ჩვენი ვალდებულება
Visa-ს ფონდში ჩვენ:
Visa-ს ფონდი ცდილობს, მხარი დაუჭიროს ინკლუზიურ ეკონომიკას, სადაც, განვითარებას შეძლებენ როგორც ინდივიდები, ისე ბიზნესი და საზოგადოება.
Visa-ს ფონდი ცდილობს, მხარი დაუჭიროს ინკლუზიურ ეკონომიკას, სადაც განვითარებას შეძლებენ როგორც ინდივიდები, ისე ბიზნესი და საზოგადოება. გრანტების გაცემისა და ინვესტირების მეშვეობით Visa-ს ფონდი პრიორიტეტს ანიჭებს გენდერულად მრავალფეროვან და ინკლუზიურ მცირე და მიკრო ბიზნესს. ფონდი ასევე ზრუნავს უფრო ფართო საზოგადოების საჭიროებებსა და სტიქიურ უბედურებებთან გამკლავებაზე კრიზისულ პერიოდში. Visa-ს ფონდი რეგისტრირებულია აშშ-ში, როგორც 501(c)(3) კატეგორიის სუბიექტი.
Visa-ს ფონდში ჩვენ:
ვაკვირდებით, ვისმენთ, ვაანალიზებთ, შემდეგ კი ვეხმარებით.
გვჯერა, რომ ჩვენი გუნდის წევრებსა და პარტნიორებს შორის არსებული გულწრფელი და გამჭვირვალე ურთიერთობები საშუალებას გვაძლევს, უზრუნველვყოთ შეხედულებების, უნარებისა და რესურსების მრავალფეროვნება გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
ვისახავთ ხედვას, თუ რამდენად შორს წავიდეთ.
გლობალური ეკონომიკის ინკლუზიურობის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ ვცდილობთ, შევამციროთ სისტემური ბარიერები მცირე ბიზნესისთვის, კერძოდ, იმ ნაწილისთვის, რომელსაც უძღვებიან ქალები ან ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფები.
ვიწყებთ საბოლოო მიზნის დასახვით.
ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ ინოვაციური გადაწყვეტების განმავითარებელ პარტნიორებს და ვზრუნავთ იმ ინიციატივების პოპულარიზაციაზე, რომლებიც ხელს უწყობს უფრო სამართლიან მცირესამეწარმეო ეკოსისტემას.
2020 წლის აპრილში Visa-ს ფონდმა წამოიწყო სამართლიანი წვდომის ინიციატივა, ხუთწლიანი, 200$-მილიონიანი სტრატეგიული ვალდებულება მსოფლიო მასშტაბით გენდერულად მრავალფეროვანი და ინკლუზიური SMB-ების ხელშესაწყობად. ინიციატივის ფარგლებში, ჩვენ გამოვყოფთ $60 მილიონს გრანტების სახით და 140$-მილიონიან ინვესტიციას სოციალური ცვლილებებისთვის გენდერული მრავალფეროვნების განხრით.
Visa-ს ფონდი მიიჩნევს, რომ SMB-ებისთვის კაპიტალის უწყვეტობის უზრუნველყოფას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათი მდგრადობისა და განვითარებისთვის. ამდენად, Visa-ს ფონდი მიზანია, გააუმჯობესოს სამართლიანი და ეფექტური წვდომა კაპიტალზე ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ხელი შეუწყოს გენდერულად მრავალფეროვან და ინკლუზიურ მცირე ბიზნესს და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. დამატებითი მიზანია ფართო მასშტაბით სექტორზე ზემოქმედება იმისთვის, რომ გენდერული განხრით ინვესტირებამ ნიშიდან წამყვან მიმართულებაში გადაინაცვლოს.
გრანტების გაცემის მეშვეობით Visa-ს ფონდი თანამშრომლობს ორგანიზაციებთან, რომლებიც კაპიტალის მოძიების, შესაძლებლობების შექმნისა და მხარდაჭერის მომსახურებას უწევენ გენდერულად ინკლუზიურ და მრავალფეროვან SMB-ებს. ამას გარდა, Visa-ს ფონდი გრანტების გაცემის მეშვეობით ხსნის ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის გენდერულად მრავალფეროვან SMB-ებს საინვესტიციო კაპიტალის მიღებაში.
Visa-ს ფონდის ვალდებულება, მოახდინოს 140$-მილიონიანი ინვესტიცია შუამავლებსა და ფონდებში გლობალურად, უპირველესად ორიენტირებულია განვითარებად ბაზრებზე და ითვალისწინებს გენდერულ მრავალფეროვნებას მთელ პორტფელში, SMB-ებიდან დაწყებული, ვენჩურული კაპიტალის პარტნიორების ჩათვლით. ფონდის მიზანია, გაიზარდოს იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც აკონტროლებენ კაპიტალს, იმ ქალი მეწარმეების რაოდენობა, რომლებსაც აქვთ აღნიშნულ კაპიტალზე წვდომა, და იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც სარგებლობენ აღნიშნული ბიზნესით, როგორც თანამშრომლები ან კლიენტები.
იმისთვის, რომ ჩვენი სამუშაო მივმართოთ გენდერულად მრავალფეროვანი და ინკლუზიური მცირე და მიკრო ბიზნესისთვის (SMB-სთვის) უფრო სამართლიანი ეკონომიკური სისტემის შექმნისკენ, ჩვენ ვთანამშრომლობთ მოწინავე ორგანიზაციებთან მთელ მსოფლიოში. ჩვენი პარტნიორები, როგორც წესი, შემდეგი სამი კატეგორიიდან ერთ-ერთში ხვდებიან: SMB-ების ხელშემწყობი არაკომერციული ორგანიზაციები, ინვესტორები და სუბიექტები, რომლებიც SMB-ებზე ორიენტირებული ეკოსისტემის გაფართოებაზე მუშაობენ. წარმოგიდგენთ ჩვენი პარტნიორების რამდენიმე მაგალითს:
Visa-ს ფონდის სხვა პარტნიორებში შედის
ამერიკული წითელი ჯვრის სახელწოდება და ლოგო გამოყენებულია შესაბამისი ნებართვით, რაც არცერთ შემთხვევაში არ მოიაზრებს რომელიმე პროდუქტის, მომსახურების, კომპანიის, აზრისა თუ პოლიტიკური შეხედულების პირდაპირ ან ირიბ მხარდაჭერას. ამერიკული წითელი ჯვრის ლოგოტიპი არის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, რომლის მფლობელიცაა ამერიკის ეროვნული წითელი ჯვარი. ამერიკული წითელი ჯვრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მისამართს redcross.org.
Visa-ს ფონდი არ იღებს მოუთხოვნელად მოწოდებულ შემოთავაზებებს.