Visa Corporate Card** უნიკალური გამოსავალია საშუალო, მსხვილი და საერთაშორისო კორპორაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაზოგონ დრო და ფული მგზავრობისა და სამგზავრო ხარჯების მართვის გამარტივებისას. ის გამოადგებათ იმ კომპანიებსაც, რომელთაც სჭირდებათ ბარათი, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით მომსახურებებსა და ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობას მთელ მსოფლიოში.
Visa Corporate* გთავაზობთ შეუზღუდავ შესაძლებლობებს თქვენი კომპანიისთვის:
- საშუალებას გაძლევთ უკეთ გააკონტროლოთ ფინანსური ტრანზაქციები
- გთავაზობთ მოწინავე საინფორმაცო მომსახურებას
- უზრუნველყოფს დეტალურ ანგარიშგებასა და ანალიტიკას
- გაძლევთ წვდომას ონლაინ ოპერაციებზე
- უზრუნველყოფს მაღალი დონის მომსახურებასა და დაცვას
- ბარათი მიიღება მთელ მსოფლიოშ
ფინანსური ტრანზაქციების კონტროლი
თქვენს ბიზნესს შეეძლება თვალ-ყური ადევნოს მოგზაურობისა და მომსახურების დანახარჯებს და დაადგინოს თითოეული თანამშრომლისთვის ხარჯვის ლიმიტი. გარდა ამისა, Visa Corporate* ბარათი გაძლევთ დეტალურ ინფორმაციას ტრანზაქციების შესახებ, რაც საშუალებას მოგცემთ სერვისის მომწოდებლებთან აწარმოოთ მოლაპარაკებები ფასდაკლებებზე და დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბიზნესის სამოგზაურო ხარჯები არ აჭარბებს თქვენი კომპანიის მიერ დადგენილ ლიმიტს.
მოწინავე საინფორმაციო მომსახურება
Visa Corporate*–ით თქვენ წვდომა გაქვთ მენეჯმენტის საინფორმაციო ანგარიშებსა და ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების მონაცემებზე, რაც საშუალებას მოგცემთ გააკონტროლოთ ეფექტურად ბიზნეს მოგზაურობის დანახარჯები და მართოთ ხარჯები.
დეტალური ანგარიში და ანალიტიკა
Visa***-ს ფინანსური ანგარიშგება საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ ბარათით განხორციელებული ტრანზაქციის მონაცემები. ტრანზაქციის ანგარიშები შედგენილია თქვენი საჭიროებების შესაბამისად. ინფორმაციის გადაცემა შესაძლებელია თქვენს საბუღალტრო სისტემაში კორპორატიული სამგზავრო ხარჯების სწრაფი და ზუსტი ანალიზისთვის. *
* დამოკიდებულია გამომშვებ ბანკზე.
ონლაინ ოპერაციები
დაჯავშნეთ თქვენი ბილეთები და სასტუმროები ონლაინ! Visa Corporate* არის მარტივი და უსაფრთხო გზა თქვენი თანამშრომლებისთვის სამოგზაურო ხარჯების ონლაინ ასანაზღაურებლად.
მაღალი დონის მომსახურება და დაცვა
Visa Corporate*-ით, თქვენს თანამშრომლებს საშუალება ექნებათ მიიღონ სამედიცინო, იურიდიული და სხვა საჭირო დახმარება მოგზაურობის დროს. ასევე, შესაძლებელია ბარათის გადაუდებელი შეცვლა და ნაღდი ფულის მიღება. ზოგიერთ ქვეყანაში კი - ავტომობილის გაქირავების სპეციალური დაზღვევა.
Visa Corporate*-ს ყველგან იღებენ
Visa არის საგადახდო სისტემების ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში. Visa Corporate* მიიღება მილიონობით ადგილზე მსოფლიოს მასშტაბით და Visa*** ბანკომატების ქსელში.
დაუკავშირდით თქვენს ბანკს დამატებითი ინფორმაციისა და Visa Corporate* ბარათის მისაღებად.
კატეგორიის სახელები პირობითია. გათვლები და შეფასებები მიახლოებითია. Visa* საერთაშორისო მომსახურების ასოციაცია (აშშ) არ აგებს პასუხს ინფორმაციის მცდარობაზე, არასრულყოფილებაზე, შეფერხებაზე ან რაიმე სახის ქმედებაზე, რომელიც ეყრდნობა მოცემულ ინფორმაციას.
* ვიზა ქორფორეით
** ვიზა ქორფორეით ქარდ
*** ვიზა