• სოციალური ზეგავლენა: სამართლიანი მომავლის შექმნა

    მოწინავე, ცვლილებაზე ორიენტირებული პარტნიორობა და გადაწყვეტები, რათა დაჩქარდეს დადებითი ცვლილებები, რომ ადამიანებმა, საზოგადოებებმა და პლანეტამ წარმატებას მიაღწიოს.

ჩვენი ინვესტიციები

აძლიერებს ყველას, ყველგან, ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე ორიენტირებული ხელსაწყოებით, რათა უზრუნველყოს სამართლიანი წვდომა ფულის მოძრაობის სანდო და მოხერხებულ გზებზე.

პარტნიორები ჩვენს გლობალურ საზოგადოებაში

A logo of Daraz

Daraz

Visa-სა და Daraz-ის პარტნიორობა დამატებით ღირებულებას მატებს Daraz უნივერსიტეტს — საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ობიექტებს აღჭურავს ონლაინ ბიზნესის მართვისა და განვითარებისთვის საჭირო უნარებით.

Neolli logo

Neolli

Visa-სა და Neolli-ს პარტნიორობა მხარს უჭერს მცირე და მიკრო ბიზნესების გაციფრულებას (მაგალითად, ოსტატების) მაროკოში. Neolli-მ ასევე მოიგო „She’s Next Winner“, რომელშიც Visa-მ მოახდინა ინვესტირება, რომ ბიზნესში ქალების წარმატებისთვის ხელი შეეწყო.
Push by Panelys

Panelys

Visa-სა და Panelys-ის პარტნიორობა მხარს უჭერს კაკაოსა და ყავის ფერმერებს კოტ-დ’ივუარში, რისთვისაც იყენებს ფინანსური განათლების ინიციატივებსა და Visa-ს ტექნოლოგიებს მცირე ფერმების მფლობელთა ციფრულ სისტემაში ჩართვის მიზნით.

International Trade Center logo

საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრი

Visa-სა და საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის პარტნიორობა მიზნად ისახავს ახალგაზრდების მიერ წამოწყებული და ელექტრონული კომერციის მცირე ბიზნესების მხარდაჭერას აფრიკაში, რისთვისაც გამოიყენება ტრენინგების, სემინარებისა და მენტორობის პროგრამები.


CEMEA-ს გამოყენების შემთხვევები მცირე და მიკრო ბიზნესებისთვის 

Neolli: Weaving Moroccan artisans into the digital economy
Zarina: A tale of digital empowerment in Kyrgyzstan's commerce
Field to cloud: Thrive agric's digitization of traditional farming in Nigeria

თანამშრომლებს საკუთარი წვლილი შეაქვთ

Visa მოუწოდებს და ხელს უწყობს თანამშრომლებს, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ იმ ფორმით, რომელიც თავად იზიდავთ: იქნება ეს მოხალისეობა, თანხის გაღება თუ გასაჭირში მყოფი ადამიანებისა და საზოგადოების მხარდაჭერა.

მოხალისეობრივი შვებულება

თანამშრომლები მიიღებენ 16 საათს შვებულებას მოხალისეობრივი სამუშაოსთვის.

მენტორობა და სასესხო პროგრამები

ჩვენი სამუშაო ძალა ეხმარება მენტორობასა და Kiva-ს სასესხო პროგრამებს მცირე ბიზნესისთვის.

დოლარები შემქმნელებისთვის

თანამშრომლები საათში 10 $-ს გამოიმუშავებენ საქველმოქმედო მიზნით გაწეული მოხალისეობრივი საქმიანობისთვის.


შესამჩნევი წვლილი

მცირე და მიკრო ბიზნესი

50

ციფრული სამართლიანობის გაძლიერების ძალისხმევის ფარგლებში ჩვენ ორიენტირებული ვართ 2023 წლამდე მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონი მცირე და მიკრო ბიზნესის ციფრულ ქსელში ჩართვაზე.

სამართლიანობა და ჩართულობა

500

2020 წლისთვის ციფრული გადახდების ანგარიშებს დავაკავშირეთ 500 მილიონი ადამიანი, რომელთაც არ ჰქონდათ წვდომა საბანკო სერვისებზე, და კვლავ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.

საზოგადოება

80 %

Visa-ს პროგრამებში მონაწილეობის მეშვეობით ჩვენი თანამშრომლების 80% დაეხმარა თავიანთ საზოგადოებებს 2022 წელს.*

*მონაცემები შეფასებულია 2022 ფისკალურ წელს (FY22), რომელიც ითვლება 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით

ჯილდოები

Morocco flag

მაროკო

Visa-ს სოციალური ზეგავლენის ინიციატივები აღიარებულია მაროკოში ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ. Visa დაჯილდოვდა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოთი; ჯილდო წარმოადგენს საზოგადოებებზე დადებითი ზეგავლენის მქონე პროექტების განმახორციელებელი ბიზნესების აღიარებას. საკვანძო მომენტები ამერიკის სავაჭრო პალატის დაჯილდოების ცერემონიიდან

Democratic Republic of Congo flag

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში Visa-სა და Vodacom-ის პარტნიორობა მხარს უჭერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 500 ქალის სოციალურად და ეკონომიკურად გაძლიერებას. ამისათვის მცირე ბიზნესებს გამოეყო გრანტები, რათა გახსნან კიოსკები/მაღაზიები ბალანსის შევსებისა და ყოველდღიური გამოყენების საქონლისათვის, ასევე, ციფრული უნაღდო გადახდების დანერგვისთვის. Visa DRC-მ მიიღო ღირსების სერტიფიკატი Vodacom-ის ფონდისგან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე პასუხისმგებელი სამინისტროსგან 

Oman flag

ომანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დააჯილდოვა სიდრა ომანი ახალგაზრდობის ბრწყინვალების პრესტიჟული ჯილდოთი 2023 წელს, ახალგაზრდული აქტივობების ნომინაციაში. Visa წარმოადგენს სიდრას ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის ერთ-ერთი დამფინანსებელს; აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია მომავალი ლიდერების განვითარებაზე, მათში დადებითი მსოფლმხედველობის გაღვივებაზე, ეფექტური ლიდერობისთვის ძლიერი კავშირების შექმნაზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, ბიზნეს და ციფრულ განათლებაზე, რომლითაც ჯამურად დღემდე 1 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

აღმოაჩინეთ Visa-ს ფონდი

Visa-ს ფონდი მხარს უჭერს ინკლუზიურ ეკონომიკებს, სადაც ყველას ყველგან შეუძლია წარმატების მიღწევა.