Visa-ს გლობალური შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ

¹ Visa-ს შვილობილი კომპანიები არიან კომპანიები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად იმართება Visa U.S.A. Inc.-ის ან მისი დედა კომპანიის Visa Inc.-ის მიერ და შედის მის მფლობელობაში — მაგალითად, Visa International Service Association, Visa Worldwide Pte. Limited, Visa Canada Corporation, Visa International Servicios de Pago España, S.R.L., Visa Europe Limited, Visa do Brasil Empreendimentos Ltda, CardinalCommerce Corporation, CyberSource Corporation, Verifi, Inc.

ჩვენსა და თქვენ შორის ურთიერთობისა და ინტერაქციის მიხედვით, ჩვენ მიერ მოგროვებული პირადი ინფორმაცია შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:

  • საკონტაქტო ინფორმაცია — მოიცავს თქვენს სახელს, მომხმარებლის სახელს, საფოსტო მისამართს, ელფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს, მობილური ტელეფონის ნომერს, სოციალური მედიის პროფილის სახელს სხვა პირად იდენტიფიკატორებთან ერთად.
  • ტრანზაქციებისა და ფინანსური ინფორმაცია მოიცავს შემდეგს:
    • ინფორმაცია თქვენი ბარათის შესახებ, მათ შორის, ბარათის 16-ნიშნა ნომერი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ძირითადი ანგარიშის ნომერი ან „PAN“; დაკავშირებული არაფინანსური იდენტიფიკატორი, გადახდების ანგარიშის საცნობარო ნომერი ან „PAR“ token; მოქმედების ვადა, სერვისის კოდი, PIN damowmebis კოდი, CVV კოდი; და
    • ინფორმაცია თქვენი ტრანზაქციების შესახებ, მათ შორის, ტრანზაქციის დრო, თარიღი, მდებარეობა და ოდენობა, მოვაჭრის შესახებ ინფორმაცია. ეს შეიძლება ასევე მოიცავდეს ინფორმაციას ერთეულის დონეზე, გადახდისა და მიწოდების ინფორმაციას.
  • ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია — მოიცავს ინფორმაციას თქვენი საყიდლებისა და გადახდების უპირატესობების შესახებ და სხვა ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება თქვენთვის პერსონალიზებული შიგთავსის შეთავაზებაში, მაგალითად:
    • დემოგრაფიული ინფორმაცია, მაგალითად, ასაკობრივი ჯგუფები, ოჯახური სტატუსი;
    • თქვენ მიერ კონკრეტული შესყიდვის ან ცხოვრებისეული მოვლენებით სარგებლობის ალბათობა; და
    • სოციალური მედიის პროფილებიდან მონაცემები და ინფორმაცია თქვენი ინტერესების შესახებ.
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია — მოიცავს თქვენს Visa-სთან ინტერაქციის ინფორმაციას, მათ შორის:
    • თქვენ მიერ აქციებსა და პროგრამებში მონაწილეობისას შეგროვებულ ინფორმაციას (მაგალითად, დაჯილდოების პროგრამის ინფორმაცია ანგარიშის შესახებ);
    • ბარათის უპირატესობების პროგრამის ინფორმაცია, მათ შორის, საკვალიფიკაციო მონაცემები და დაკავშირებული ჩანაწერები;
    • ინფორმაცია, რომელიც ჩვენთან დაკავშირებისას შეგროვდა, მაგალითად, მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურის მეშვეობით;
    • ვიზიტორთა ჟურნალები;
    • Visa-ს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებზე დასწრებისას შეგროვებული ინფორმაცია, მაგალითად, მოგზაურობასთან დაკავშირებული ინფორმაცია თქვენთვის და ნებისმიერი თანმხლები პირებისთვის; და
    • სხვა ინფორმაცია, რომელსაც მოგვაწვდით, მაგალითად, მომხმარებლის ავთენტიფიკაციის მიზნით (პაროლი, ანგარიშის უსაფრთხოების შეკითხვები).
