სავაჭრო ობიექტები უნდა ეკუთვნოდნენ კვალიფიციური სავაჭრო ობიექტის კატეგორიების კოდებს (MCC-ები), რათა კვალიფიციურად იქნენ მიჩნეული (MCC-ების 98% კვალიფიციურია).
-
Visa-ს მარტივი გადახდის სერვისი
უფრო ნაკლებ დროში დაამუშავეთ უფრო მეტი ტრანზაქცია.
როგორ მუშაობს
Visa-ს მარტივი გადახდების სერვისი თქვენ და თქვენს კლიენტებს გთავაზობთ სწრაფ და მოხერხებულ გადახდას.
Visa-ს მარტივი გადახდების სერვისის (VEPS) უპირატესობები
ნაღდ ფულზე სწრაფი და მოსახერხებელი.
ისარგებლეთ მაღალი ღირებულების ტრანზაქციებით ნაღდ ფულთან შედარებით — აშშ-ის კლიენტების საშუალო დანახარჯი Visa-ს გამოყენებით მუდმივად მაღალია, ვიდრე — ნაღდი ფულის გამოყენებით.¹
სწრაფი გადახდის მეშვეობით მცირე ტრანზაქციებზე რიგი მცირდება.
დაწყება მარტივია, დამატებითი საკომისიოები არ მოქმედებს, რეგისტრაცია ან ახალი მოწყობილობა საჭირო არ არის.
- წყარო: აშშ-ში Visa-ს გადახდის პანელის კვლევა (2Q11-დან 1Q12-მდე) 1991 წლის შემდეგ, რეგულარულად ტარდება დამოუკიდებელი კვლევითი კომპანია TNS-ის მიერ და ყოველწლიურად მოიცავს 20 000 რესპონდენტს, რომლებიც არიან მინიმუმ 18 წლის ასაკის და ფლობენ გადახდის სულ მცირე ერთ ბარათს.
Visa-ს მარტივი გადახდის სერვისის (VEPS) ლიმიტები
დავა დაცვის შესახებ
Visa-ს ჩიპიანი ბარათის ტექნოლოგია მაღაზიაში გადახდის დროს გვიცავს ყალბი ბარათებისაგან, რომლებიც გამოიმუშავებენ უნიკალურ ერთჯერად კოდს მანამ, სანამ ტრანზაქცია დამტკიცდება.
სავაჭრო ობიექტები დაცული არიან დაკარგვასთან და ქურდობასთან დაკავშირებული თაღლითობის ვალდებულებისგან VEPS ტრანზაქციების PIN კოდის გარეშე შესრულების დროს.
კითხვები და პასუხები
ხშირად დასმული შეკითხვები Visa-ს მარტივი გადახდის სერვისის შესახებ.
-
-
ტრანზაქციამ უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:
- უნდა იყოს Visa-ს ან Visa Electron-ის ტრანზაქცია
- უნდა განხორციელდეს კვალიფიციურ სავაჭრო ობიექტში
- უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის დაშვებულ ლიმიტს
- უნდა იყოს ავტორიზებული ბარათის გამცემის მიერ
-
არა. სავაჭრო ობიექტებს არ მოეთხოვება Visa-ში დარეგისტრირება VEPS-ის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. დამატებითი საფასურის გადახდა არ არის საჭირო.
-
აპარატში ცვლილებების შეტანა სავალდებულო არ არის, მაგრამ შეიძლება საჭირო გახდეს ტრანზაქციების გასაიოლებლად. სავაჭრო ობიექტებმა მომსახურე ბანკთან ერთად უნდა განსაზღვრონ, თუ რა სახის ცვლილებებია შესატანი აპარატში.
-
სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც მაგნიტურ ზოლს, ჩიპსა და უკონტაქტო ტექნოლოგიებს იყენებენ, შეუძლიათ ისარგებლონ VEPS-ის პროგრამით. VEPS-ის ყველა კვალიფიციურმა ტრანზაქციამ უნდა დააკმაყოფილოს თანხის მიღების ნორმალური პროცედურები. რა არის მთავარი განსხვავება? PIN კოდი საჭირო არ არის, ხოლო ქვითარი არის მხოლოდ მოთხოვნით.