Visa Solution-ის მომსახურების პირობები

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ VISA SOLUTION-ის შემდეგი მომსახურების პირობები („პირობები”). თუკი დარეგისტრირდით VISA SOLUTION-ზე ან VISA SOLUTION-ისთვის ბარათი გაააქტიურეთ, ადასტურებთ, რომ გესმით და ეთანხმებით ყველა ამ პირობას. ეს პირობები ანაცვლებს VISA SOLUTION-თან დაკავშირებულ ყველა წინა პირობას. 

Visa Solution-ის რეგისტრაციისთვის 2024 წლის 1 ივლისის შემდეგ მოქმედია შემდეგი პუნქტები.

Visa Solution დამოკიდებულია ბარათის მფლობელის უფლებამოსილებაზე. თქვენ გესმით, რომ თუ თქვენი ემიტენტი ახორციელებს Click to Pay სისტემით უზრუნველყოფას, თქვენ ვერ შეძლებთ ისარგებლოთ Visa Solution-ით. თუმცა, Visa-ს შეუძლია კოორდინაცია გაუწიოს თქვენს ემიტენტს (მათ შორის, გაუზიაროს ინფორმაცია, რომელიც თქვენ მიაწოდეთ Visa Solution-ზე დასარეგისტრირებლად), რათა უზრუნველყოს შესაბამისი და ოპტიმიზებული სერვისების მიღება. თუ არ გაქვთ Visa Solution-ის გამოყენების უფლება, გესმით, რომ ამ პირობების მიღება და აღიარება არ ქმნის Visa-სთან შეთანხმებას და დარჩენილი პირობები თქვენზე არ ვრცელდება. გამოყოფილი ტერმინები წინამდებარე პირობებშია განსაზღვრული.

    1. Visa Solution

    Visa Solution-ი Visa U.S.A. Inc.-ის („Visa“) მიერ იმართება. Visa-ს საკონტაქტო ინფორმაცია სექცია ლ-ის „დაგვიკავშირდით”-შია მითითებული.

    როგორც გამოყენებულია წინამდებარე პირობებში, ტერმინს „Visa Solution“ მიენიჭოს ყველა შემდეგი მნიშვნელობა: ყველა Visa Click to Pay და/ან Visa Checkout-ის ყველა მახასიათებელი, ფუნქცია და მომსახურება, რომელიც ხელმისაწვდომია ამჟამად ან დაემატება მომავალში როგორც Visa Click to Pay, Visa Checkout-ის ბრენდირებით თუ სხვა სახელით, იქნება ხელმისაწვდომი Visa Solution-ის ვებსაიტის თუ მობილური საიტის მეშვეობით, რომელიც იმართება, როგორც დომენი ან ქვედომენი („ვებსაიტი“) ან გამომშვები ბანკის, საგადახდო ორგანოს, სავაჭრო ობიექტისა თუ სხვა მესამე პირის მიერ შეთავაზებული აპლიკაციის ან ფუნქციონირების მეშვეობით (ერთობლივად, „მომსახურებები“); Visa-ს ან მისი ლიცენზიარების ლოგოები, დიზაინი, ტექსტი, სურათები, ვიდეოები, გრაფიკა, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა შიგთავსი და მასალა, რომელიც ხელმისაწვდომია Visa Solution-ის მეშვეობით, ისევე როგორ მათი რომელიმე ნაწილის არჩევა და კლასიფიცირება (ერთობლივად, „მასალა“); და Visa-ს აპარატული, ასევე პროგრამული უზრუნველყოფა და ქსელები, რომლებიც უკავშირდება Visa Solution-ის თქვენთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას (ერთობლივად, „Visa Solution-ის სისტემა“).

    Visa Solution გთავაზობთ (i) გადახდების ანგარიშის და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის, მაგალითად, ბილინგისა და გადაზიდვის მისამართები („ბარათის მონაცემები“), თქვენი Visa საკრედიტო, სადებეტო და ჩატვირთვადი წინასწარი გადახდის ბარათების და სხვა ბარათების ან გადახდების მეთოდებისთვის, რომლებიც Visa-ს გადაწყვეტილებით აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს Visa Solution-ით გამოყენებისთვის („შესაბამისი ბარათები“)შენახვის შესაძლებლობას; და (ii) Visa Solution-ის გამოყენების შესაძლებლობას სავაჭრო ობიექტებში ან სხვა მესამე პირებთან ბარათის მონაცემების გასაზიარებლად, რომელიც ასახავს Click to Pay ხატულას , სადაც Visa მიიღება გადახდის ფორმად ან რომელიც ასახავს Visa Checkout ნიშანს, რაც მათ აძლევს დაშვებას დაამუშაონ ტრანზაქცია. Visa-ს შეუძლია ბარათის გარკვეული მონაცემების, როგორიცაა ბარათის ნომერი და ვადის გასვლის თარიღი, რომელიც მოწოდებულია ფინანსური ინსტიტუტის ან სხვა სუბიექტის მიერ, რომელმაც გასცა თქვენი შესაბამისი ბარათ(ებ)ი („ემიტენტი“), ავტომატურად განახლება.

    თქვენმა ემიტენტი უფლებამოსილია მოგვაწოდოს დამატებითი ინფორმაცია თქვენი შესაბამისი ბარათების შესახებ, როგორიცაა საპრიზო ქულების ხელმისაწვდომობა, განვადების ვარიანტები და სხვა შესაბამისი ბარათ(ებ)ის უპირატესობები. ამ შემთხვევაში, ჩვენ წარმოგიდგენთ ამ ინფორმაციას Visa Solution-ში „როგორც არის“ და როგორც მიღებულია თქვენი შესაბამისი ბარათის ემიტენტისგან. ამ ინფორმაციის შესახებ კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ემიტენტს.  სადაც შესაძლებელია, Visa დაამუშავებს თქვენს ინფორმაციას იმის დასადგენად, აკმაყოფილებთ თუ არა ამ ვარიანტებს ან აქციის პირობებს და გაჩვენებთ მას.

    როდესაც Visa Solution-ს იყენებთ, როგორც გადახდის მეთოდს, ჩვენ გადავცემთ ბარათის მონაცემებს სავაჭრო ობიექტს, ან სხვა შესაბამის მესამე პირს, რათა მათ მიეცეთ ტრანზაქციის დამუშავების საშუალება. Visa-მ შეიძლება დააგენერიროს თქვენი შესაბამისი Visa ბარათის გადახდის ანგარიშის ნომრის ეკვივალენტი (ჟეტონი), რომელიც გამოყენებულ იქნება თქვენი შესაბამისი ბარათების დასაცავად. თქვენ ეთანხმებით, რომ სავაჭრო ობიექტს ან სხვა შესაბამის მესამე პირს შეუძლია ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციის გადაცემა „შესაბამის ბარათთან“ დაკავშირებული ქსელისთვის და რომ თქვენი ტრანზაქციის გადახდა განხორციელდება იმ „შესაბამისი ბარათის“ გამოყენებისთვის, რომელიც აირჩიეთ.

