მიიღეთ 25%ფასდაკლება Pipedrive-ის გამოწერის პირველ წელიწადზე Visa ბიზნეს-ბარათთან.
როგორ გამოვიყენოთ შეთავაზება?
- გადადით საიტზე Poshvine და დააჭირეთ ღილაკს Claim Offer.
- ვალიდაციისთვის შეიყვანეთ თქვენი Visa ბიზნეს-ბარათის ნომრის პირველი 8 ციფრი.
- დააჭირეთ ღილაკს Redeem პარტნიორის საიტზე გადასვლისთვის.
- დარეგისტრირდით მოთხოვნილი მონაცემების შეყვანით.
- განახორციელეთ გამოწერის გადახდა თქვენი Visa Business, Visa Platinum Business ან Visa Signature Business ბარათით.
შეთავაზება მოქმედებს 2023 წლის 01 იანვრიდან, 00:00 GMT 2023 წლის 31 დეკემბრამდე, 23:59 GMT.
პირობები და დებულებები
პარტნიორის პირობები და დებულებები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ექსკლუზიური შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ახალი მომხმარებლებზე, რომლებიც დარეგისტრირდებიან Pipedrive სერვისებზე შეთავაზების დაწყების დღიდან, და არ იქნება გამოყენებული Pipedrive-ის არსებულ კლიენტებზე გასული თარიღით. თუ მომხმარებელი გამოიწერს Pipedrive სერვისებს, პირდაპირ Pipedrive-ის ვებსაიტზე გადასვლით, სპეციალური შეთავაზების ბმულზე გადასვლის გარეშე, ეს შეთავაზება არ გამოიყენება. ეს შეთავაზება არ შეიძლება იყოს გაერთიანებული ან გამოყენებული ნებისმიერ სხვა ხელმისაწვდომ შეთავაზებასთან ერთად, რომელიც დროდადრო შეიძლება იყოს შემოთავაზებული კომპანია Pipedrive-ის მიერ.
Visa-ს პირობები და დებულებები.
შეთავაზების დეტალები დაფუძნებულია პარტნიორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. Visa არანაირ გარანტიას არ იძლევა ინფორმაციის სისწორეზე. გთხოვთ დააზუსტოთ შეთავაზების არსებობა და ნამდვილობა უშუალოდ პარტნიორთან. მოცემული შეთავაზების ფარგლებში პარტნიორი არის ყველა საქონლის და/ან მომსახურების ერთადერთი მომწოდებელი. შესაბამისად, Visa ბარათის მფლობელს ესმის, აღიარებს და ეთანხმება იმას, რომ მოცემული შეთავაზების ფარგლებში მის მიერ ნებისმიერი საქონლის და/ან მომსახურების შეძენა, წარმოადგენს ხელშეკრულებას მხოლოდ პარტნიორსა და მას შორის, ხოლო Visa არ არის და არ იქნება მისი მხარე. მოცემული შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლის და მომსახურების გამოყენებისას ან გამოყენების მცდელობისას, Visa ბარათის მფლობელს ესმის, აღიარებს და ეთანხმება იმას, რომ: ნებისმიერი ხასიათის ნებისმიერი პრეტენზია, საჩივარი ან დავა, რომელიც გამომდინარეობს ბარათის მფლობელის მიერ მოცემული შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლის და მომსახურების შეძენის ან შეძენის მცდელობის ან შეძენასთან დაკავშირებით (თითოეული “პრეტენზია“), უნდა იყოს რეგულირებული Visa ბარათის მფლობელის მიერ უშუალოდ პარტნიორთან, და Visa ბარათის მფლობელს არ უნდა ჰქონდეს რაიმე პრეტენზია Visa-ს მიმართ. ზემოაღნიშნულისთვის ზიანის გარეშე და კანონით დაშვებულ მაქსიმალური დონით, Visa-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი პირის წინაშე ნებისმიერ ზარალზე, დაკარგვაზე, ხარჯებზე ან პრეტენზიებზე (პირდაპირი ან ირიბი), რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერ ტრავმასთან, სიკვდილთან, ყალბ წარმოდგენასთან, ზარალთან ან გამოტოვების გამო, რომელიც წარმოიქმნება მოცემული შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლის და მომსახურების გამოყენების ან გამოყენების მცდელობის შედეგად ან მასთან დაკავშირებით.