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორები — ეს შეიძლება მოიცავდეს სახის ამოცნობის მონაცემებს, თითის ანაბეჭდებს, კლავიშებზე დაჭერის დროებს, გადაადგილების პოზიციას და ქცევის ან სხვა ფიზიკური პატერნების მონაცემებს, როგორებიცაა, Visa-სთან ან მის კლიენტებთან ბიომეტრიული ავტორიზაციის გავლის დროს შეგროვებული მონაცემები.
  • ბიზნეს კლიენტის მონაცემები — მოიცავს ინფორმაციას თქვენს კომპანიაში თქვენი როლის შესახებ, პროდუქტებისა და სერვისების გამოყენების ავტორიზაციას და თქვენს მიერ შეკვეთების განთავსების უფლებას; კლიენტის/მიმწოდებლის საკვალიფიკაციო დეტალებს; და სხვა მონაცემებს, რომელსაც გაგვიზიარებთ ჩვენთან ურთიერთობისას.
  • წარმოებული ინფორმაცია — ჩვენ ვაწარმოებთ მონაცემთა ელემენტებს ჩვენი ურთიერთობისა და ტრანზაქციების ინფორმაციის ანალიზიდან გამომდინარე. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია, დავაგენერიროთ განწყობის, თვისებების და ქულების მონაცემები მარკეტინგის, უსაფრთხოებისა და თაღლითობასთან ბრძოლის მიზნებისთვის.
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია — მოიცავს ვებსაიტებთან, აპლიკაციებთან და რეკლამებთან თქვენი ინტერაქციის ინფორმაციას, მათ შორის, IP მისამართს, მოწყობილობის იდენტიფიკატორებს, პარამეტრებს, მახასიათებლებს, რეკლამის ID-ს, დათვალიერების ისტორიას, ვებ-სერვების ჟურნალებს, სერვერის ჟურნალის ჩანაწერებს, აქტივობის ჟურნალის ჩანაწერებს, კლავიშების გამოყენების დროებს და სხვა ინფორმაციას, რომლებიც Cookie ფაილებითა და მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით შეგროვდება.
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია — აუდიო, ელექტრონული, ვიზუალური ან მსგავსი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ჩვენთან ინტერაქციასთან და მოიცავს ფოტოებს, ვიდეო სურათებს, CCTV კამერების ჩანაწერებს, ქოლ ცენტრის ჩანაწერებს, ზარების მონიტორინგის ჩანაწერებს და ხმოვან ფოსტას.
  • ოფიციალური საიდენტიფიკაციო ნომრები — სოციალური უსაფრთხოების ნომერი, მართვის მოწმობის ნომერი, პასპორტის ნომერი და სხვა ოფიციალური დოკუმენტების იდენტიფიკატორები.
  • გეოლოკაციის ინფორმაცია — გეოლოკაციის ზუსტი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა თქვენი მობილური მოწყობილობიდან ავტომატურად შევაგროვოთ, თუ ნებას დაგვრთავთ მის შეგროვებაზე.
  • პროფესიული და დასაქმების ინფორმაცია — მოიცავს პროფესიულ ან დასაქმებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას თანამშრომლებისა და პოტენციური თანამშრომლების შესახებ, მათ შორის, აპლიკანტისა და რეზიუმეს მონაცემები (მაგალითად, განათლებისა და დასაქმების ისტორია); პოზიციისთვის საჭირო კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია, მაგალითად უნარები; პროფესიული ინტერესები და მიზნები; შეგროვებული ინფორმაცია თანამშრომლის კვალიფიკაციის შესახებ, მაგალითად, სამუშაო ნებართვის უფლება და რეკომენდაციები.
  • შესაბამისობის მონაცემები — მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დამადასტურებელი ჩანაწერები; მომხმარებლის უპირატესი პარამეტრების ჩანაწერები, მაგალითად, თქვენი არჩევანი (თანხმობა ან უარყოფა) მარკეტინგული პროგრამების თაობაზე; უფლების სარგებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებული ჩანაწერები.

პირადი ინფორმაციის გარკვეული ნაწილი შესაძლოა მიიჩნეოდეს სენსიტიურ ინფორმაციად ზოგიერთ იურისდიქციაში.