    თქვენ ადასტურებთ, რომ ბარათის მონაცემები, რომლებიც Visa Solution-ის გამოყენებითაა შენახული ან მოწოდებული, უზრუნველყოფილია თქვენ მიერ ან, გარკვეულ იურისდიქციებში, თქვენი სახელით, თქვენი ემიტენტის ან სავაჭრო ობიექტის ან მესამე პირის მიერ, და მოიცავს პირად ფინანსურ ინფორმაციას. თუ თქვენი ემიტენტი მიგიჩნევთ, როგორც ბარათის მფლობელს ან უფლებამოსილ მომხმარებელს და თუ თქვენი სახელი ნაჩვენებია შესაბამის ბარათზე, შესაბამისი ბარათების გამოყენება მხოლოდ Visa Solution-თან კავშირში შეგეძლებათ. თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ ბარათის მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის სრულყოფილებასა და სიზუსტეზე, რომელსაც Visa Solution-ით ინახავთ ან გადასცემთ Visa Solution-ის გამოყენებით, მთლიანად საკუთარ თავზე იღებთ პასუხისმგებლობას. უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ისეთი მოქმედი ელფოსტის მისამართები და ტელეფონის ნომრები, რომლებსაც ფლობთ ან აკონტროლებთ. მიუხედავად იმისა, რომ Visa ბარათებისთვის, Visa-მ შესაძლოა განახორციელოს ბარათის მონაცემების ვალიდაციის გარკვეული შემოწმება, Visa არ არის პასუხისმგებელი ბარათის მონაცემების ან სხვა ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელიც მოწოდებულია თქვენ მიერ, იმის ჩათვლით, განახლებულია თუ არა ბარათის მონაცემები.

    Visa Solution არ წარმოადგენს ბანკს ან გადახდების ანგარიშს და თქვენ ან სავაჭრო ობიექტს კრედიტს არ გთავაზობთ. Visa Solution-ის გამოყენებით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქცია, აისახება თქვენს იმ ანგარიშში, რომელიც ტრანზაქციისას თქვენ მიერ გამოყენებულ „შესაბამის ბარათთან“ არის დაკავშირებული. ამ ანგარიშთან დაკავშირებული გადახდის საკითხი მხოლოდ თქვენსა და თქვენი „შესაბამისი ბარათის“ ემიტენტს შორის უნდა მოგვარდეს.

    2. მნიშვნელოვანი შეტყობინება თქვენი ტრანზაქციების შესახებ

    ვინაიდან Visa Solution ხელს უწყობს ტრანზაქციის გაადვილებას, Visa არ წარმოადგენს ტრანზაქციის მხარეს და Visa Solution-ის გამოყენებით სავაჭრო ობიექტზე ან ობიექტიდან გადახდა, პროდუქტებისა თუ სერვისების შესყიდვის ან დაბრუნების დროს, მხოლოდ თქვენსა და სავაჭრო ობიექტს შორის ხდება.

    თანხის დაბრუნების ან Visa Solution-ის მეშვეობით განხორციელებული რომელიმე ტრანზაქციის გაუქმების მოთხოვნის საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეთ შესაბამის სავაჭრო ობიექტს და/ან ემიტენტს, რომელმაც გამოუშვა „შესაბამისი ბარათი“, რომელიც ტრანზაქციისთვის გამოიყენეთ. გახსოვდეთ, რომ Visa არ წარმოადგენს ტრანზაქციის მხარეს და შესაბამისად, Visa ვერ შეძლებს იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც შესაძლოა ტრანზაქციასთან დაკავშირებით შეგექმნათ.

    სავაჭრო ობიექტთან Visa Solution-ით განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ დავის არსებობის შემთხვევაში, დავის მოგვარებაზე უშუალოდ სავაჭრო ობიექტთან, ან თქვენი ემიტენტის მეშვეობით მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ფუნქციონირებს Visa Solution, Visa ტრანზაქციის მხარეს არ წარმოადგენს.

    3. მომსახურების პირობები

    Visa Solution ყველა „შესაბამისი ბარათისთვის“ შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი. ამასთან, Visa-მ შეიძლება, საკუთარი შეხედულებისამებრ, მოხსნას „შესაბამისი ბარათები“ Visa Solution-დან ან შეუზღუდოს „შესაბამის ბარათებს“ Visa Solution-თვის გააქტიურების შესაძლებლობა; Visa-მ ასევე შეიძლება გადახედოს სპეციფიური ან ზოგადი საკრედიტო, სადებეტო და განახლებადი წინასწარი გადახდის ბარათებისა და სხვა ბარათების ან იმ გადახდის მეთოდების შესაბამისობას, რომლებიც შეადგენს „შესაბამის ბარათებს“.

    4. მონაწილეობის უფლება

    Visa Solution ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც:

    1. არიან შემდეგი იურისდიქციებიდან ერთ-ერთის რეზიდენტები: ანდორა, არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ბრაზილია, კანადა, არხის კუნძულები, ჩილე, ჩინეთი (მატერიკი და ჰონგ კონგი), კოლუმბია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, დომინიკის რესპუბლიკა, ფარერის კუნძულები, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, გიბრალტარი, საბერძნეთი, გრენლანდია, უნგრეთი, ინდოეთი, ირლანდია, მენის კუნძული, იტალია, ქუვეითი, ლიხტენშტეინი, მალაიზია, მალტა, მექსიკა, მონაკო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პერუ, პოლონეთი, კატარი, რუმინეთი, სან მარინო, საუდის არაბეთი, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები (მისი ტერიტორიების ჩათვლით) ან ვატიკანი, თუ თითოეული იურისდიქცია ხელმისაწვდომია („შესაბამისი იურისდიქცია“);
    2. სრულწლოვანია არსებული იურისდიქციის, პროვინციის ან საცხოვრებელი ტერიტორიის შესაბამისად;
    3. შეუძლია ინტერნეტთან წვდომა კომპიუტერზე ან სხვა მოწყობილობაზე; და
    4. არის ერთი ან მეტი შესაბამისი ბარათის მფლობელი ან უფლებამოსილი მომხმარებელი და სანდო რეპუტაციის მქონე შესაბამისი ბარათის ანგარიშებთან დაკავშირებით.

    დაუშვებელია Visa Solution-თან წვდომა ნებისმიერი ისეთი ადგილიდან, სადაც იგი უკანონოა ან სხვაგვარად შეზღუდულია. საცხოვრებელი ადგილის თუ იურიდიქციის ცვლილების შემთხვევაში, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოთ რეგისტრაცია Visa Solution-ში და ახალი იურისდიქციის მიხედვით ხელახლა დარეგისტრირდეთ, თუ ის აკმაყოფილებს შესაბამისი იურისდიქციის კრიტერიუმებს. თუ თქვენი ახალი მდებარეობა შესაბამის იურისდიქციას არ წარმოადგენს, შეგიძლიათ ხელახლა დარეგისტრირდეთ მაშინ, როდესაც Visa Solution ხელმისაწვდომი გახდება თქვენს ახალ ლოკაციაზე.

    5. რეგისტრაცია და უსაფრთხოება

    თუ გადაწყვეტთ, Visa Solution-ის „შესაბამისი ბარათის“ დარეგისტრირებასა თუ გააქტიურებას, აღნიშნულით თქვენ ადასტურებთ, რომ გვაწვდით ნამდვილ, ზუსტ, მიმდინარე და სრულ ინფორმაციას თქვენს შესახებ და რომ შეგვატყობინებთ, თუკი ეს ინფორმაცია შეიცვლება. მოქმედი კანონით დადგენილ ყველა შემთხვევაში, თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ Visa-ს არ ექნება პასუხისმგებლობა, რომელიც დაკავშირებულია ან გამოწვეულია თქვენ მიერ Visa-თან ზუსტი ინფორმაციის შეუნარჩუნებლობით, თქვენ მიერ Visa Solution-ის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის და განახლებების მიუღებლობის ჩათვლით. თუ Visa-ს გააჩნია გონივრული საფუძველი, ეჭვი შეიტანოს თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სინამდვილეში, სიზუსტეში ან სისრულეში, Visa-მ შეიძლება დროებით შეაჩეროს ან გააუქმოს თქვენი რეგისტრაცია ან Visa Solution-ის გამოყენება და უარი თქვას თქვენ მიერ Visa Solution-ის (ან მისი რომელიმე ნაწილის) ნებისმიერი სახით, მიმდინარე ან მომავალ გამოყენებაზე.

