ხშირად დასმული შეკითხვები Visa-ს დაწკაპუნებით გადახდის შესახებ — მარტივი, გონივრული და დაცული ონლაინ გადახდა

Visa-ს დაწკაპუნებით გადახდის შესახებ

Visa-ს დაწკაპუნებით გადახდა არის Visa-ს ონლაინ-გადახდის გამოცდილება, რომელიც ეფუძნება ელექტრონული კომერციის დარგის უახლეს სპეციფიკაციებს — EMV-ს უსაფრთხო დისტანციურ კომერციას. შესყიდვის განხორციელებისთვის თქვენ აღარ მოგიწევთ 16-ციფრიანი ძირითადი ანგარიშის ნომრის შეყვანა, პაროლების მოძებნა ან გრძელი ფორმების შევსება. ამ მარტივი, გონივრული და უსაფრთხო ონლაინ გადახდით სარგებლობისთვის გადასახდელად უნდა დააწკაპუნოთ Visa ბარათით, როცა დაინახავთ დაწკაპუნებით გადახდის ხატულას ‍ ობიექტებში, რომლებშიც Visa მიიღება.

დაწყება

დასაწყისისთვის მოძებნეთ დაწკაპუნებით გადახდის ხატულა ‍ პროგრამაში მონაწილე ონლაინ საცალო მოვაჭრეებთან Visa, Mastercard, American Express და Discover ბარათებით ანგარიშსწორებისას ნებისმიერ ადგილას, სადაც ისინი მიიღება.

ან შეგიძლიათ, დააყენოთ თქვენი Visa ბარათით დაწკაპუნებით გადახდა შემდეგნაირად:

  1. დაწკაპუნების ღილაკის ‍ მოძებნით და არჩევით ონლაინ მაღაზიებში, რომლებშიც Visa მიიღება
  2. თქვენი Visa ბარათის პროგრამაში მონაწილე გამცემი ბანკის ვებსაიტზე ან აპლიკაციაში დაყენებით
  3.  Visa-ს დაწკაპუნებით გადახდის სამომხმარებლო პორტალზე შესვლით

უსაფრთხოება და ინფორმაციის განკარგვა

ზოგადი ინფორმაცია

ცვლილებების შეტანა

შეგიძლიათ, შეიტანოთ ცვლილებები თქვენს Visa ბარათსა და დაკავშირებულ ინფორმაციაში Visa-ს დაწკაპუნებით გადახდის პროფილში:

  1. სავაჭრო ობიექტებთან ანგარიშსწორებისას, რომლებიც იღებს Visa-ს და აქვს დაწკაპუნებით გადახდის ხატულა 
  2.  Visa-ს დაწკაპუნებით გადახდის სამომხმარებლო პორტალზე

დამიმახსოვრე

დიახ, შეგიძლიათ ეს ფუნქცია ჩართოთ, რისთვისაც უნდა აირჩიოთ დამიმახსოვრე. შემდეგ შეგიძლიათ, გამოტოვოთ ელფოსტის და ერთჯერადი კოდის შეყვანა, რათა წვდომა მიიღოთ ბარათებზე, რომლებიც უკვე დააყენეთ Visa-ს დაწკაპუნებით გადახდით სარგებლობისთვის. ეს არის შესანიშნავი ხერხი, რომ კიდევ უფრო სწრაფი და მარტივი გახადოთ გადახდის გამოცდილება — თქვენ აღარ მოგიწევთ 16-ციფრიანი ბარათის ნომრის და გადახდის სხვა ინფორმაციის შეყვანა. „დამიმახსოვრე“ მუშაობს ყველა ონლაინ მაღაზიის ვებსაიტზე, რომელზეც ნაჩვენებია დაწკაპუნებით გადახდის ხატულა ‍ და სადაც Visa მიიღება. ეს ფუნქცია არ არის რეკომენდებული საზიარო მოწყობილობებისთვის.

Visa Checkout-ის მომხმარებლებისთვის

თქვენ ნახავთ თქვენი შენახული ბარათების შესახებ განახლებებს, რადგან გვსურს, რომ Visa-ს მარტივი, გონივრული და უსაფრთხო ონლაინ გადახდა უზრუნველვყოთ ყოველ ჯერზე, როცა ხედავთ დაწკაპუნებით გადახდის ხატულას ‍. Visa Checkout-ის ზოგიერთ არსებულ მომხმარებელს შეიძლება მოუწიოს თავისი ვინაობის ხელახლა დადასტურება ერთჯერადი კოდით, როცა პირველად აწკაპუნებს გადასახდელად. ყველა Visa ბარათი, რომელიც ინახება თქვენს Visa Checkout ანგარიშში ხელმისაწვდომი იქნება გამოსაყენებლად ყველგან, სადაც Visa-ს ბარათები მიიღება. Visa-ს დაწკაპუნებით გადახდით სარგებლობისთვის ახალი ბარათების დაყენება შეგიძლიათ მონაწილე ონლაინ მაღაზიებში ანგარიშსწორებისას. Visa მხოლოდ გადაიტანს თქვენს Visa ბარათებს Visa-ს დაწკაპუნებით გადახდის სერვისში. თუ Discover, American Express ან Mastercard ბარათები გაქვთ, მხოლოდ დაწკაპუნებით გადახდის პირველად გამოყენებისას მოგიწევთ მათი დაყენება.

ვერ ხედავთ აქ იმ შეკითხვას, რომელიც გაგიჩნდათ?


სავაჭრო ნიშანია, რომელსაც ფლობს EMVCo, LLC და რომელიც გამოიყენება მისი ნებართვით EMV® რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია აშშ-ში და სხვა ქვეყნებში, დანარჩენებში კი დაურეგისტრირებელი სავაჭრო ნიშანია. EMV-ს სავაჭრო ნიშანს ფლობს EMVCo, LLC.