პირადი ინფორმაცია თქვენგან შესაძლოა სხვადასხვა წყაროებით შევაგროვოთ, რაც დამოკიდებულია ჩვენსა და თქვენ შორის ურთიერთობასა და ინტერაქციაზე. წყაროები მოიცავს შემდეგს:

  • თქვენი ფინანსური ინსტიტუტები, გადახდის ბარათის გამცემი, გამყიდველი, მყიდველი და სხვა პარტნიორი, როცა Visa-ს ბრენდის გადახდის პროდუქტს იყენებთ, ან ჩვენ ვმოქმედებთ მათი სახელით, მაგალითად, როცა Visa ბარათს შეხებით იყენებთ;
  • თქვენ, როცა ერთვებით ბარათის ბმულით Visa-ს ან სხვა პარტნიორის შეთავაზების პროგრამაში, ასევე ერთვებით Visa-ს დაწკაპუნებით გადახდის სერვისში, ან მონაწილეობთ გამოკითხვაში;
  • თქვენი კომპიუტერი ან მოწყობილობები, როცა ინტერაქციაში შედიხართ ჩვენს პლატფორმებთან, ვებსაიტებთან და აპლიკაციებთან ან სხვა ავტომატური ტექნოლოგიების გამოყენებისას, მაგალითად, როცა ჩვენ ვაწარმოებთ ზარების ჩაწერას ქოლ ცენტრში ან ვიყენებთ CCTV კამერებს ჩვენს ოფისებში; და
  • სხვა მესამე მხარეები, მათ შორის, მონაცემთა შემკრებები, სოციალური მედიის კომპანიები და საჯაროდ ხელმისაწვდომი სხვა წყაროები. დამატებით, პროფესიული და დასაქმების ინფორმაცია შესაძლოა შეგროვდეს თქვენი რეკომენდაციებიდან და მესამე მხარიდან, რომლებიც გვეხმარება შიდა კვლევებსა და გამოცდილების შემოწმებებში, ხოლო ბიზნესის მონაცემები შესაძლოა შეგროვდეს თქვენი დამსაქმებლისგან, სავაჭრო ფორუმისა და კონფერენციის ორგანიზატორისგან და პროფესიული სერვისების პროვაიდერი კომპანიებისგან.

შეგროვებისა და გაზიარების მიზანი
პირადი ინფორმაციის კატეგორიები
დამუშავების იურიდიული საფუძველი
(სადაც მოითხოვება კანონმდებლობით)
Visa-ს ელექტრონული გადახდების ქსელების ფუნქციონირება (ავტორიზაცია, ტრანზაქციების კლირინგი და შესრულება, ტოკენიზაცია), გადახდის ტრანზაქციების განხორციელება, დავების გადაწყვეტა, თაღლითობის პრევენცია და უსაფრთხოება
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ტრანზაქციებისა და ფინანსური ინფორმაცია
  • ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორები
  • ბიზნეს კლიენტის მონაცემები
  • წარმოებული ინფორმაცია
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია
  • ოფიციალური საიდენტიფიკაციო ნომრები
  • გეოლოკაციის ინფორმაცია
  • შესაბამისობის მონაცემები
  • თქვენთან კონტრაქტის გასაფორმებლად, ან, საჭიროების შემთხვევაში, თქვენსა და სავაჭრო ფირმას, ან თქვენსა და თქვენი ბარათის გამცემ საფინანსო დაწესებულებას, ან სხვა ორგანიზაციას შორის კონტრაქტის გაფორმებისთვის, როდესაც Visa უზრუნველყოფს საგადასახადო მომსახურებას, ან მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი
  • იმ კანონებთან შესაბამისობაში მოსაქცევად, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვეხება
  • ჩვენი საკუთარი ან სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნებისთვის, როგორებიცაა მუქარისგან თქვენი, ჩვენი ან სხვების დაცვა (უსაფრთხოების მუქარა ან თაღლითობა); ჩვენი ბიზნესის ადმინისტრირების შესაძლებლობა, მაგალითად, ხარისხის კონტროლი, შესაბამისობა, კონსოლიდირებული ანგარიშგება და კლიენტთა მხარდაჭერის სამსახური; კორპორაციული ტრანზაქციების მართვა, მაგალითად, შერწყმა ან შესყიდვა; ჩვენი ბიზნესისა და მომხმარებლების ურთიერთობის ზოგადად გააზრება და გაუმჯობესება

