როგორ განვათავსოთ რეკლამა ონლაინ
სოციალური მედიის არხები: თქვენი ბიზნესის სოციალური მედიის ანგარიშები დაგეხმარებათ ბრენდის წარმოჩენაში, მომხმარებლებთან ურთიერთობასა და თქვენი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის უფასოდ გაზიარებაში.
რეკლამები სოციალურ მედიაში: სოციალური მედიის ფასიანი რეკლამების საშუალებით გახვალთ მეტ მომხმარებლამდე თქვენი ცნობადობის ამაღლებითა და ვებგვერდზე ტრაფიკის გაზრდით.
„გადაიხადე კლიკზე“ რეკლამები (PPC): PPC არის რეკლამები ინტერნეტ საძიებო სისტემებში და სხვა ვებგვერდებზე. თქვენ იხდით, რათა თქვენი რეკლამა გამოჩნდეს, როდესაც ვინმე მოძებნის გარკვეულ საკვანძო სიტყვებს. თანხა იხარჯება მაშინ, როცა ვინმე დააკლიკებს თქვენს რეკლამაზე.
„გადაიხადე ჩვენებაზე“ რეკლამები (CPI): CPI რეკლამით იხდით ყოველ 1000 ჩვენებაზე და არა კლიკების რაოდენობის მიხედვით.
„გადაიხადე აქტივობაზე“ რეკლამები (CPA): CPA რეკლამების შემთხვევაში თქვენ იხდით მხოლოდ მაშინ, თუ ვინმემ კონკრეტული ქმედება განახორციელა, მაგალითად შეიძინა თქვენი პროდუქტი ან გამოიწერა თქვენი ელექტრონული წერილების სია.