-
AppSquadz-ის Amazon Web Service-ები
გაზარდეთ თქვენი ბიზნესის შესაძლებლობები Visa-სა და AWS-თან ერთად
გადაიხადეთ თქვენი AWS სერვისის საფასური Visa Business ბარათებით და ისარგებლეთ 10%-იანი ფასდაკლებით
Amazon Web Services (AWS) არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს უზრუნველყოფს ვირტუალური გამოთვლითი რესურსებით, საცავით, ინფრასტრუქტურითა და მზა სერვისებით. მარტივად რომ ვთქვათ, ფიზიკური სერვერის შეძენისა და ადგილობრივად მისი კონფიგურაციის ნაცვლად, შეგიძლიათ იქირაოთ ვირტუალური ონლაინ რესურსები.
AppSquadz არის წამყვანი კომპანია მობილური და ვებ აპლიკაციების განვითარებისა და ღრუბლოვანი სერვისების (cloud services) სფეროში. 200-ზე მეტი პროფესიონალისგან შემდგარი გუნდის წყალობით, კომპანიამ წარმატებით დაასრულა 850-ზე მეტი პროექტი 30-ზე მეტ ქვეყანაში ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, საბანკო სექტორი, სტუმარ-მასპინძლობა, გართობა, ელექტრონული კომერცია და მოგზაურობა. AppSquadz დამოუკიდებლად ოპერირებს გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში, ლათინურ ამერიკაში, აზია-წყნაროკეანის რეგიონში და ახლო აღმოსავლეთში.
რა სარგებლის მოტანა შეუძლია Amazon Web Service-ებს თქვენი ბიზნესისთვის?
- ხარჯების დაზოგვა: შეგიძლიათ იქირაოთ მხოლოდ ის რესურსები და სიმძლავრე, რაც მოცემულ მომენტში გჭირდებათ. გადახდა შესაძლებელია დროის ან შესრულებული მოთხოვნების რაოდენობის მიხედვით.
- ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურა ღრუბლოვან მომსახურებებს შორის: AWS-ს აქვს 77 ხელმისაწვდომობის ზონა მთელ მსოფლიოში. ყველა მონაცემთა ცენტრი, ხელმისაწვდომობის ზონა და რეგიონი ერთმანეთთანაა დაკავშირებული სპეციალიზებული, კერძო გლობალური ქსელით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ ხელმისაწვდომობას და დაბალ დაყოვნებას.
- სერვისის მოქნილობა: AWS გთავაზობთ მრავალფეროვან ღრუბლოვან სერვისებს, რომელთა კომბინირება შესაძლებელია თქვენი ბიზნესის პროექტის მოთხოვნებისა და ორგანიზაციული მიზნების შესაბამისად.
AppSquadz-ის სპეციალური შეთავაზება Visa Business ბარათების მფლობელებისთვის:
მიიღეთ 10%-მდე ფასდაკლება თქვენს ყოველთვიურ AWS ანგარიშზე, თქვენი Visa Business, Visa Platinum Business, Visa Signature Business, Visa Infinite Business, Visa Corporate ან Visa Purchasing ბარათით გადახდისას.
შეთავაზებით სარგებლობისთვის:
- მიჰყევით ბმულს და გახსენით შეთავაზების ვებგვერდი.
- დააჭირეთ "Get Discounts on AWS Billing" ღილაკს და გახსენით ფორმა.
- შეიყვანეთ მოთხოვნილი მონაცემები და გაგზავნეთ თქვენი ფორმა.
- AppSquadz-ის წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
- მომხმარებლები, რომელთა AWS ხარჯი არ აღემატება $50,000-ს, იღებენ 7%-იან ფასდაკლებას მათ ყოველთვიურ ანგარიშზე.
- მომხმარებლები, რომლებიც ხარჯავენ $50,000-ზე მეტს და იღებენ ვალდებულებას AWS-ის გამოყენებაზე 2 წლის განმავლობაში, შეძლებენ მიიღონ 10%-ზე მეტი ფასდაკლება.
პარტნიორის წესები და პირობები:
ამ შეთავაზებით შეუძლია ისარგებლოს როგორც ახალმა, ასევე არსებულმა AWS მომხმარებლებმა, თუმცა ის ძალაშია მხოლოდ ახალი AppSquadz მომხმარებლებისთვის. მომხმარებლები, რომელთა ყოველთვიური AWS ანგარიში არ აღემატება $50,000-ს, მიიღებენ 7%-იან ფასდაკლებას. მომხმარებლები, რომელთა ყოველთვიური ხარჯი აღემატება $50,000-ს და რომლებიც იღებენ ვალდებულებას AppSquadz-ის საშუალებით AWS სერვისების გამოყენებაზე მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, მიიღებენ 10%-იან ფასდაკლებას. შეთავაზებით სარგებლობა თვითმომსახურებით არის შესაძლებელი, ხოლო მართული სერვისების შემთხვევაში, მომხმარებელმა დამატებით უნდა გადაიხადოს შესაბამისი სერვისების საფასური. გაშვების (Deployment) და გაუმართაობის აღმოფხვრის (Troubleshooting) სერვისები დამატებით ფასიანია. რეგისტრაციის დროს მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის დეტალები, რათა მოხდეს საგარანტიო დეპოზიტის ჩამოჭრა. Cloud Partner არ არის ფინანსურად ან სხვა ფორმით პასუხისმგებელი მომხმარებლის პროექტში უსაფრთხოების დარღვევებზე. ინვოისს მომხმარებელს Cloud Partner გამოუწერს. დაუშვებელია ტექნიკურ და კომერციულ შეთავაზებაში მოცემული მონაცემების გამჟღავნება, დუბლირება და კომერციული შეთავაზების შეფასების გარდა, სრულად ან ნაწილობრივ მისი სხვა მიზნით გამოყენება. ნებისმიერი სერვისის დაჯავშნის ან მასთან დაკავშირებით რაიმე ვალდებულების დამყარების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს დაჯავშნის/ვალდებულების ხანგრძლივობის სრული პერიოდის განმავლობაში. ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მომხმარებელს ჯარიმის გადახდა მოუწევს. მითითებული ფასდაკლება მოიცავს პარტნიორის ფასდაკლების განაკვეთსაც.
Visa-ს წესები და პირობები:
შეთავაზება ხელმისაწვდომია მხოლოდ Visa Business ბარათების მფლობელებისთვის და ექვემდებარება შეზღუდვებს. შეთავაზებაზე მხოლოდ პარტნიორია პასუხისმგებელი.
Visa Inc © 2024