    თქვენი რეგისტრაციის ფარგლებში, თქვენ უნდა შექმნათ მომხმარებლის სახელი და ზოგიერთ ბაზარზე შეიძლება მოითხოვონ პაროლის შექმნა. ეს მონაცემები Visa Solution-ით სარგებლობისას თქვენი ავთენტიფიკაციისთვის გამოიყენება. თუ პაროლის შექმნას გთხოვენ, თქვენი დაცვისთვის, Visa Solution-ისთვის უნიკალურ პაროლზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი, დაიმახსოვროთ თქვენი სახელი და პაროლი და თქვენი პაროლის ჩანაწერი არ შეინახოთ თქვენს პერსონალურ კომპიუტერზე, პლანშეტზე, მობილურ მოწყობილობაზე ან სხვა ისეთ მოწყობილობაზე, რომელიც Visa Solution-თან წვდომისთვის გამოიყენება. საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლ(ებ)ის კონფიდენციალურობის დაცვაზე თქვენ გეკისრებათ. გარდა ამისა, თუ აირჩევთ თქვენს მოწყობილობასა და ბრაუზერში დამახსოვრებას, ან Visa Solution-ის ერთ ან მეტ მოწყობილობაზე ციფრულ საფულესთან დაკავშირებას, თქვენ პასუხისმგებელი ხართ, დაიცვათ ასეთი მოწყობილობის/მოწყობილობების უსაფრთხოება და მათთან წვდომა. თქვენი მხრიდან ამის შესრულება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ნებისმიერ ისეთ ზარალზე, რომელიც თქვენი „შესაბამისი ბარათის“ არაავტორიზებული გამოყენების შედეგად მოგადგებათ და გარემოებების გათვალისწინებით, თქვენმა ემიტენტმა თქვენი „შესაბამისი ბარათის“ ანგარიშის არაავტორიზებული გამოყენებისთვის შესაძლოა დაგაკისროთ პასუხისმგებლობა. თქვენ ეთანხმებით იმას, რომ Visa-ს დაუყოვნებლივ შეატყობინებთ ისეთი შემთხვევების შესახებ, თუკი დაფიქსირდება თქვენი მომხმარებლის სახელის, პაროლის ან Visa Solution-ის შესაბამისი ბარათის რაიმე სახით არაავტორიზებული გამოყენება, რომლის დამახსოვრებაც გქონდათ არჩეული ან თუკი Visa Solution-ის გამოყენება მიბმული გქონდათ ციფრულ საფულესთან, დაიკარგა ან მოიპარეს ან მოხდა რაიმე სხვა ფაქტობრივი ან პოტენციური უსაფრთხოების დარღვევა, რომელიც ეხება თქვენ მიერ Visa Solution-ის გამოყენებას. Visa უფლებას იტოვებს ამოიღოს თქვენი „შესაბამისი ბარათები“, ან შეაჩეროს ან შეწყვიტოს თქვენ მიერ Visa Solution-ის გამოყენება და/ან, თუ პაროლი გაქვთ, მოითხოვს შეცვალოთ თქვენი პაროლი, თუ Visa თვლის, რომ იგი უსაფრთხო აღარ არის.

    Visa Solution-ის თქვენი „შესაბამისი ბარათები“-ს გამოყენებაზე და იმაზე, რომ უზრუნველყოთ, რომ Visa Solution-ის გამოყენებისა თუ მასთან წვდომის წინამდებარე წესებთან სრული შესაბამისობა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი.

    თქვენ ეთანხმებით, რომ Visa-ს Visa Solution-ის გამოყენების დროს თქვენი ვინაობის გადასამოწმებლად, შეუძლია გამოგიზავნოთ ერთჯერადი წვდომის კოდი ელფოსტაზე და/ან მობილურ ტელეფონზე.

    ჩვენ რეგულარულად ვამოწმებთ Visa Solution-ის უსაფრთხოების ზომებს. თუმცა, არ შეგვიძლია გარანტიის მოცემა იმაზე, რომ ინტერნეტით თქვენ მიერ გადაცემული ინფორმაცია მთლიანად უსაფრთხოა.

    Visa Solution-თან დასაკავშირებლად, თუ აღნიშნული Visa-ს მხრიდან ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი პერსონალური მოწყობილობის ისეთი შესაძლებლობები, როგორიცაა თითის ანაბეჭდები, სახის ამოცნობა და/ან თქვენი მოწყობილობის პაროლი („Passkeys“) . პაროლების გამოყენება თქვენსა და თქვენი მოწყობილობის მწარმოებელს შორის შეთანხმებით რეგულირდება. თითის ანაბეჭდების, სახის ამოცნობის მონაცემები და/ან მოწყობილობის პაროლი არ ტოვებს თქვენს მოწყობილობას. შეგიძლიათ აირჩიოთ, გამოიყენოთ თუ არა პაროლი ნებისმიერი გადახდის ტრანზაქციის დროს და შეგიძლიათ გამორთოთ პაროლის გამოყენება Visa Solution-თან თქვენი ბარათის მიბმის გაუქმებით ან მოწყობილობის წაშლით აქ.

    6. ბარათის მფლობელის შეთანხმებები

    წინამდებარე წესებს არ შეაქვს ცვლილებები ან სხვაგვარი შესწორება „შესაბამის ბარათთან“ დაკავშირებით თქვენს ემიტენტთან დადებულ ნებისმიერ შეთანხმებაში („ბარათის მფლობელის შეთანხმება“). წინამდებარე პირობებსა და ბარათის მფლობელის შეთანხმებას შორის ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში, წინამდებარე პირობები თქვენსა და Visa-ს შორის ურთიერობისთვის მხოლოდ Visa Solution-თან დაკავშირებით, ხოლო ბარათის მფლობელის შეთანხმება - თქვენს ემიტენტთან თქვენსა და თქვენს ემიტენტს შორის ურთიერთობისთვის სახელმძღვანელოდ გამოიყენება. თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმის უზრუნველყოფაზე, რომ თქვენ მიერ Visa Solution-ის გამოყენება შეესაბამება ბარათის მფლობელის ნებისმიერ შეთანხმებას.

    7. დაკისრებული თანხები, საკომისიოები და გადასახადები

    აპარატურის, მოწყობილობის, პროგრამული უზრუნველყოფის, უკაბელო და ინტერნეტ წვდომის და სხვა ელემენტების შეძენაზე, რომლებიც საჭიროა თქვენ მიერ გამოსაყენებლად ან Visa Solution-თან წვდომისთვის და ნებისმიერ სხვა დაკავშირებულ საფასურებზე, ხარჯებსა თუ სხვა გადასახადებზე მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი. შესაძლოა ვრცელდებოდეს შეტყობინებებისა და მონაცემთა ტარიფები. ნებისმიერ ისეთ საპროცენტო განაკვეთზე, საკომისიოებზე, დაკისრებულ თანხებსა თუ ხარჯებზე, რომლებსაც ემიტენტი Visa Solution-თან დაკავშირებულ ნებისმიერ თქვენ „შესაბამის ბარათზე“ დაგიწესებთ და თქვენ მიერ Visa Solution-ის გამოყენებასთან მიმართებით ნებისმიერ გადასახადზე ან გადასახადების ანგარიშების წარდგენის ვალდებულებებზე, ასევე ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი.

    8. კონფიდენციალურობა

    საჭიროებიდან გამომდინარე, Visa ამუშავებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რათა მოგაწოდოთ Visa Solution (როგორც შეთანხმებულია ამ მომსახურების პირობებში) და მასთან დაკავშირებული მიზნებისთვის, რომელიც აღწერილია Visa-ს გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებაში („კონფიდენციალურობის დებულება”).  ინფორმაციის მისაღებად იმის შესახებ, თუ როგორ აგროვებენ, იცავენ და უზიარებენ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას Visa და მისი შვილობილი კომპანიები თქვენ მიერ Visa Solution-ის გამოყენების დროს და ნებისმიერი მონაცემთა კონფიდენციალურობის არჩევანისთვის, რომელიც შეიძლება გქონდეთ, გთხოვთ გაეცნოთ Visa-ს გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებას.

