მართალია, საანგარიშსწორებო პროგრამების ბევრმა მომწოდებელმა PA-DSS-ის სტანდარტებთან შესაბამისობაში არსებული საანგარიშსწორებო პროგრამები დანერგა, მაგრამ მაინც დიდი შიში არსებობს იმისა, რომ საანგარიშსწორებო პროგრამების განუწყვეტელი განახლება არ ხდება, რათა გამოირიცხოს ცნობილი სუსტი ადგილების ხელახალი შეყვანა. ამას გარდა, არსებობს იმის შიში, რომ საანგარიშსწორებო პროგრამა კლიენტების საიტებზე სათანადო უსაფრთხოების დაცვით არ ინერგება.
სავაჭრო ობიექტისა და აგენტის ადგილზე მონაცემთა გაჟონვის ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ საანგარიშსწორებო პროგრამების ბევრი კომპანია სათანადო დონეზე არ ახდენს ამ პროგრამებისა და სისტემების ინსტალაციას, მომხმარებლებთან მუშაობენ სუსტი, სხვასთან გაზიარებული ან საწყისი პარამეტრებით დაყენებული სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებით და მომხმარებელთა საიტებს მართავენ დისტანციური მართვის სუსტი ინსტრუმენტებით. კრიმინალებმა შეიძლება ეს სისუსტეები გამოიყენონ და წვდომა მოიპოვონ ბარათის მფლობელის გარემოში.
Visa-მ შეიმუშავა საუკეთესო პრაქტიკის რამდენიმე მაგალითი, რომლებიც დაეხმარება საანგარიშსწორებო პროგრამის მქონე კომპანიებს ზომები მიიღონ კრიტიკული მნიშვნელობის პროგრამულ პროცესებში. როგორც შინაგანი აუდიტის ნაწილი, მომსახურე ბანკებსა და სავაჭრო ობიექტებს ევალებათ, რომ საანგარიშსწორებო პროგრამების მომწოდებელმა კომპანიებმა თავიანთი პროგრამები მკაცრი პროგრამული გამოცდის პროცესს დაუქვემდებარონ.
Visa-ს მიერ მოწოდებული ათი საუკეთესო ინსტრუმენტი საანგარიშსწორებო პროგრამების მომწოდებელი კომპანიებისათვის