-
მობილური გადახდები Visa-ით
შეეხეთ გადასახდელად. Visa-ს ყველა უპირატესობა ახლა თქვენს მობილურ ტელეფონზე ან მოწყობილობაზე.
განახორციელეთ უკონტაქტო გადახდა თავდაჯერებულად Visa-სთან ერთად
ჩართეთ გადახდები თქვენს მობილურ ტელეფონზე ან სხვა მოწყობილობაზე და გადაიხადეთ სწრაფად და მარტივად.
როგორ უნდა გადაიხადოთ თქვენი მობილური ტელეფონით
- დაამატეთ თქვენი Visa ბარათი საკუთარ მობილურ ტელეფონზე ან მოწყობილობაზე, რომელზეც ჩართული გაქვთ გადახდის ფუნქცია
- მოძებნეთ უკონტაქტო სიმბოლო სალაროსთან
- დაიჭირეთ თქვენი ტელეფონი ან მოწყობილობა სიმბოლოსთან ახლოს და გადაიხადეთ.
ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც Visa-ს საკრედიტო ან სადებეტო ბარათი გამოსცა, უნდა მონაწილეობდეს პროგრამაში, რათა შეძლოთ მისი მობილურ ტელეფონზე ან მოწყობილობაზე დამატება.
თქვენი მობილური ტელეფონით გადახდის გზები
როგორც კი ჩატვირთავთ თქვენს მობილურ ტელეფონზე ან მოწყობილობაზე, მაშინვე შეძლებთ Visa-ს მეშვეობით კომფორტულად და თავდაჯერებულად გადახდას.
Apple Pay
გამოიყენეთ Apple-ის თავსებადი მოწყობილობები და გადაიხადეთ Visa-ს მეშვეობით.
Google Pay
გადაიხადეთ Visa-ს მეშვეობით, Andriod-ის თავსებადი მოწყობილობების გამოყენებით.
Samsung Pay
გამოიყენეთ samsung-ის თავსებადი მოწყობილობები და გადაიხადეთ Visa-ს მეშვეობით.