    თუ იყენებთ ემიტენტის, სავაჭრო ობიექტის ან სხვა მესამე მხარის მიერ მოწოდებულ სხვა სერვისებს (მათ შორის, თუ ეს სერვისები ხელმისაწვდომია Visa Solution-ის მეშვეობით), შეიძლება გავრცელდეს კონფიდენციალურობის ცალკეული დებულებები.

    Visa Solution-ის გამოცდილების ოპტიმიზაციისთვის Visa Solution იყენებს Google-ის ავტომატური შევსების ფუნქციას.  Google თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მისი მომსახურების პირობებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად ამუშავებს.

    თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია დარჩეს ადეკვატური და აქტუალური. 

    9. საკუთრების უფლებები

    შინაარსის ჩათვლით, Visa Solution-ში საკუთრების ყველა უფლება ეკუთვნის Visa-ს, მის შვილობილ კომპანიებსა და მათ ლიცენზიარებს და დაცულია შესაბამისი საავტორო უფლებებით, სამარკო ნიშნებითა და საკუთრების სხვა (ინტელექტუალური საკუთრების ჩათვლით) უფლებებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ყველა ის უფლება, რომელიც თქვენთვის წინამდებარე წესებით მკაფიოდ არ გადმოცემულა, ეკუთვნის Visa-ს, მის შვილობილ კომპანიებსა და მათ ლიცენზიარებს. წინამდებარე წესების არც ერთი ნაწილი არ გაძლევთ უფლებას, გამოიყენოთ Visa-ს, მისი შვილობილი კომპანიების ან ნებისმიერი სხვა მესამე პირის სამარკო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, ლოგოები ან წარმომავლობის სხვა მაჩვენებლები. „შვილობილი კომპანია“ არის პირი, რომელსაც აკონტროლებენ, აკონტროლებს ან ექვემდებარება Visa-ს საერთო კონტროლს.

    10. ლიცენზიის მინიჭება

    Visa Solution-ის წინამდებარე წესების შესაბამისად გამოსაყენებლად, Visa გაძლევთ შეზღუდულ, გაუქმებად, არა-ექსკლუზიურ, არა-ქველიცენზირებად და სხვაგვარად გადაცემის უფლების გარეშე ლიცენზიას იმ პერიოდის მანძილზე, რამდენ ხანსაც იქნებით რეგისტრირებული Visa Solution-ში. Visa-ს შეუძლია, კერძო შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით დროებით შეაჩეროს ან გააუქმოს აღნიშნული ლიცენზია. ყველა ის უფლება, რომელიც თქვენზე მკაფიოდ არ გადმოცემულა, ეკუთვნის Visa-ს, მის შვილობილ კომპანიებსა და ლიცენზიარებს.

    11. უკუკავშირი

    თუ თქვენ Visa Solution-ის შესახებ გამოგზავნით უკუკავშირს ან შემოთავაზებებს, თქვენი უკუკავშირისა თუ შემოთავაზებების გამოყენება თქვენ წინაშე მოვალეობების გარეშე შეგვიძლია.

    12. მომხმარებლის ქცევა

    თქვენ ეთანხმებით, რომ დაიცავთ ყველა იმ დაკავშირებულ კანონთან, წესთან, რეგულაციასთან და სხვა სამართლებრივ ვალდებულებასთან შესაბამისობას, რომლებიც Visa Solution-ის თქვენ მიერ გამოყენებას უკავშირდება. დამატებით, თქვენ ეთანხმებით, რომ:
  • გამოიყენებთ Visa Solution-ს მხოლოდ კანონით ნებადართულ ფარგლებში;
  • Visa Solution-ს არ გამოიყენებთ წინამდებარე წესების დარღვევით;
  • არ შეუშლით ხელს ან არ შეაფერხებთ Visa Solution-ის ან Visa Solution-ის რომელიმე ნაწილის უსაფრთხოებას ან მუშაობას ან სხვა მხრივ არასწორად არ გამოიყენებთ მათ;
  • არ შეეცდებით, თვითნებურად მოიპოვოთ წვდომა Visa Solution-თან ან Visa Solution-ის ნაწილებთან, რომლებზე ზოგადი წვდომაც შეზღუდულია;
  • არ გამოიყენებთ Visa Solution-ს ნებისმიერი ფორმით, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნას არასწორად და/ან ცილისმწამებლურად, ბოროტად, ვულგარულად, სიძულვილის გამავრცელებლად, შეურაცხმყოფელად, უხამსად, რეპუტაციის შემლახველად, საშიშროების შემცველად, პიროვნების პირადი ცხოვრების ხელმყოფელად ან ნებისმიერი მესამე პირის უფლებების დამრღვევად;
  • არანაირი ფორმით არ მოახდენთ Visa Solution-ის რეპროდუცირებას, Visa Solution-ს არ შეინახავთ ან გააერთიანებთ ინფორმაციის მოძიების არანაირ ელექტრონულ, მექანიკურ თუ სხვაგვარ სისტემაში;
  • არ განახორციელებთ Visa Solution-ის და მისი ნებისმიერი შემადგენელი ნაწილის კოპირებას, მიბაძვას, კლონირებას, დაქირავებას, გაქირავებას, გაყიდვას, კომერციულ მოხმარებას, მოდიფიცირებას, დეკომპილირებას, დემონტაჟს, დისტრიბუციას, საინჟინრო ანალიზს ან გადაცემას;
  • Visa Solution-ის გამართული მუშაობის შესაფერხებლად ან შეფერხების მცდელობისთვის არ გამოიყენებთ არავითარ მოწყობილობას, პროგრამულ უზრუნველყოფას ან რეჟიმს და/ან არ გადადგამთ ნაბიჯს, რომელიც არაგონივრულ და არაპროპორციულად დიდ სირთულეს უქმნის Visa Solution-ის სისტემას, როგორც განსაზღვრულია Visa-ს კერძო შეხედულებისამებრ; და
  • დაიცავთ შესაბამისობას ნებისმიერ სხვა ვალდებულებასთან, აკრძალვასთან და შეზღუდვასთან, რომელსაც დროდადრო Visa ან თქვენი ემიტენტი დაგაკისრებთ.

    13. გარანტიებზე უარის თქმა და პასუხისმგებლობის შეზღუდვა

    VISA SOLUTION, მთლიანად ან ნაწილობრივ, ყველა მომსახურების ჩათვლით, მოგეწოდებათ „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“, აშკარა ან ნაგულისხმევი ნებისმიერი სახის გარანტიის გარეშე, სახელწოდების გარანტიების, გაყიდვისთვის ვარგისიანობის ნაგულისხმევი გარანტიების ან ცალკეული მიზნისთვის შესაფერისობის გარეშე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ VISA SOLUTION-ის სისტემა ვირუსისგან თავისუფალია, ან რომ VISA SOLUTION-თან წვდომა უწყვეტი იქნება. შესაბამისი კანონით დაშვებულ უმაღლეს დონეზე, თქვენ პირდაპირ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ იღებთ სრულ პასუხისმგებლობასა და რისკს VISA SOLUTION-ის მოხმარებასთან, მის შედეგებთან და მუშაობის ხარისხთან დაკავშირებით. 

