მიუხედავად თქვენი ადგილსამყოფლისა, ჩვენი მრავალენოვანი სამსახურის წარმომადგენლები ყოველთვის მზად არიან, დაგეხმარონ დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში მთელი წლის მანძილზე.
თქვენი ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში Visa-ს კლიენტთა მხარდაჭერის საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენლებს შეუძლიათ:
- 30 წუთის განმავლობაში დაბლოკონ თქვენი ანგარიში თაღლითური შესყიდვების განხორციელებისგან.
- ორგანიზება გაუწიონ ბარათის შეცვლას და თქვენთან მის გამოგზავნას 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
- უზრუნველყონ ნაღდი ფულის საგანგებო გაცემა მსოფლიოს 270 000 პუნქტში.
კლიენტთა მომსახურების გლობალურ სერვისთან (GCAS) დასაკავშირებლად შეგიძლიათ განახორციელოთ ფასიანი სატელეფონო ზარი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნომერზე +1 303 967 1090. ან მოძებნეთ ნომერი ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში თქვენი ქვეყნის მიხედვით(თუ არის ხელმისაწვდომი).