ გაქვთ, დაუკავშირდით თქვენს ანგარიშის აღმასრულებელს (AE) მარკეტინგული მასალებისთვის.
-
სავაჭრო ობიექტებს ან მომსახურების მომწოდებლებს, რომლებსაც აინტერესებთ Visa-ს დაწკაპუნებით გადახდის იმპლემენტაცია, შეუძლიათ, დაუკავშირდნენ თავიანთ Visa-ს წარმომადგენელს, ან მოინახულონ ვებსაიტი visaready.visa.com და დააწკაპუნონ „დაწყებაზე“, ან ეწვიონ ელექტრონული კომერციის სექციას მეტის გასაგებად. Visa ახალისებს სავაჭრო ობიექტებს, ისარგებლონ თავიანთი არსებული გადახდის მომსახურების მომწოდებლებით Visa-ს დაწკაპუნებით გადახდის დანერგვის ალტერნატივების მხრივ.
-
სავაჭრო ობიექტებს არ მოეთხოვება, მიიღონ ბარათები დაწკაპუნებით გადახდის მომსახურებაში მონაწილე გადახდების ყველა ქსელიდან. დღევანდელი მდგომარეობის მსგავსად, სავაჭრო ობიექტებს კვლავ ექნება საშუალება, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები ბარათების მიღების დაშვების მხრივ.
არის სავაჭრო ნიშანი, რომელსაც ფლობს EMVCo, LLC და რომელიც გამოიყენება მისი ნებართვით
EMV® რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, დანარჩენ ქვეყნებში კი დაურეგისტრირებელი სავაჭრო ნიშანია. EMV-ს სავაჭრო ნიშანს ფლობს EMVCo, LLC.