    ნებისმიერი ზიანისთვის, მოთხოვნების ან მიყენებული ზარალისთვის (პირდაპირი, საკომპენსაციო, შემთხვევითი, არაპირდაპირი, განსაკუთრებული, ირიბი ან საჯარიმო ზიანის ჩათვლით), როგორადაც და პასუხისმგებლობის რა პრინციპის არსებობის დროსაც არ უნდა იყოს გამოწვეული, მომდინარეობდეს VISA SOLUTION-ისგან ან უკავშირდებოდეს მას და/ან ამ წესებს, მაშინაც კი, თუ VISA-ს მხარე გაფრთხილებულია ასეთი ზიანის, პრეტენზიებისა თუ დანაკარგების შესაძლებლობის შესახებ, არავითარ შემთხვევაში და არავითარი მიზეზით, დაუდევრობის ჩათვლით, არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა VISA-სა და მის შვილობილ კომპანიებს და თითოეულ მათ შესაბამის ოფიცერს, დირექტორს, კლიენტს, წევრს, თანამშრომელსა თუ ავტორიზებულ წარმომადგენელს (ერთობლივად, „VISA-ს მხარეები“). 

    წინამდებარე წესების ზოგადი ბუნების შეუზღუდავად, თქვენ ან ნებისმიერი მესამე პირის წინაშე VISA-ს მხარეები არ იქნებიან ვალდებულნი: (I) თქვენ მიერ VISA SOLUTION-ის გამოყენებისთვის ან გამოყენების შეუძლებლობისთვის ნებისმიერი მიზეზით, თქვენი ემიტენტისგან VISA SOLUTION-ის ტრანზაქციის ავტორიზაციის უარყოფის ან სავაჭრო ობიექტისგან მისი მიღების უარყოფის ჩათვლით; (II) ნებისმიერი სახის პროდუქტებისთვის, სერვისებისთვის, ან ინფორმაციისთვის, რომელიც შეძენილია ან მიღებულია VISA SOLUTION-თან კავშირში, ასეთი პროდუქტების, სერვისებისა თუ ინფორმაციის ვერ მიღების ან დაბრუნების შეუძლებლობის ჩათვლით; (III) თქვენსა და სავაჭრო ობიექტს შორის მიმდინარე დავებისთვის; (IV) ნებისმიერი უზუსტობისთვის, დაუსრულებლობისთვის ან არასწორი ინფორმაციისთვის, რომელიც მოწოდებულ იქნა VISA SOLUTION-ის მეშვეობით, მათ შორის თქვენი ემიტენტის ან სხვა მესამე პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია; (V) თქვენ მიერ განხორციელებულ გზავნილებზე, მონაცემებზე ან სხვა შეგროვებულ ან VISA SOLUTION-თან კავშირში გაგზავნილ ინფორმაციაზე თვითნებური წვდომისთვის, მათი შეცვლისთვის ან ზარალისთვის; (VI) შეცდომებისთვის, სისტემის უმოქმედობის დროისთვის, ქსელის ან სისტემის გათიშვისთვის, ფაილების დაზიანებისთვის ან მომსახურების შეფერხებისთვის; ან (VII) თქვენ მიერ VISA SOLUTION-ის ნებისმიერი სხვა სახის გამოყენებისთვის. ამასთან, VISA-ს მხარეები არ იქნებიან ვალდებულნი, თუ ვერ ხერხდება ან ფერხდება წინამდებარე წესებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, რაც გამოწვეული შეიძლება იყოს, პირდაპირ ან ირიბად, ნებისმიერი აპარატურის შეფერხებით, გადაცემის ან ჩაბარების პრობლემებით ან რაიმე სახის შრომითი დავით, ომით, ბუნებრივი კატასტროფით, ტერორისტული აქტით, სტიქიური უბედურებით ან ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული ნებისმიერი სხვა მოვლენით. 

    აქ წარმოდგენილი ნებისმიერი საწინააღმდეგო ინფორმაციის მიუხედავად, VISA-ს მხარეების ქმედების ნებისმიერი მიზეზიდან წარმოშობილი ერთობლივი პასუხისმგებლობა, ყოველთვის შეზღუდული იქნება (ა) თქვენს ფაქტობრივ ზარალზე უფრო ნაკლებ ოდენობამდე ან (ბ) 100 აშშ დოლარამდე (ან მის ექვივალენტამდე ადგილობრივ ვალუტაში). 

    ზოგიერთი იურისდიქცია არ უშვებს გარკვეულ გარანტიებზე, პასუხისმგებლობებზე და ზიანზე უარის თქმას, გამორიცხვას ან შეზღუდვას, ამიტომ, ზემოთ მოცემული ზოგიერთი უარის თქმა, გამორიცხვები და შეზღუდვები შეიძლება თქვენ არ გეხებოდეთ. ასეთ იურისდიქციებში VISA-ს პასუხისმგებლობა შეზღუდული იქნება სათანადო კანონის მიერ დაშვებულ მაქსიმალურ ზომამდე. წინამდებარე წესების თანახმად, არაფერი გამორიცხავს VISA-ს მხარეთა პასუხისმგებლობას (A) გარდაცვალებასა ან სხეულის დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია მისი დაუდევრობით, (B) თაღლითობასა ან ფაქტების თაღლითურ დამახინჯებაზე, ან (C) ნებისმიერ საკითხზე, რომელიც იქნება არასამართლებრივი VISA-ს მხარეებისთვის, რომ გამორიცხოს ან შეზღუდოს პასუხისმგებლობა ან შეეცადოს მის გამორიცხვას ან შეზღუდვას.

    14. ინდოსამენტები არ გაიცემა; სავაჭრო ობიექტებთან დავები

    Visa არ ადასტურებს ან სპონსორობს და არ არის პასუხისმგებელი შემდეგზე: (i) ემიტენტები ან საგადახდო ქსელების, ციფრული საფულეების ოპერატორები ან სხვა მესამე პირები, რომლებიც ხელს უწყობენ შემოწმების გამარტივებას ან რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ Visa Solution-თან დაკავშირებით; (ii) შეძენილი საქონელი ან მომსახურება ან Visa Solution-თან დაკავშირებით განხორციელებული ტრანზაქციები; (iii) შეძენილი საქონლის ან მომსახურების Visa Solution-თან დაკავშირებით განხორციელებული ტრანზაქციების პატივისცემა ან შესრულება; და (iv) სავაჭრო ობიექტები, რომელთა საქონლის ან მომსახურების შეძენა შესაძლებელია, ან რომლებთანაც ტრანზაქცია ხორციელდება Visa Solution-თან დაკავშირებით.

    15. მესამე პირების ვებსაიტები, შინაარსი და რესურსები

    Visa Solution შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მესამე პირების მეშვეობით, რაც ხელს შეუწყობს ტრანზაქციის გამარტივებას, მათ შორის ვებსაიტებზე, დომენებსა თუ პროგრამებზე, და შესაძლოა მოგცეთ საშუალება, დაუკავშირდეთ ან წვდომა გქონდეთ მესამე პირების უშუალო კავშირებთან ან მესამე პირების ვებსაიტებთან, შიგთავსსა და რესურსებთან, სოციალური მედიის ჩათვლით. თქვენ ადასტურებთ, რომ Visa-ს არ აქვს კონტროლი, და არ ეთანხმება ნებისმიერი მესამე პირის ან მათი ვებსაიტების, დომენების, პროგრამების, შიგთავსისა თუ რესურსების მოსაზრებებს, შეხედულებებს ან შინაარსს, რომლებიც ხელმისაწვდომია სხვა კომპანიების ან Visa-სგან განსხვავებული პირების მიერ. თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ ნებისმიერი ასეთი ვებსაიტის, დომენის, პროგრამის, შიგთავსის ან რესურსების ხელმისაწვდომობაზე Visa არ არის პასუხისმგებელი. თქვენ ამასთანავე ადასტურებთ, რომ ნებისმიერი დანაკარგის ან ზარალის გამო, რომელიც შეიძლება მოგადგეთ ამ მესამე პირების მიერ, ამ მესამე პირების ვებსაიტების, დომენების, პროგრამების, შიგთავსის ან რესურსების შედეგად, დანაკარგების და ზიანის ჩათვლით, რომლებიც Visa Solution-ის გამოყენებით დამუშავებულ შესყიდვებთან კავშირში მოხდა, Visa არ არის თქვენდამი პასუხისმგებელი.

