Visa მომავლის კადრები კონტენტ კრეატორებს ელის
Visa მომავლის კადრები არის კონკურსი დამწყები კონტენტ კრეატორებისთვის. კონკურსის მონაწილეები ეტაპობრივად შეისწავლიან კონტენტის შექმნას, იდეების მოფიქრებას, დამუშავებასა და გაზიარებას. კონკურსის გამარჯვებული კი ZEG-ის, ციფრული თხრობის ყველაზე დიდი ფესტივალის, სცენიდან წარდგებიან მაყურებლის წინაშე და ისარგებლოს მისი პლატფორმით.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ფოტო/ვიდეო/პორტფოლიო 2024 წლის 13 მაისამდე Instagram-ის გვერდზე მოცემულ ბმულზე: https://www.instagram.com/visa_georgia/.
ნამუშევრების მიღების შემდეგ ჟიური მონაწილეების გადაარჩევს. 4 საუკეთესო კონტენტ კრეატორის შერჩევის შემდეგ ჟიური მონაწილეებს 4 დავალებას მისცემს:
დავალება 1: „გვაჩვენეთ ვინ ხართ“;
დავალება 2: „მოგვიყევით თქვენი ქალაქის შესახებ“;
დავალება 3: კოლაბორაცია ბრენდთან;
დავალება 4: თავისუფალი თემა ლიმიტირებულ დროში.
4 კვირის განმავლობაში მონაწილეებმა ჟიურის წევრების მენტორობით უნდა შექმნან მრავალფეროვანი კონტენტი და საკუთარ TikTok და Instragram პლატფორმებზე ატვირთონ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ დამწყებ კრეატორებს, ვისაც არ ჰყავთ 10K-ზე მეტი გამომწერი TikTok-ზე და 5K-ზე მეტი გამომწერი Instagram-ზე და არიან მინიმუმ 16 წლის.
განაცხადი, რომელიც თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, არ განიხილება.
კანონმდებლობასთან შეუთავსებლობა სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს:
- სიძულვილის ენას;
- დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმით;
- ძალადობის წახალისებას;
- შეურაცხმყოფელ ან ცილისმწამებლურ შინაარსს.