მიიღეთ 10% ფასდაკლება ინგლისური ენის ონლაინ-კურსებზე სწავლისთვის British Council-ში Visa ბიზნეს-ბარათით.
როგორ გამოვიყენოთ შეთავაზება?
- გადადით საიტზე Poshvine და დააჭირეთ ღილაკს Claim Offer.
- ვალიდაციისთვის შეიყვანეთ თქვენი Visa ბიზნეს-ბარათის ნომრის პირველი 9 ციფრი.
3. დააჭირეთ ღილაკს Redeem პარტნიორის საიტზე გადასვლისთვის.
- დარეგისტრირდით მოთხოვნილი მონაცემების შეყვანით.
- განახორციელეთ კურსის გადახდა თქვენი Visa Business, Visa Platinum Business ან Visa Signature Business ბარათით.
შეთავაზება მოქმედებს 2022 წლის 01 ოქტომბრიდან, 00:00 GMT 2024 წლის 30 სექტემბრამდე, 23:59 GMT.
პირობები და დებულებები
პარტნიორის პირობები და დებულებები
სპეციალური შეთავაზებები Visa კლიენტებისათვის: როგორც Visa კლიენტი თქვენ მიიღებთ 10% ფასდაკლებას ჩვენ ფასებზე. ფასდაკლებას მიიღებთ ავტომატურად, თუ დაჯავშნით Visa-ს განკუთვნილ ამ გვერდზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ განახორციელებთ დაჯავშნას ამ გვერდის მეშვეობით, თქვენ არ გექნებათ ფასდაკლების უფლება. Visa კლიენტებისათვის ფასდაკლების შეჯამება სხვა აქციებთან შეუძლებელია.
Visa-ს პირობები და დებულებები
შეთავაზების დეტალები დაფუძნებულია პარტნიორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. Visa არანაირ გარანტიას არ გაძლევთ ინფორმაციის სისწორის თაობაზე.
გთხოვთ დააზუსტოთ შეთავაზების არსებობა და ნამდვილობა უშუალოდ პარტნიორთან. მოცემული შეთავაზების ფარგლებში პარტნიორი არის ყველა საქონლის და/ან მომსახურების ერთადერთი მომწოდებელი. შესაბამისად, Visa ბარათის მფლობელს ესმის, აღიარებს და ეთანხმება იმას, რომ მოცემული შეთავაზების ფარგლებში მის მიერ ნებისმიერი საქონლის და/ან მომსახურების შეძენა, წარმოადგენს ხელშეკრულებას მხოლოდ პარტნიორსა და მას შორის, ხოლო Visa არ არის და არ იქნება მისი მხარე. მოცემული შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლის და მომსახურების გამოყენებისას ან გამოყენების მცდელობისას, Visa ბარათის მფლობელს ესმის, აღიარებს და ეთანხმება იმას, რომ: ნებისმიერი ხასიათის ნებისმიერი პრეტენზია, საჩივარი ან დავა, რომელიც გამომდინარეობს ბარათის მფლობელის მიერ მოცემული შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლის და მომსახურების შეძენის ან შეძენის მცდელობის ან შეძენასთან დაკავშირებით (თითოეული “პრეტენზია“), უნდა იყოს რეგულირებული Visa ბარათის მფლობელის მიერ უშუალოდ პარტნიორთან, და Visa ბარათის მფლობელს არ უნდა ჰქონდეს რაიმე პრეტენზია Visa-ს მიმართ. ზემოაღნიშნულისთვის ზიანის გარეშე და კანონით დაშვებულ მაქსიმალური დონით, Visa-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი პირის წინაშე ნებისმიერ ზარალზე, დაკარგვაზე, ხარჯებზე ან პრეტენზიებზე (პირდაპირი ან ირიბი), რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერ ტრავმასთან, სიკვდილთან, ყალბ წარმოდგენასთან, ზარალთან ან გამოტოვების გამო, რომელიც წარმოიქმნება
მოცემული შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლის და მომსახურების გამოყენების ან გამოყენების მცდელობის შედეგად ან მასთან დაკავშირებით.