    16. Visa Solution-ის და წინამდებარე პირობების შეცვლა; შეწყვეტა

    Visa, კერძო შეხედულებისამებრ, უფლებამოსილია შეწყვიტოს, შეცვალოს, მოდიფიკაცია მოახდინოს, შეზღუდოს, შეიტანოს გამაუმჯობესებელი ცვლილებები ან უარი თქვას Visa Solution-ის ნებისმიერი ასპექტის გაგრძელებაზე დროებით ან სამუდამოდ, Visa Solution-ის ნებისმიერი ნაწილის ხელმისაწვდომობის ჩათვლით, ნებისმიერ დროს, თქვენთვის შეტყობინებით ან მის გარეშე და თქვენ ეთანხმებით, რომ ამ მოქმედებებიდან ნებისმიერის განხორციელების შედეგად Visa არ იქნება თქვენი ან ნებისმიერი მესამე პირის წინაშე პასუხისმგებელი. ნებისმიერი ცვლილების, მოდიფიკაციის ან გაუმჯობესების შემდეგ, Visa Solution-ის ნებისმიერ ან ყველა ასპექტში თქვენ მიერ Visa Solution-ის უწყვეტი გამოყენებით, მიიჩნევა, რომ თქვენ მიიღეთ ამგვარი ცვლილებები, მოდიფიკაციები ან გაუმჯობესება და წინამდებარე პირობების გამოყენებადობა Visa Solution-ზე ასეთი ცვლილებებით, მოდიფიკაციებით ან გაუმჯობესებით.

    თუ ამ წესებიდან რომელიმეს არ ეთანხმებით, Visa Solution არ უნდა გამოიყენოთ. Visa იტოვებს უფლებას, კერძო შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შეცვალოს ეს პირობები. Visa-ს შეუძლია ამ პირობების შეცვლა შეუძლია ახალი ვერსიის გამოქვეყნებით, იმის შეტყობინებით, რაც მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ გარემოებებში, ასეთი შეტყობინების ჩათვლით ჩვენს ვებსაიტზე ან სხვა ვებსაიტზე, რომელიც ახლდება Visa Solution-ის უზრუნველყოფისთვის. ჩვენ ყოველთვის გამოვაქვეყნებთ ამ წესების უახლეს ვერსიას ვებსაიტზე. ცვლილების უახლესი თარიღი აღინიშნება „ბოლო განახლების თარიღით“, ქვემოთ. სათანადო კანონით დაშვებული მაქსიმალური ზომებით, ნებისმიერი ასეთი ცვლილების შემდეგ თქვენ მიერ Visa Solution-ის გამოყენების გაგრძელება ან მასში მონაწილეობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით შეცვლილ წესებს.

    Visa Solution-ის გამოყენების შეწყვეტა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, იმ შემთხვევის ჩათვლით, როდესაც ჩვენ მიერ წესებში შეტანილი ცვლილებებით არ ხართ კმაყოფილი. Visa Solution-ის ვებსაიტის მომხმარებელთა მხარდაჭერის ნაწილში მოცემული მითითებების შესაბამისად შეგიძლიათ Visa Solution-ით უარი თქვათ რეგისტრაციაზე. Visa უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეაჩეროს, არ გააგრძელოს ან შეწყვიტოს თქვენი წვდომა Visa Solution-თან ან მისი გამოყენება, დაუყოვნებლივ და წინასწარი შეტყობინების ან ვალდებულების გარეშე თქვენდამი, (i) თუ თქვენ არღვევთ ამ წესებიდან რომელიმეს ან (ii) ნებისმიერი კომერციულად მისაღები მიზეზით, Visa-ს პირადი შეხედულებისამებრ. თქვენ ეთანხმებით, რომ Visa არ იქნება თქვენდამი პასუხისმგებელი ნებისმიერ შეჩერებაზე, გაუგრძელებლობაზე, შეწყვეტაზე, ცვლილებასა თუ მოდიფიკაციაზე, რომლებიც თქვენ მიერ Visa Solution-ის გამოყენებას ეხება. შეწყვეტის შემთხვევაში, თქვენ რჩებით პასუხისმგებელი ყველა გადახდის განხორციელებაზე და სხვა ვალდებულებებზე, რომლებიც ამ პირობების თანახმად თქვენ დაგეკისრათ.

