სასარგებლო რჩევები
- გაუფრთხილდით თქვენს ბარათს ისევე, როგორც ნაღდ ფულს უფრთხილდებით.
- არ ჩაიწეროთ თქვენი PIN (პინ) კოდი, ეცადეთ დაიმახსოვროთ იგი.
- ნურავის ეტყვით თქვენს PIN (პინ) კოდს.
- ბარათის მიღებისთანავე მოაწერეთ ხელი უკანა მხარეს.
- ჩაიწერეთ ბარათის ნომერი და მომსახურების ცენტრის ტელეფონი, რომ ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში მოახერხოთ მათთან დაკავშირება.
- სანამ სალაროს ჩეკს ხელს მოაწერთ, გადაამოწმეთ ტრანზაქციის თანხა.
- ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში სასწრაფოდ შეატყობინეთ თქვენს ემიტენტ ბანკს.
იშოპინგეთ უსაფრთხოდ
- ტრანზაქციისას ეცადეთ ბარათს თვალი არ მოაშოროთ.
- დარწმუნდით, რომ ტრანზაქციის დასრულების შემდეგ ნამდვილად თქვენი ბარათი დაგიბრუნდათ.
- გადაამოწმეთ ჩეკი და საყიდლების თანხა.
- ყურადღებით დაათვალიერეთ თქვენი ბარათი მას შემდეგ, რაც დაგიბრუნებენ.
ბარათით გადახდა ონლაინ შოპინგისას
- ბანკში მოითხოვეთ Verified by Visa (დადასტურებულია ვიზას მიერ)-ს გააქტიურება.
- ნურავის გაანდობთ თქვენს მომხმარებლის სახელს და პაროლს.
- გამოიყენეთ მხოლოდ სერთიფიცირებული ინტერნეტ ბრაუზერი რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემას.
- ბარათით გადახდისას შეავსეთ მხოლოდ ბარათზე არსებული მონაცემები.
- თვალყური ადევნეთ ელექტრონული ფოსტით დადასტურებულ ტრანზაქციებს, ან ჩაიწერეთ ონლაინ მაღაზიიდან მიღებული დასტურის ნომერი და ყურადღებით შეისწავლეთ ყოველთვიური ამონაწერი.
- ნურასოდეს გააგზავნით მონაცემებს ანგარიშის შესახებ ელექტრონული ფორმით, მაშინაც კი, თუ მათ სანდო პირებს ან ორგანიზაციას უგზავნით.
- ნურასოდეს გააგზავნით ინფორმაციას გადახდის შესახებ ელექტრონული ფოსტით, რადგან ელექტრონული ფოსტა არ არის კავშირის უსაფრთხო გზა.
- ჩართეთ მობილური ბანკინგი, რათა აკონტროლოთ თქვენი ტრანზაქციები.