Google Pay
ზოგადი ინფორმაცია

Google Pay წარმოადგენს მაღაზიასა და აპლიკაციაში თქვენი Visa ბარათით გადახდის სწრაფ და მარტივ საშუალებას. თქვენ განაგრძობთ თქვენი Visa ბარათის ყველა უპირატესობითა და უსაფრთხოებით სარგებლობას.
Google Pay Visa-ს ტოკენიზაციის სერვისთან ერთად თავსებადია ყველა ანდროიდ მოწყობილობასთან, რომელიც მხარს უჭერს გადახდის ტერმინალების ემულაციას.
უსაფრთხოება, ბენეფიტები და დაცვა

გადაიხადეთ მაღაზიებში უსაფრთხოდ
როდესაც თქვენ იყენებთ თქვენს მობილურს მაღაზიაში Visa ბარათითა და Google Pay-თ გადასახდელად, ჩვენ არ ვგზავნით თქვენი ბარათის რეალურ მონაცემებს გადახდის დროს. სანაცვლოდ ვირტუალური ანგარიშის ნომერია გამოყენებული. ეს უზრუნველყოფს თქვენი ნამდვილი ანგარიშის მონაცემების უსაფრთხოებას.

სიმშვიდე
თუ თქვენი მობილური დაიკარგება ან მოიპარავენ, თქვენ ყოველთვის შეძლებთ მის დაბლოკვას ან მთლიანი მონაცემების წაშლას Find My Device-ს საშუალებით.

თქვენი კუთვნილი ბენეფიტები და დაცვა
Google Pay-ს საშუალებით თქვენი Visa ბარათის გამოყენებისას, თქვენ კვლავ ისარგებლებთ ყველა უპირატესობით, პრივილეგიითა და დაცვით, რომელსაც ის უზრუნველყოფს.
როგორ მუშაობს
მოსახერხებელი, მარტივი და უსაფრთხო.

დააინსტალირეთ აპლიკაცია ან გადადით ვებ-გვერდზე
გახსენით Google Pay-ს აპლიკაცია ან გადადით pay.google.com-ზე.

დაამატეთ თქვენი Visa ბარათი
გადაუღეთ თქვენს ბარათს სურათი Google Pay-ს აპლიკაციის საშუალებით ან შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები.

გააკეთეთ შენაძენი
გადაიხადეთ უფრო სწრაფად მაღაზიებსა და აპლიკაციებში.
პარტნიორი ბანკები
ხშირად დასმული შეკითხვები
-
Google pay წარმოადგენს Google-ს უკვე არსებული საგადასახადო პროდუქტების ახალ სახელსა და ინტერფეისს.
-
Google pay წარმოადგენს Google-ს უკვე არსებული საგადასახადო პროდუქტების ახალ სახელსა და ინტერფეისს. Google Pay-სთან ერთად შეგიძლიათ გადაიხადოთ შენაძენების საფასური საცალო სავაჭრო ობიექტებში და ონლაინ, როგორც ამას აკეთებთ დღეს Android Pay-ს საშუალებით.
-
Google Pay-ს გამოყენება უკვე შეგიძლიათ მობილურ აპლიკაციებში და ვებ-გვერდებზე, სადაც სერვისი ლოგო იქნება მოცემული. ახლო მომავალში Google Pay-ს გამოყენებას შეძლებთ საცალო სვაჭრო ობიექტებში და Google-ს ისეთი პროდუქტების შეძენისას, როგორიცაა YouTube, Play Store, Google Store, Google Photos და ა.შ.
-
Android Pay-ს არსებულ მომხმარებლებს არაფრის გაკეთება არ სჭირდებათ - თქვენი აპლიკაცია ავტომატურად განაახლებს პროდუქტის სახელს ახლო მომავალში. თუ არ ხართ Android Pay-ს მომხმარებელი, შეგიძლიათ ახლა გადმოწეროთ Android Pay-ს აპლიკაცია და გადაიხადოთ სწრაფად და მარტივად - აპლიკაცია განახლდება როდესაც Google Pay-ს სერვისი გახდება ხელმისაწვდომი.
-
შეგიძლიათ ეწვიოთ Google Blog-ს https://blog.google/topics/shopping-payments/ სიახლეებისთვის თვალის სადევნებლად ან მომხმარებელთა დახმარების ცენტრს support.google.com/androidpay.