    17. ზოგადი პირობები

    1. შეტყობინებები.
      თქვენ ეთანხმებით, რომ Visa-მ შეიძლება მოგაწოდოთ Visa Solution-თან დაკავშირებული შეტყობინებები და სხვა ღია ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით, ვებსაიტზე გამოქვეყნებით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა ფორმებით. თქვენკენ მომართული ყველა ელექტრონული კომუნიკაცია მიჩნეულია კომუნიკაციად „წერილობითი ფორმით“ და აღიარებულია თქვენთან გაგზავნილად, არაუგვიანეს მიღების ფაქტობრივი თარიღისა ან გამოქვეყნებიდან ან გავრცელებიდან ხუთი დღისა. ჩვენ არ ვართ ვალდებული მოგაწოდოთ კორესპონდენციის რაიმე ისეთი დამატებითი მატერიალური ასლი, რომელიც ეხება Visa Solution-ის გამოყენებას.
      თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყოთ თქვენი ელფოსტის რეგულარული შემოწმება ჩვენგან წერილების მისაღებად. თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ჩვენ მიერ გამოგზავნილი ელფოსტა არ იბლოკება თქვენს ელფოსტის ანგარიშზე და ასევე ის, რომ თქვენ მიერ მიწოდებული ელექტრონული ფოსტის მისამართი აქტიურია. გარდა ამისა, გვანიჭებთ უფლებამოსილებას, ვიმოქმედოთ ნებისმიერი ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც ელექტრონულად მოგვაწოდეთ.
      ინფორმაციის ელექტრონულად მისაღებად, ან თქვენს Visa Solution-ის ანგარიშთან დაკავშირებით რაიმე აქტივობის განსახორციელებლად, Visa Solution-ის ანგარიშის მომხმარებლის სახელი უნდა გქონდეთ.
    2. უარის თქმა.
      ამ წესებში მოცემული ნებისმიერი პირობის ან უფლების განხორციელების ან ამოქმედების ჩვენ მიერ დაყოვნება ან შეუსრულებლობა ასეთ პირობაზე ან უფლებაზე უარის თქმად არ უნდა იქნას მიჩნეული.
    3. მთლიანი შეთანხმება.
      წინამდებარე წესები წარმოადგენს Visa-სა და თქვენ შორის გაფორმებულ შეთანხმებას თქვენ მიერ Visa Solution-ის გამოყენებასთან დაკავშირებით.
    4. გაყოფადობა.
      თქვენ და Visa თანხმდებით, რომ თუ წინამდებარე წესების რომელიმე დებულება კომპეტენტური იურისდიქციის სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნება არაკანონიერად, ძალადაკარგულად (მათ შორის, კანონის ძალით) ან ნებისმიერი მიზეზის გამო განუხორციელებლად, მაშინ ეს დებულება ამ პირობებიდან გამოცალკავებულად უნდა იქნას მიჩნეული და ნებისმიერი დარჩენილი წესის ვალიდურობასა და განხორციელებადობაზე გავლენა არ უნდა იქონიოს.
    5. ინტერპრეტაცია.
      დასათაურებები და წარწერები მხოლოდ მოხერხებულობისთვისაა განკუთვნილი და ინტერპრეტაციის მიზნებისთვის არ უნდა იქნას გაგებული. სიტყვები, როგორებიცაა „მისგან გამომდინარე“, „აქედან გამომდინარე“, და „ქვემორე“ ნიშნავს და მიუთითებს ყველა ამ წესზე და არა მის რომელიმე კონკრეტულ ნაწილზე. ტერმინი „ჩათვლით“ ნიშნავს „შეზღუდვების გარეშე ჩათვლას“. აქ გამოყენებულ ყველა შემთხვევაში, მხოლობითი რიცხვი მოიცავს მრავლობით რიცხვს, მრავლობითი რიცხვი მოიცავს მხოლობით რიცხვს და რომელიმე სქესის გამოყენება მიესადაგება ყველა სქესს.
    6. მხარეთა ურთიერთობა.
      წინამდებარე წესებში არაფერი მიიჩნევა თქვენსა და Visa-ს შორის საერთო კომერციული საწარმოს, პარტნიორობის, დასაქმების ან სააგენტოს ფორმირებად და თქვენ არ გაგაჩნიათ არანაირი უფლებამოსილება, რათა შექმნათ რაიმე მოვალეობა ან Visa-ს მხარის რაიმე წარმომადგენლობა.
    7. კომპენსაცია.
      სათანადო კანონით დაშვებული მაქსიმალური ზომით, თქვენ ეთანხმებით, რომ Visa-ს მხარეებს უზრუნველყოფთ კომპენსაციით და დაიცავთ მათ ნებისმიერი ზარალისგან, პასუხისმგებლობისგან ან მოთხოვნისგან, მათ შორის ხარჯების და იურისტების მომსახურების გონივრული საფასურის ჩათვლით, რომლებიც თქვენ მიერ ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებით, მისგან ან მის გამო დადგება.
    8. დავების გადაწყვეტის & სახელმძღვანელო კანონი.
      კანონით დაშვებული უმაღლესი ზომით, თქვენ და Visa ეთანხმებით, რომ:
      1. თუ თქვენ ხართ შესაბამისი იურისდიქციის რეზიდენტი, თ(ბ) პუნქტში მოცემულის გარდა, გამოიყენება შემდეგი მმართველი კანონი და საარბიტრაჟო დებულება:
        ეს სექცია შეიცავს საარბიტრაჟო დებულებას. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ ეს დებულება. იგი განსაზღვრავს, რომ VISA SOLUTION-თან ან ამ წესებთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივარი უნდა გადაწყდეს სავალდებულო არბიტრაჟით. არბიტრაჟში არც თქვენ და არც VISA-ს არ გექნებათ საჩივრების სასამართლოში შეტანის ან საჩივრების ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის უფლება. საჩივრები საარბიტრაჟო წესით შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ინდივიდუალურ საფუძველზე. მტკიცებულებების მოსმენამდე წარმოდგენის და მოსმენის შემდეგ გასაჩივრების უფლებები შეზღუდული იქნება, მაგრამ არბიტრს შეეძლება ზარალის და მისგან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებები წესების დაცვით მიიღოს.
        Visa Solution-თან ან ამ პირობებთან დაკავშირებული ან მათგან გამომდინარე ნებისმიერი დავა, საჩივარი ან უთანხმოება, ამ პირობების განხორციელების, შეწყვეტის, მოქმედების, დარღვევის, ინტერპრეტაციის, ჩამოყალიბების და ვალიდურობის ინტერპრეტირების, ასევე ამ პირობის ვალიდურობის და განხორციელების ჩათვლით და ასევე შეთანხმების არბიტრაჟისადმი თავსებადობის მასშტაბის განსაზღვრის (როგორც ამ თ(ა) ნაწილში მოხსენიებულია „დავა“) გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება დაექვემდებაროს არბიტრაჟის წესით განხილვას, გადაწყდება ექსკლუზიურად ამ ნაწილში ჩამოყალიბებული საპროცესო და საარბიტრაჟო მუხლის მიხედვით. თქვენსა და Visa-ს შორის ნებისმიერი დავა გადაწყდება სავალდებულო არბიტრაჟის წესით; გარდა იმ შემთხვევისა, როცა თქვენ აშშ-ის რეზიდენტი ხართ, მაშინ შეგიძლიათ მცირე დავების სასამართლოში შეიტანოთ საჩივარი (თუ თქვენი საჩივარი აკმაყოფილებს მოთხოვნებს). არბიტრაჟის ეს პუნქტი მხოლოდ Visa Solution-თან დაკავშირებით Visa-თან დავებს ეხება. თუ თქვენ გაქვთ დავა „შესაბამისი ბარათის“ გამცემთან, მაშინ ეს დავა თქვენს ემიტენტთან უნდა მოაგვაროთ.
        თუკი თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობთ, Visa-სა და თქვენ შორის არბიტრაჟის ადმინისტრირება, JAMS-მა, თავისი ყოველმხრივი არბიტრაჟის წესების და პროცედურების მიხედვით უნდა განახორციელოს, ხოლო თუ თქვენ შეერთებული შტატების გარეთ ცხოვრობთ, JAMS-ის საერთაშორისო არბიტრაჟის წესების მიხედვით, ისეთ ფარგლებში, რომ ეს წესები ამ დებულებას არ შეეწინააღმდეგოს. ამ წესების ასლი შეგიძლიათ მიიღოთ, თუ დაუკავშირდებით JAMS-ს ნომერზე: 1-800-352-5267, მისწერთ JAMS-ს შემდეგ მისამართზე: 620 Eighth Avenue, 34th Floor, New York, NY 10018 ან ონლაინ მისამართზე www.jamsadr.com ან www.jamsinternational.com/.
        ნებისმიერი საჩივრის არბიტრაჟის წესით განხილვა მოხდება ინდივიდუალურ საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ როგორც თქვენ, ასევე VISA-ს, გეკრძალებათ საჩივრების გაერთიანება ან კონსოლიდაცია არბიტრაჟში სხვების მიერ ან წინააღმდეგ, თუ თქვენ და VISA სხვაგვარად არ შეთანხმდებით, წერილობითი ფორმით, და თქვენ და VISA-ს გეკრძალებათ არბიტრაჟის წესით განიხილოთ ნებისმიერი საჩივარი, როგორც ჯგუფის წევრმა ან წარმომადგენელმა. ამ პირობებში შესვლისას, თქვენ და VISA უარს ამბობთ ჯგუფურ სარჩელში მონაწილეობის უფლებაზე. არბიტრაჟი იწარმოებს ერთი არბიტრის წინაშე. არბიტრაჟი (i) განხორციელდება ტელეფონით, ონლაინ და/ან მხოლოდ წერილობითი განცხადებების საფუძველზე, კონკრეტულ მეთოდს აირჩევს არბიტრაჟის დამწყები კონკრეტული მხარე; და (ii) არ მოიცავს მხარეების ან მოწმეების პირადი სახით არანაირ გამოჩენას, თუ ამის შესახებ მხარეები ერთობლივად არ არიან შეთანხმებულნი. თქვენ და Visa არბიტრზე ერთობლივად შეთანხმდებით. არბიტრის თაობაზე თქვენი და Visa-ს შეუთანხმებლობის შემთხვევაში, არბიტრი JAMS-ის პროცედურების მიხედვით დაინიშნება. თუ რაიმე მიზეზის გამო დავა გაგრძელდება სასამართლოში და არა არბიტრაჟში, თქვენ და Visa უარს იტყვით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე.
        თქვენ შეიძლება აირჩიოთ ადვოკატის დაქირავება, მაგრამ აღნიშნული არ მოგეთხოვებათ. თითოეული მხარე პასუხისმგებელი იქნება თავისსავე საკომისიო გადასახადებსა და ხარჯებზე, თუ მოქმედი კანონის მიხედვით არბიტრის მიერ არ არის მინიჭებული. მხარე, რომელიც იწყებს არბიტრაჟის პროცესს, გადაიხდის შეტანის საკომისიოს (თუ ფინანსური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში JAMS-ის მიერ სხვაგვარად არ არის დადგენილი). Visa, JAMS-ისთვის პირდაპირი გადახდის მეშვეობით, წინასწარ გადაიხდის არბიტრაჟთან დაკავშირებულ ადმინისტრაციის, საქმის მართვის და არბიტრის ყველა სხვა საკომისიო გადასახადს. არბიტრაჟის დასასრულს, Visa-ს მიერ გადახდილი ხარჯები, არბიტრის მითითებით, JAMS-ის პროცედურებთან შესაბამისობის დაცვით, თქვენსა და Visa-ს შორის შეიძლება განაწილდეს.
        ყველა საკითხის გადაწყვეტა არბიტრის მიერ უნდა მოხდეს, მათ შორისაა ისეთი საკითხებიც, რომლებიც ეხება არბიტრაჟის შესახებ ამ დებულების მასშტაბს და განხორციელებადობას. არბიტრის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს საბოლოო. საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლა იურისდიქციის მქონე ნებისმიერ სასამართლოშია შესაძლებელი. ამ მუხლმა ხელი არ უნდა შეუშალოს მხარეებს, რომ შესაფერისი იურისდიქციის სასამართლოს მხრიდან მოძებნონ არბიტრაჟის ხელშემწყობი დროებითი საშუალებები. Visa-ს პასუხისმგებლობა შეზღუდულია, როგორც ეს აღწერილია ზემოთ, მე-13 ნაწილში, სათანადო კანონის მიერ დაშვებულ მაქსიმალური ზომებით.
        მოცემული წესები და ხელშეკრულებაში წარმოდგენილი მხარეების უფლებები, კონფლიქტის ან კანონმდებლობით დადგენილი წესების არჩევის გამოკლებით, დარეგულირდება და განიმარტება დელავერის შტატის კანონებთან შესაბამისობაში.
        თუკი ამ ნაწილში საარბიტრაჟო დებულება შეუსრულებადია, ან რაიმე მიზეზის გამო შეუძლებელია ჯგუფური სარჩელის უფლებებზე უარის თქმა, იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფური სარჩელის შესახებ გაკეთებულია განცხადებები, გავრცელდება მარეგულირებელი კანონი და ფორუმის შერჩევის დებულებები, რომლებიც ქვემოთ, თ(ბ) პარაგრაფშია აღწერილი.
        ამ პუნქტის დარჩენილი ნაწილი აშშ-ის რეზიდენტებს შეეხება:
        არბიტრი არ არის უფლებამოსილი მიიღოს სადამსჯელო ან საჯარიმო ზარალის შესახებ გადაწყვეტილება, გარდა საკანონმდებლო აქტით, ან გადაწყვეტილების მიღებამდე გამოხატული ინტერესით მოთხოვნილი შემთხვევებისა; ამასთანავე, არბიტრს არ შეუძლია მიიღოს ნებისმიერი შემთხვევითი, ირიბი ან შედეგობრივი ზარალის შესახებ, მათ შორის მესამე მხარის მიერ მიყენებული ზიანის ან დაკარგული მოგების ზარალის შესახებ გადაწყვეტილება. ნებისმიერ მინიჭებულ გათავისუფლებას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს Visa Solution-ის სხვა მომხმარებლებზე. მხარეები აღიარებენ, რომ ეს პირობები ამოწმებს ტრანზაქციას, რომელიც მოიცავს სახელმწიფოთაშორის კომერციას. მიუხედავად წინა პარაგრაფში მოცემული დებულებისა, რომელიც შესაბამის მატერიალურ-სამართლებრივ კანონს ეხება, ამ პირობების და პუნქტის თანახმად ჩატარებული ნებისმიერი არბიტრაჟი არბიტრაჟის შესახებ ფედერალური აქტით (9 U.S.C., სექც. 1-16) უნდა დარეგულირდეს.
      2.  თუ თქვენ ხართ (i) არგენტინის, ბრაზილიის, კანადის ან უფლებამოსილი იურისდიქციის რეზიდენტი ევროპაში, (ii) ნებისმიერი უფლებამოსილი იურისდიქციის რეზიდენტი, რომელშიც ზემოთ მოცემული პუნქტით თ(ა) განსაზღვრული საარბიტრაჟო დებულება არ არის აღსრულებადი, ან (iii) ნებისმიერი სხვა უფლებამოსილი იურისდიქციის რეზიდენტი, სადაც ჯგუფური სარჩელის უფლებებზე უარის თქმა არ არის აღსრულებადი, ნებისმიერი მიზეზით, იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფური სარჩელის შესახებ გაკეთდა განცხადება, მაშინ გავრცელდება შემდეგი: (x) ნებისმიერი დავა, პრეტენზია ან მოქმედების მიზეზი, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე წესებთან ან Visa Solution-თან დაკავშირებით, დარეგულირდება და განისაზღვრება თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი იურისდიქციის კანონებით; და (y) ნებისმიერი დავა, პრეტენზია ან მოქმედების მიზეზი, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე წესებთან ან Visa Solution-თან დაკავშირებით, გადაწყდება ამ კომპეტენტურ სამოქალაქო სასამართლოებში, რომლებიც ამ უფლებამოსილი იურისდიქციის ფარგლებში ფუნქციონირებს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნებისმიერი სავალდებულო კანონი მოქმედი რჩება.
    9. გადაცემა.
      Visa-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არ ხართ უფლებამოსილი გადასცეთ ეს წესები სხვას, კანონის მოქმედებით ან სხვაგვარად. Visa იტოვებს უფლებას, რომ ეს პირობები და მოცემული ხელშეკრულების უფლებები და მოვალეობები თქვენდამი შეტყობინების ან თქვენი თანხმობის გარეშე გადასცეს ნებისმიერ მესამე მხარეს. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ეს წესები ძალაში შედის თქვენს სასარგებლოდ, სავალდებულოა და სამართლებრივად განხორციელებადია თქვენი მემკვიდრეების, უფლებამონაცვლეების და თქვენ მიმართ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეწყვიტოთ Visa Solution-ის გამოყენება, მათ შორის, თუ თქვენ არ ხართ კმაყოფილი წინამდებარე წესების შესრულებით.
    10. ქვეყნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური დებულებები.

