Visa ბიზნეს-ბარათების მფლობელთათვის მიიღეთ 20%-იანი ფასდაკლება iStock-ის ახალი გამოწერების ყიდვაზე Visa ბიზნეს-ბარათით.
როგორ გამოვიყენოთ შეთავაზება?
- გადადით Poshvine ვებსაიტზე და დააჭირეთ ღილაკზე «Claim Offer».
- შეიყვანეთ თქვენი Visa ბიზნეს-ბარათის ნომრის პირველი 9 ციფრი ვალიდაციისთვის.
- დააჭირეთ ღილაკს «Redeem» გამყიდველის საიტზე გადასასვლელად.
- დარეგისტრირდით მოთხოვნილი მონაცემების შეყვანის გზით.
- შეიტანეთ მომსახურების საფასური თქვენი Visa Business, Visa Platinum Business ან Visa Signature Business ბიზნეს-ბარათით.
შეთავაზება მოქმედებს 2023 წლის 01 იანვრის 00:00 GMT-დან 2024 წლის 31 დეკემბრამდე 23:59 GMT-მდე.
პირობები და დებულებები
პარტნიორის პირობები და დებულებები
შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ მათთვის, ვინც პირველად სარგებლობს ამ სერვისით.
Visa-ს პირობები და დებულებები.
შეთავაზების დეტალები დაფუძნებულია პარტნიორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. Visa არანაირ გარანტიას არ იძლევა ინფორმაციის სისწორის თაობაზე. გთხოვთ დააზუსტოთ შეთავაზების არსებობა და ნამდვილობა უშუალოდ პარტნიორთან. მოცემული შეთავაზების ფარგლებში პარტნიორი არის ყველა საქონლის და/ან მომსახურების ერთადერთი მომწოდებელი. შესაბამისად, Visa ბარათის მფლობელს ესმის, აღიარებს და ეთანხმება იმას, რომ მოცემული შეთავაზების ფარგლებში მის მიერ ნებისმიერი საქონლის და/ან მომსახურების შეძენა, წარმოადგენს ხელშეკრულებას მხოლოდ პარტნიორსა და მას შორის, ხოლო Visa არ არის და არ იქნება მისი მხარე. მოცემული შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლის და მომსახურების გამოყენებისას ან გამოყენების მცდელობისას, Visa ბარათის მფლობელს ესმის, აღიარებს და ეთანხმება იმას, რომ: ნებისმიერი ხასიათის ნებისმიერი პრეტენზია, საჩივარი ან დავა, რომელიც გამომდინარეობს ბარათის მფლობელის მიერ მოცემული შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლის და მომსახურების შეძენის ან შეძენის მცდელობის ან შეძენასთან დაკავშირებით (თითოეული „პრეტენზია“), უნდა იყოს რეგულირებული Visa ბარათის მფლობელის მიერ უშუალოდ პარტნიორთან, და Visa ბარათის მფლობელს არ უნდა ჰქონდეს რაიმე პრეტენზია Visa-ს მიმართ. ზემოაღნიშნულისთვის ზიანის გარეშე და კანონით დაშვებულ მაქსიმალური დონით, Visa-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი პირის წინაშე ნებისმიერ ზარალზე, დაკარგვაზე, ხარჯებზე ან პრეტენზიებზე (პირდაპირი ან ირიბი), რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერ ტრავმასთან, სიკვდილთან, ყალბ წარმოდგენასთან, ზარალთან ან გამოტოვების გამო, რომელიც წარმოიქმნება მოცემული შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლის და მომსახურების გამოყენების ან გამოყენების მცდელობის შედეგად ან მასთან დაკავშირებით.