მიიღეთ Zendesk Suite და Zendesk Sales CRM-თან უფასო წვდომის 6 თვე Visa ბიზნეს ბარათით.
როგორ გამოვიყენოთ შეთავაზება?
- გადადით საიტზე Poshvine და დააჭირეთ ღილაკს Claim Offer.
- შეიყვანეთ თქვენი Viza ბიზნეს ბარათის ნომრის პირველი 9 ციფრი ვალიდაციისთვის.
- დააჭირეთ ღილაკს Redeem, პარტნიორის საიტზე გადასასვლელად.
- შეიყვანეთ მოთხოვნილი მონაცემები.
- დააჭირეთ ღილაკს «Start my 6 months of free access to Zendesk today» და შეასრულეთ აღნიშნული ქმედებები, რათა გამოიყენოთ შეთავაზება.
შეთავაზება ძალაშია 2023 წლის 01 ივნისის 00:00 GMT- დან 2025 წლის 30 ივნისამდე 23:59 GMT-მდე.
პირობები და დებულებები
პარტნიორის პირობები და დებულებები.
შეთავაზება ძალაშია 100-ზე ნაკლები თანამშრომლების რაოდენობის მქონე კომპანიებისთვის. თუ კომპანია ფინანსირდება, მაშინ ფინანსირება უნდა იყოს არა უმეტესი, ვიდრე სერია B. შეთავაზების 6-თვიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ გამოყენებული იქნება სტანდარტული ფასები. აქაუნთები ავტომატურად განახლდება. თუ თქვენ გსურთ გააუქმოთ თქვენი სააღრიცხვო ჩანაწერი, რათა არ ჩამოიჭრას გადახდა ვადის გაგრძელებისთვის, თქვენ უნდა გააუქმოთ იგი გამოწერის მიმდინარე ვადის დასრულებამდე.
Visa-ს პირობები და დებულებები.
შეთავაზების დეტალები დაფუძნებულია პარტნიორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. Visa არანაირ გარანტიას არ იძლევა ინფორმაციის სისწორის თაობაზე. გთხოვთ დააზუსტოთ შეთავაზების არსებობა და ნამდვილობა უშუალოდ პარტნიორთან. მოცემული შეთავაზების ფარგლებში პარტნიორი არის ყველა საქონლის და/ან მომსახურების ერთადერთი მომწოდებელი. შესაბამისად, Visa ბარათის მფლობელს ესმის, აღიარებს და ეთანხმება იმას, რომ მოცემული შეთავაზების ფარგლებში მის მიერ ნებისმიერი საქონლის და/ან მომსახურების შეძენა, წარმოადგენს ხელშეკრულებას მხოლოდ გამყიდველის და მას შორის, ხოლო Visa არ არის და არ იქნება მისი მხარე. მოცემული შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლის და მომსახურების გამოყენებისას ან გამოყენების მცდელობისას, Visa ბარათის მფლობელს ესმის, აღიარებს და ეთანხმება იმას, რომ: ნებისმიერი ხასიათის ნებისმიერი პრეტენზია, საჩივარი ან დავა, რომელიც გამომდინარეობს ბარათის მფლობელის მიერ მოცემული შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლის და/ან მომსახურების შეძენის ან შეძენის მცდელობის ან შეძენასთან დაკავშირებით (თითოეული პრეტენზია), უნდა იყოს რეგულირებული Visa ბარათის მფლობელის მიერ უშუალოდ პარტნიორთან, და Visa ბარათის მფლობელს არ უნდა ჰქონდეს რაიმე პრეტენზია Visa-ს მიმართ. ზემოაღნიშნულისთვის ზიანის გარეშე და კანონით დაშვებულ მაქსიმალური დონით, Visa-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი პირის წინაშე ნებისმიერ ზარალზე, დაკარგვაზე, ხარჯებზე ან პრეტენზიებზე (პირდაპირი ან ირიბი), რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერ ტრავმასთან, სიკვდილთან, ყალბ წარმოდგენასთან, ზარალთან ან გამოტოვების გამო, რომელიც წარმოიქმნება მოცემული შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლის და/ან მომსახურების გამოყენების ან გამოყენების მცდელობის შედეგად ან მასთან დაკავშირებით.