    ლ. გადარჩენა.
    წინამდებარე პირობების შეწყვეტის მიუხედავად, ეს პირობები ვრცელდება თქვენ მიერ Visa Solution-ის გამოყენებაზე მის შეწყვეტამდე. წინამდებარე პირობების ნებისმიერი პუნქტი, რომლის შეწყვეტაც არ უნდა მოხდეს მისი ხასიათიდან გამომდინარე, დარჩება მოქმედი წინამდებარე პირობების ან თქვენ მიერ Visa Solution-ის გამოყენების მიუხედავად, დავების გადაწყვეტის & სახელმძღვანელო კანონის გათვალისწინებით.

    მ. დაგვიკავშირდით:
    Visa Solution-თან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, ეწვიეთ ამ ვებსაიტის FAQ განყოფილებას. თუ ხშირად დასმული შეკითხვები არ პასუხობს თქვენს შეკითხვებს თუ ინტერესს, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ფოსტით, მისამართზე: Visa U.S.A. Inc., Visa Solution, 900 Metro Center Blvd., Foster City, CA 94404-2172, USA, ან დაგვიკავშირდეთ.

ბოლო განახლება: 1 ივლისი, 2024 წელი

© 2016 Visa. ყველა უფლება დაცულია.


Visa-ს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი

შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ

კლიენტთა მხარდაჭერა