პროდუქტების, სერვისების, პროგრამების, შემოთავაზებების ან თქვენ მიერ Visa-სგან მოთხოვნილი ინფორმაციის მოსაწოდებლად და ისეთი მიზნები შესასრულებლად, როგორიცაა უფლებამოსილების განსაზღვრა და კლიენტთა მხარდაჭერის სამსახურის მხარდაჭერა
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ტრანზაქციებისა და ფინანსური ინფორმაცია
  • ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორები
  • ბიზნეს კლიენტის მონაცემები
  • წარმოებული ინფორმაცია
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია
  • ოფიციალური საიდენტიფიკაციო ნომრები
  • გეოლოკაციის ინფორმაცია
  • შესაბამისობის მონაცემები
  • თქვენთან, როგორც მხარესთან, კონტრაქტის გაფორმების მიზნით ისე, როგორც ეს აღწერილია ზემოთ
  • იმ კანონებთან შესაბამისობაში მოსაქცევად, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვეხება
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ

ჩვენი კლიენტებისთვის მომსახურების მიწოდება. მაგალითად, თუ ბარათის გამცემის ან სავაჭრო ობიექტის ლოიალობის პროგრამაში დარეგისტრირდებით, ჩვენ დავამუშავებთ ბარათის ტრანზაქციების მონაცემებს, რათა გამოვთვალოთ თქვენი ჯილდოს ოდენობა და სამიზნე ჯგუფისთვის განკუთვნილი შემოთავაზებები მოგაწოდოთ კლიენტისგან
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ტრანზაქციებისა და ფინანსური ინფორმაცია
  • ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორები
  • ბიზნეს კლიენტის მონაცემები
  • წარმოებული ინფორმაცია
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია
  • ოფიციალური საიდენტიფიკაციო ნომრები
  • გეოლოკაციის ინფორმაცია
  • შესაბამისობის მონაცემები
  • თქვენთან, როგორც მხარესთან, კონტრაქტის გაფორმების მიზნით ისე, როგორც ეს აღწერილია ზემოთ
  • იმ კანონებთან შესაბამისობაში მოსაქცევად, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვეხება
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ

Visa-ს გადაწყვეტების ფუნქციონირება, მაგალითად, შეხებით გადახდა, მოიცავს თქვენს ჩართვას გადაწყვეტაში, თქვენს მოწყობილობაში ავტორიზებულად დარჩენას (თუ აირჩევთ ამას), გადაწყვეტით შეკვეთის გაფორმების შესაძლებლობას, სხვა ციფრულ საფულეებთან ინტეგრაციას (თუ აირჩევთ ამას) და მონაწილეობას შესაბამის პროგრამებში
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ტრანზაქციებისა და ფინანსური ინფორმაცია
  • ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორები
  • ბიზნეს კლიენტის მონაცემები
  • წარმოებული ინფორმაცია
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია
  • ოფიციალური საიდენტიფიკაციო ნომრები
  • გეოლოკაციის ინფორმაცია
  • შესაბამისობის მონაცემები
  • თქვენთან, როგორც მხარესთან, კონტრაქტის გაფორმების მიზნით ისე, როგორც ეს აღწერილია ზემოთ
  • იმ კანონებთან შესაბამისობაში მოსაქცევად, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვეხება
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ

გამოკითხვების, ლოიალობის პროგრამების, ლატარეების, კონკურსებისა და ღონისძიებების ჩატარებისთვის
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ტრანზაქციებისა და ფინანსური ინფორმაცია
  • ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორები
  • ბიზნეს კლიენტის მონაცემები
  • წარმოებული ინფორმაცია
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია
  • ოფიციალური საიდენტიფიკაციო ნომრები
  • გეოლოკაციის ინფორმაცია
  • შესაბამისობის მონაცემები
  • თქვენთან, როგორც მხარესთან, კონტრაქტის გაფორმების მიზნით ისე, როგორც ეს აღწერილია ზემოთ
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ

