წინა წელი სპორტსმენების გამძლეობის, ნებისყოფის და ძალის მთავარი გამოცდა იყო. ახლა ისინი ბრუნდებიან, უფრო მომზადებულები, ვიდრე ოდესმე, მსოფლიოში ყველაზე დიდ სათამაშო მოედანზე ცრურწმენების დასანგრევად და ახალი რეკორდების დასამყარებლად.
სათამაშო მოედანი მიესალმება ყველა ინდივიდს, განურჩევლად მათი ასაკის, ეროვნების, სქესის, ეთნიკური და სხვა განსხვავებისა. ის ყველას უყრის თავს ერთ ადგილას, იქნება ეს მაყურებელი, სპორტის გულშემატკივარი თუ მონაწილე. რადგან, მიუხედავად იმისა თუ რას ვაკეთებთ, ბრძოლა და ოცნებისკენ სწრაფვა არის ის, რაც ყველას საერთო გვაქვს.
ეს სათამაშო მოედანი ცრურწმენებსაც ამარცხებს. სპორტის იმ სახეობებში, სადაც აქამდე ძირითადად კაცები დომინირებდნენ, ქალები პირველად იასპარეზებენ მნიშვნელოვანი რაოდენობით. ოლიმპიური თამაშები ტოკიო 2020 შევა სპორტის ისტორიაში, როგორც პირველი გენდერულად დაბალანსებული ოლიმპიური თამაშები, რომლის მონაწილეების 49% ქალია.
ამიტომ, Visa* აგრძელებს მრავალფეროვნების ზეიმს, მხარდაჭერისა და მოტივაციის მესიჯების გაგზავნასა და სპორტში განსხვავებულობის მნიშვნელობის ხაზგასმას. უბრალოდ, სათამაშო მოედანი ყველასთვისაა!