-
Global Airport Concierge
იმოგზაურეთ კომფორტულად Visa-ს Global Airport Concierge-ის დახმარებით
მიიღეთ 5%-დან 15%-მდე ფასდაკლება Global Airport Concierge-ის სერვისებზე თქვენს Visa კომერციულ ბარათთან ერთად
რა სარგებლობა მოაქვს Global Airport Concierge-ს თქვენი ბიზნესისთვის მოგზაურობის დროს?
Global Airport Concierge უკვე 10 წელია, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულსა და მოსახერხებელს ქმნის.
თქვენს Visa კომერციულ ბარათთან ერთად კი, შეგიძლიათ ისარგებლოთ 15%-იანი ფასდაკლებით აეროპორტის meet and greet სერვისზე და 5%-იანი ფასდაკლებით ბარგის გადაზიდვის მომსახურებაზე.
მსოფლიოს 700-ზე მეტ აეროპორტში ხელმისაწვდომი კონსიერჟის სერვისის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ, თავიდან აიცილოთ თანამედროვე საჰაერო მოგზაურობისთვის დამახასიათებელი სტრესი და სირთულეები. ისარგებლეთ Meet and Greet სერვისით და უფლებამოსილი აგენტი მოგზაურობის ყოველ ეტაპზე დაგეხმარებათ, იქნება ეს თვითმფრინავის კართან დახვედრა თუ სასაზღვრო კონტროლის სწრაფად გავლა, გამგზავრებისას თქვენი ჩანთების ტარება თუ კომფორტული, მძღოლით უზრუნველყოფილი მანქანის დახვედრა ჩამოსვლისას - არჩევანი მთლიანად თქვენზეა.
რატომ Global Airport Concierge?
- მომხმარებლის დახმარების სერვისი ხელმისაწვდომია 24/7-ზე, წელიწადში 365 დღის განმავლობაში.
- თქვენი კონკრეტული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თითოეული სერვისის პერსონალიზებაა შესაძლებელი.
- კონკურენტული ფასები VIP Meet and Assist, ლაუნჯის, მძღოლისა და სხვა სამგზავრო სერვისებზე მსოფლიოს გარშემო.
როგორ ისარგებლოთ შეთავაზებით:
- მიჰყევით ბმულს.
- დააჭირეთ “Claim Offer” ღილაკს.
- შეიყვანეთ თქვენი კომერციული Visa ბარათის პირველი 9 ციფრი ვერიფიკაციისთვის.
- პარტნიორის ვებგვერდზე გადასასვლელად, დააჭირეთ "Redeem" ღილაკს.
- გადახდისას ფასდაკლების მისაღებად შეიყვანეთ კუპონის კოდი.
ისარგებლეთ მაქსიმალური კომფორტით საქმიანი მოგზაურობისას Visa-სთან ერთად! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს შეთავაზება ხელმისაწვდომია მხოლოდ Visa Business, Visa Platinum Business, Visa Signature Business, Visa Infinite Business, Visa Corporate და Visa Purchasing ბარათების მფლობელებისთვის. შეთავაზება ხელმისაწვდომია Visa Business ბარათების მფლობელებისთვის საქართველოში 2025 წლის 3 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. წესებისა და პირობებისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს.
წესები და პირობები:
შეთავაზებით სარგებლობა შეუძლებელია სხვა აქციებთან ერთად. ყველა გადასახადი და მოსაკრებელი შეთავაზების მონაწილემ უნდა გადაიხადოს. ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ან გააუქმოს შეთავაზება წინასწარი გაფრთხილების გარეშე.