თქვენს არჩევანზე დაყრდნობით მოგაწოდოთ მარკეტინგული კომუნიკაციები, ინდივიდუალური შემოთავაზებები და თქვენი ინტერესების შესაბამისი რეკლამები
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ტრანზაქციებისა და ფინანსური ინფორმაცია
  • ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორები
  • ბიზნეს კლიენტის მონაცემები
  • წარმოებული ინფორმაცია
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია
  • გეოლოკაციის ინფორმაცია
  • შესაბამისობის მონაცემები
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, მაგალითად, თქვენთვის სიახლეებისა და შემოთავაზებების გამოსაგზავნად

თქვენთან და/ან თქვენს კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება, განვითარება და შენარჩუნება
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ტრანზაქციებისა და ფინანსური ინფორმაცია
  • ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორები
  • ბიზნეს კლიენტის მონაცემები
  • წარმოებული ინფორმაცია
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია
  • ოფიციალური საიდენტიფიკაციო ნომრები
  • გეოლოკაციის ინფორმაცია
  • შესაბამისობის მონაცემები
  • თქვენთან, როგორც მხარესთან, კონტრაქტის გაფორმების მიზნით ისე, როგორც ეს აღწერილია ზემოთ
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ

ჩვენთან არსებული სამუშაო და საკონტრაქტო ურთიერთობის ხელშეწყობა ან პოზიციისთვის შეფასება, მაგალითად, ადამიანური რესურსების, რისკის მართვისა და შესაბამისობის მიზნებისთვის
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია
  • ბიომეტრიული იდენტიფიკატორები
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია
  • ოფიციალური საიდენტიფიკაციო ნომრები
  • პროფესიული და დასაქმების ინფორმაცია
  • შესაბამისობის მონაცემები
  • თქვენთან, როგორც მხარესთან, კონტრაქტის გაფორმების მიზნით ისე, როგორც ეს აღწერილია ზემოთ
  • იმ კანონებთან შესაბამისობაში მოსაქცევად, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვეხება
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ

შეიტყვეთ, როგორ იყენებთ თქვენ და სხვები ჩვენს პროდუქტებს ანალიზისა და მოდელირების მიზნით, ასევე, ბიზნესის შესახებ მასალების მიმოხილვების მისაღებად და ეკონომიკურ ტენდენციებზე დაკვირვებისთვის
  • როცა გარკვეული ინფორმაცია, მაგალითად, ტრანზაქციებისა და ფინანსური ინფორმაცია, ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია, ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია, ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია და გეოლოკაციის ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებული იქნას ამ აქტივობებისთვის, საბოლოო შედეგი არ ითვლება პირად ინფორმაციად.
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ

შევადგინოთ მონაცემთა დეპერსონიფიცირებული, დეიდენტიფიცირებული, ანონიმური ან აგრეგირებული სერიები, რომლებიც გამოიყენება პროდუქტის განვითარებისთვის და კლიენტებისათვის საკონსულტაციო სერვისების მიწოდებისათვის
  • როცა გარკვეული ინფორმაცია, მაგალითად, ტრანზაქციებისა და ფინანსური ინფორმაცია, ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია, ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია და ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებული იქნას ამ მონაცემთა ნაკრებების გენერირებისთვის, საბოლოო შედეგი არ ითვლება პირად ინფორმაციად.
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ

