გამოკითხულ მომხმარებელს ურჩევნია მხოლოდ ონლაინ შოპინგი.1
როგორი უნდა იყოთ ონლაინ?
ონლაინ ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ორი ბიზნესიც კი არ არსებობს, რომელთაც ონლაინ სივრცეში ერთი და იგივე ტიპის იმიჯი სჭირდებათ. თქვენ შესაძლოა გჭირდებოდეთ სრული ვებგვერდი თქვენი ბიზნესის საჩვენებლად, ან რამე უფრო მარტივი, რაც უკეთ გამოხატავს თქვენს ბიზნესს. ჩვენი გირჩევთ და ასევე პარტნიორების საშუალებით დაგეხმარებით ონლაინ მაღაზიის შექმნა/განახლებაში.
მომხმარებელს ურჩევნია იშოპინგოს იქ, სადაც ციფრული უპირატესობებია ხელმისაწვდომი (ვებგვერდი და ლოიალობის პროგრამები).1
1 ზემოთმოცემული მონაცემები ეყრდნობა Visa’s Digital Transformation Research, 2018 Maru/Matchbox კვლევას.
წარმოაჩინეთ თავი საუკეთესოდ ონლაინ სივრცეში
თუ მზად ხართ თქვენი მცირე ბიზნესი განათავსოთ ონლაინ, ჩვენი რჩევები და საუკეთესო გამოცდილებები დაგეხმარებათ ამ პროცესის წარმართვაში.
სიმარტივე: მომხმარებლები მეტ დროს ისეთ საიტებზე ატარებენ, რომლებიც მათზეა მორგებული. ძირითადად, ისინი რამდენიმე წუთში იღებენ ყიდვის გადაწყვეტილებას.
ონლაინ მაღაზია: როცა მომხმარებელს პირდაპირ თქვენი ვებგვერდიდან შეუძლია ყიდვა, მათ უადვილებთ შეიძინონ პირდაპირ თქვენგან თქვენივე პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად. კარგი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესისათვის საუკეთესო ელექტრონული კომერციის საიტის შექმნაში.
ძებნა საიტზე: მომხმარებლებს აქვთ მოლოდინი, რომ ონლაინ მაღაზიაში კონკრეტული ნივთების მოძიებას შეძლებენ, მაგ: ქალის ლურჯი ფესაცმელი. ყველაზე რელევანტური პროდუქტების ჩვენება მნიშვნელოვნად გაზრდის მათი ყიდვის ალბათობას.
შინაარსი მნიშვნელოვანია: დაგეგმეთ რას შესთავაზებთ ვიზიტორებს თქვენს საიტზე. ბევრი მომხმარებელი მომენტალურად არ იღებს ყიდვის გადაწყვეტილებას, ამიტომ მიეცით მათ მიზეზები, რომ დარჩნენ საიტზე და შეიძინონ, რასაც სთავაზობთ.
შესყიდვის ინსტრუქციები: ინსტრუქციები და გამოყენების მაგალითები მომხმარებლებს ეხმარებათ წარმოიდგინონ რაში გამოიყენებენ იმ პროდუქტსა და მომსახურებას, რასაც ყიდით. შესაძლოა მომენტალურად ვერ გაყიდოთ ბევრი, თუმცა თუ მომხმარებლების ინტერესს შეინარჩუნებთ, ისინი დაბრუნდებიან თქვენს გვერდზე.
დაიწყეთ მცირედით, გაფართოება შემდეგში: საწყის ეტაპზე რაც აუცილებელია ის ფაქტორები გაითვალისწინეთ: პროდუქცია, მომსახურებები, სამუშაო საათები, შეთავაზებები, არსებული მომხმარებლების შეფასებები და საკონტაქტო ინფორმაცია. ისეთი მახასაითებლები, როგორიცაა: გამომწერები, დაჯავშნა და ლოიალობის პროგრამები მოგვიანებით დაამატეთ, თუკი თქვენი ბიზნესის მთავარი ფოკუსი სწორედ ეს მახასიათებლები არაა.
საიტის მიღმა - სოციალურ მედიაში: სოციალურ მედიას შეუძლია თქვენი კომპანიის პოტენციურ მომხმარებლებამდე მიგიყვანოთ და დაგაკავშიროთ მათ საიტის გარდა სხვა გზითაც. იხილეთ საუკეთესო გამოცდილებები ონლაინ სივრცეში ბიზნესის არსებობის შესახებ მცირე ბიზნესის ჰაბის მზარდი ბიზნესების განყოფილებებში.