• გაზარდეთ ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები Visa-სთან ერთად

    Two people wearing aprons are shown separately on the left and right, with a tablet on a white desk in the center image. Two people wearing aprons are shown separately on the left and right, with a tablet on a white desk in the center image.

აღმოაჩინეთ მრავალფეროვანი ხელსაწყოები და ბენეფიტები, რომლებიც დაეხმარება მცირე ბიზნესებს გააციფრულონ მათი პროცესები Visa-სთან ერთად.

Visa წარმოგიდგენთ E-com in a BOX პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების (SMEs) დახმარებას მათ ციფრულ ტრანსფორმაციაში. ეს ინიციატივა უზრუნველგყოფთ რესურსებით, რომლებიც გაგიმარტივებთ ციფრულ ბაზარზე შესვლის პროცესს.

E-com in a BOX წარმოადგენს Visa-ს, Kovzy-ს, TBC-სა და Glovo-ს საერთო კოლაბორაციას, რომელიც სპეციალურად შექმნილია კაფეებისა და რესტორნების მხარდასაჭერად ელექტრონული კომერციის საშუალებით, ონლაინ სივრცეში მათი აქტიურობისა და გაყიდვების გაზრდის საშუალებით.

პროგრამა მონაწილე SME-ებს უზრუნველყოფს მრავალფეროვან რესურსებსა და ხელსაწყოებზე წვდომით, მათ შორის ონლაინ მაღაზიის შემქმნელზე, გადახდის დამუშავების გადაწყვეტებსა და მარკეტინგულ მხარდაჭერაზე.

E-com in a BOX გათვლილია საქართველოს მასშტაბით 100 მცირე და საშუალო ბიზნესზე. განსაკუთრებით სწრაფი კვების ობიექტებზე, კაფეებსა და რესტორნებზე. თუ თქვენი ბიზნესი ერთ-ერთ ამ კატეგორიას ეკუთვნის, ეს არის შესაძლებლობა თქვენთვის, რომ შემოუერთდეთ პროგრამას და ისარგებლოთ მისი შეთავაზებებით.

ბენეფიტები პროექტის მონაწილეებისთვის:

  1. მარტივი ონბორდინგი;
  2. ონლაინ მაღაზიის შექმნა და ტრენინგი;
  3. უფასო ვებ-გვერდი, ჰოსთინგი და მარაგების მართვის სისტემა 6 თვით;
  4. უფასო Visa ბიზნეს ბარათი პირველი 6 თვის განმავლობაში.

და ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ უპირატესობების, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება პროექტის მონაწილეებისთვის.

შემოუერთდით E-com in a BOX-ს და გააციფრულეთ თქვენი ბიზნესი ჩვენი მხარდაჭერით!

მიიღეთ მეტი ინფორმაცია და მონაწილეობის მისაღებად გახსენით აპლიკაციის ფორმა: