Visa* ბიზნეს ბარათის მფლობელებს შეუძლიათ უსაფრთხოდ იმგზავრონ მსოფლიოს გარშემო, რადგან იციან, რომ მათ ყოველთვის აქვთ წვდომა მათთვის საჭირო დახმარებაზე.
- უფასო სამედიცინო კონსულტაციები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
- თქვენს მახლობლად ადგილობრივი ჯანდაცვის პროფესიონალის ან საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ექიმის მოძებნის უზრუნველყოფა.
- მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მოძიების უზრუნველყოფა.
- სამოგზაურო კონსულტაცია, საბუთების დაკარგვის შემთხვევაში.
- იურიდიული კონსულტაცია.
თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამოგზაურო სამედიცინო და საინფორმაციო სერვისს შემდეგ ნომერზე:
+44 (0) 208 762 8373
(მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან (ზარები განისაზღვრება ოპერატორის ტარიფით)
საჭიროების შემთხვევაში, ბარათის მფლობელისა და მისი ოჯახის წევრებისთვის, სამედიცინო და საინფორმაციო დახმარება უზრუნველყოფილი იქნება მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობისას 90 დღის განმავლობაში.
ძირითადი სამედიცინო სერვისები მოიცავს სამედიცინო კონსულტაციას ტელეფონით, ადგილობრივი სამედიცინო ცენტრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგს, ჰოსპიტალიზაციის პერიოდში და შემდგომ.