მიიღეთ სარეკლამო კრედიტები 5000 აშშ დოლარის თანხის ოდენობით, რომლებიც მოქმედებენ 2 წლის განმავლობაში AWS Activate-ზე Visa ბიზნეს-ბარათთან ერთად.
აგრეთვე მიიღეთ:
- სადღეღამისო წვდომა ღრუბლოვანი გამოთვლების მხარდაჭერის სამსახურის ინჟინერებთან 1 წლით 1500 აშშ დოლარის ფასად Business Support პროგრამის ფარგლებში.
- AWS ღრუბელთან მუშაობის უნარების განვითარება ლაბორატორიული სამუშაოების დამოუკიდებელი გავლისათვის 80 კრედიტად.
- წვდომა სტარტაპებისთვის სპეციალურ შეთავაზებებზე ისეთი სანდო ორგანიზაციებისგან, როგორიცაა Freshworks, Notion, Paytm, Airtable, Segment, HubSpot, Chargebee და სხვ.
როგორ გამოვიყენოთ შეთავაზება?
- გადადით საიტზე Poshvine და დააჭირეთ ღილაკს Claim Offer.
- ვალიდაციისთვის შეიყვანეთ თქვენი Visa ბიზნეს-ბარათის ნომრის პირველი 9 ციფრი.
- დააჭირეთ ღილაკს Redeem პარტნიორის საიტზე გადასვლისთვის.
- დარეგისტრირდით მოთხოვნილი მონაცემების შეყვანის გზით და თქვენ გამოგეგზავნებათ გადახდის ბმული.
- განახორციელეთ გადახდა თქვენი Visa Business, Visa Platinum Business ან Visa Signature Business ბარათით.
შეთავაზება მოქმედებს 2022 წლის 01 ოქტომბრიდან, 00:00 GMT 2024 წლის 31 დეკემბრამდე, 23:59 GMT.
პირობები და დებულებები
პარტნიორის პირობები და დებულებები.
გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ გაქვთ კომპანიის აქტიური ვებგვერდი და რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეესაბამება ინფორმაციას, რომელსაც შეიცავს თქვენი AWS ანგარიში (მაგალითად, თქვენ კომპანიის დასახელება და ელექტრონული ფოსტის მისამართი). დამიუშავებას სჭირდება საშუალოდ 7-10 სამუშაო დღე.
FAQ AWS Activate-თვის:
https://aws.amazon.com/activate/faq/.
T&C AWS Activate-თვის:
https://aws.amazon.com/activate/terms/.
Visa-ს პირობები და დებულებები.
შეთავაზების დეტალები დაფუძნებულია პარტნიორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. Visa არანაირ გარანტიას არ იძლევა ინფორმაციის სისწორის თაობაზე. გთხოვთ დააზუსტოთ შეთავაზების არსებობა და ნამდვილობა უშუალოდ პარტნიორთან. მოცემული შეთავაზების ფარგლებში პარტნიორი არის ყველა საქონლის და/ან მომსახურების ერთადერთი მომწოდებელი. შესაბამისად, Visa ბარათის მფლობელს ესმის, აღიარებს და ეთანხმება იმას, რომ მოცემული შეთავაზების ფარგლებში მის მიერ ნებისმიერი საქონლის და/ან მომსახურების შეძენა, წარმოადგენს ხელშეკრულებას მხოლოდ პარტნიორსა და მას შორის, ხოლო Visa არ არის და არ იქნება მისი მხარე. მოცემული შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლის და მომსახურების გამოყენებისას ან გამოყენების მცდელობისას, Visa ბარათის მფლობელს ესმის, აღიარებს და ეთანხმება იმას, რომ: ნებისმიერი ხასიათის ნებისმიერი პრეტენზია, საჩივარი ან დავა, რომელიც გამომდინარეობს ბარათის მფლობელის მიერ მოცემული შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლის და მომსახურების შეძენის ან შეძენის მცდელობის ან შეძენასთან დაკავშირებით (თითოეული “პრეტენზია“), უნდა იყოს რეგულირებული Visa ბარათის მფლობელის მიერ უშუალოდ პარტნიორთან, და Visa ბარათის მფლობელს არ უნდა ჰქონდეს რაიმე პრეტენზია Visa-ს მიმართ. ზემოაღნიშნულისთვის ზიანის გარეშე და კანონით დაშვებულ მაქსიმალური დონით, Visa-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი პირის წინაშე ნებისმიერ ზარალზე, დაკარგვაზე, ხარჯებზე ან პრეტენზიებზე (პირდაპირი ან ირიბი), რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერ ტრავმასთან, სიკვდილთან, ყალბ წარმოდგენასთან, ზარალთან ან გამოტოვების გამო, რომელიც წარმოიქმნება მოცემული შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლის და მომსახურების გამოყენების ან გამოყენების მცდელობის შედეგად ან მასთან დაკავშირებით.