ჩვენი ყოველდღიური ბიზნეს მიზნების მხარდასაჭერად, როგორიცაა ანგარიშის მართვა, ხარისხის კონტროლი, ვებსაიტის ადმინისტრირება, ბიზნესის შეუფერხებელი ფუნქციონირება და უბედური შემთხვევით მიღებული ზარალის ანაზღაურება, უსაფრთხოება და თაღლითობის პრევენცია, კორპორაციული მართვა, ანგარიშგება და იურიდიული შესაბამისობის უზრუნველყოფა, ანალიზი და კვლევა, კონტრაქტების აღსრულება და მართვა, და მოთხოვნილი პროდუქტებისა და სერვისების მიწოდება*
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ტრანზაქციებისა და ფინანსური ინფორმაცია
  • ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია
  • ბიზნეს კლიენტის მონაცემები
  • წარმოებული ინფორმაცია
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია
  • ოფიციალური საიდენტიფიკაციო ნომრები
  • გეოლოკაციის ინფორმაცია
  • პროფესიული და დასაქმების ინფორმაცია
  • შესაბამისობის ინფორმაცია
  • თქვენთან, როგორც მხარესთან, კონტრაქტის გაფორმების მიზნით ისე, როგორც ეს აღწერილია ზემოთ
  • იმ კანონებთან შესაბამისობაში მოსაქცევად, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვეხება
  • ჩვენი და სხვების ლეგიტიმური ინტერესების მიზნით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ
სადაც მოითხოვება, ჩვენ ასევე დავამუშავებთ პირად ინფორმაციას თქვენი თანხმობით. მაგალითად, ჩვენ შესაძლოა დავეყრდნოთ თქვენს თანხმობას, სადაც ეს კანონით მოითხოვება, რათა გამოგიგზავნოთ მარკეტინგული კონტენტი.

„ყოველდღიური ბიზნეს მიზნები“ მოიცავს შემდეგ ბიზნეს და დაკავშირებულ მიზნებს, რომელთათვისაც პირადი ინფორმაციის გამოყენება შეიძლება დაგვჭირდეს:

შესაძლოა, თქვენი პირადი ინფორმაცია გავუმჟღავნოთ:

  • ჩვენი შვილობილი კომპანიები;
  • ჩვენი სერვისის პროვაიდერები თქვენთვის სერვისების მიწოდების მიზნით;
  • ფინანსური ინსტიტუტები, სავაჭრო ობიექტები, გადახდების დამმუშავებლები და სხვა მესამე მხარეები, რომლებიც ექვემდებარება კონფიდენციალურობასა და გამოყენების შეზღუდვებს თქვენი გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის, თაღლითობისა და რისკის მართვის, პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებისა და განვითარებისა და ჩვენი ყოველდღიური ბიზნეს მიზნების მხარდაჭერის მიზნით;  
  • მესამე მხარეები, მაგალითად, მესამე მხარის სარეკლამო პარტნიორები, რომლებმაც შესაძლოა გამოიყენონ Cookie ფაილების და მსგავსი წყაროებისგან შეგროვებული მონაცემები, რაც გვეხმარება ჩვენი ონლაინ სარეკლამო პროგრამებში;
  • სამთავრობო უწყებები;
  • რეკრუტინგის სააგენტოები და თქვენი რეკომენდატორები (პროფესიული და დასაქმების ინფორმაციისთვის); და
  • თქვენი კომპანია და მისი შვილობილი კომპანიები (ბიზნეს მომხმარებლის მონაცემებისთვის).

ჩვენ შესაძლოა გავამჟღავნოთ პერსონალური ინფორმაცია, როცა ამას კანონი მოგვთხოვს, მაგალითად, გავუმჟღავნოთ ის სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან სასამართლოებს; ასევე, კანონიერად გავამჟღავნოთ ის ბიზნეს აქტივების გაყიდვის ან გადაცემის დროს, ჩვენი კონტრაქტების აღსრულებისას, ჩვენი საკუთრებისა და სხვისი უფლების, საკუთრების თუ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ან აუდიტის, შესაბამისობის და კორპორაციული მართვის მოთხოვნებისთვის.

 

ამ გლობალურ შეტყობინებას კონფიდენციალურობის შესახებ ემატება შემდეგი შეტყობინებები იმის მიხედვით, თუ როგორ და სად ამყარებთ ჩვენთან ინტერაქციას:

ჩვენი „შეტყობინება ქუქი-ფაილების შესახებ“ განმარტავს ქუქი-ფაილებისადმი, ტეგებისადმი და ჩვენ მიერ შეგროვებული მსგავსი ტიპის ონლაინ მონაცემებისადმი ჩვენს მიდგომებს.