ჰექტორ როდრიგესი, უფროსი ვიცე პრეზიდენტი და რისკების მართვის რეგიონული დირექტორი, CEMEA*, Visa**
სამოგზაურო ციებ-ცხელება ბრუნდება, ვინაიდან COVID-19***-ის სამოგზაურო შეზღუდვები შემსუბუქებულია, მილიონობით დამსვენებელი მიიჩქარის სამოგზაუროდ. ამ ყველაფრის ფონზე, თაღლითებიც გააქტიურდნენ.
ბოლო 18 თვის მანძილზე, ტურისტულმა ინდუსტრიამ უზარმაზარი დარტყმა მიიღო, რამაც ფასების შემცირება გამოიწვია. ხალხი საუკეთესო გარიგებების ძიებაშია - როგორც იქნა, წელიწადნახევრიანი ლოქდაუნის შემდეგ, მათ კვლავ შეუძლიათ იმოგზაურონ. ამავდროულად, პანდემიამ ონლაინ ტრანზაქციებზე გადასვლის საჭიროება გაზარდა.
ამ გარემოებებმა თაღლითებს შესაძლებლობა მისცა, ისარგებლონ ადამიანების ემოციებით და შეიმუშაონ მოგზაურობასთან დაკავშირებული თაღლითური სქემები. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ე.წ. ”scamdemic”****-ის პირობებში.
გადახდების შედარების საიტის Merchant Savvy*****-ის თანახმად, 2020 წელს, საგადახდო თაღლითობის გლობალურმა ზარალმა 32.39 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. პროგნოზის თანახმად კი, 2027 წელს, ზარალი 40.62 მლრდ დოლარამდე გაიზრდება[1].
თუმცა, თქვენი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ინდუსტრიის ლიდერები, როგორიცაა Visa**, წინ უსწრებენ და წინასწარ საზღვრავენ კიბერდამნაშავეთა ყოველ ნაბიჯს დღეს, ხვალ და ყოველდღე. ჩვენ, პარტნიორებთან და კლიენტებთან ერთად, მიზნად დავისახეთ, დავიცვათ ყველა ტრანზაქცია და კომერციული ეკოსისტემა მთლიანობაში - ერთმანეთთან კოლაბორაციით, ვქმნით თაღლითობასთან ბრძოლის ძლიერ მექანიზმებს. როდესაც საქმე ეხება თაღლითობას, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა ყველაზე უსაფრთხო რეგიონებია.
თუმცა, ეს არ გათავისუფლებთ თავის დაცვის პასუხისმგებლობისგან.
თუ შეთავაზება მეტისმეტად კარგად ჟღერს საიმისოდ, რომ ნამდვილი იყოს…
დიახ, მთელი მსოფლიოს მაშტაბით ადამიანებს უხარიათ, რომ კვლავ შეუძლიათ მოგზაურობა. თავის მხრივ, თაღლითებიც ყველა შესაძლო გზას მიმართავენ ხალხის გასაძარცვად.
თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა, არ გახდეთ მათი ხაფანგების მსხვერპლი.
თაღლითებს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ მომხმარებლები საუკეთესო სამოგზაურო შეთავაზებებს ეძებენ. ისინი იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რომ შეიტყუონ არაინფორმირებული მომხმარებლები, რომლებიც ეძებენ ყველაზე დაბალ ფასს ავიაბილეთებზე, სასტუმროს დაჯავშნაზე, ტურისტულ პაკეტებსა თუ მანქანის ქირაობაზე.
სიხარულის ის განცდა, რომ იპოვეთ თქვენი ოცნების შვებულების პაკეტი მიმზიდველ ფასად, შეიძლება ნაადრევი იყოს. გაითვალისწინეთ ყველაზე მარტივი და ეფექტური წესი: თუ შეთავაზება მეტისმეტად კარგად ჟღერს საიმისოდ, რომ ნამდვილი იყოს, ალბათ არის კიდეც.
იცნობდე შენს მტერს - ამოიცანი ტაქტიკა
იმისთვის, რომ არ გახდეთ კიბერდანაშაულის გლობალური ინდუსტრიის მსხვერპლი, საჭიროა ინფორმირებულობა. უნდა იცოდეთ როგორ მოქმედებენ თაღლითები, რომ არ გახდეთ მათი მსხვერპლი.
სოციალური ინჟინერიით, ფიშინგითა და სხვა მეთოდებით, თაღლითებმა, თქვენი დანაზოგის მოტყუებით მისათვისებლად, ბევრი გზა გამოიგონეს.
სოციალური ინჟინერიაა, როდესაც თაღლითები მოტყუებით იღებენ თქვენგან პირად ან ტრანზაქციების შესახებ მონაცემებს. მაგალითად, შესაძლოა დაგიკავშირდნენ ტურისტული აგენტის სახელით, რომელიც შემოგთავაზებთ შვებულების მიმზიდველ პაკეტს და გკითხავთ თქვენს საბანკო მონაცემებს, იმისათვის, რომ ტელეფონითვე სადეპოზიტო მოსაკრებელი შეიტანოს. რა თქმა უნდა, ის გაქრება თქვენი შენატანით და ვეღარც შეძლებთ მასთან დაკავშირებას.
სოციალური ინჟინერია, ასევე, შეიძლება იყოს ვებ-გვერდის კონტექსტური რეკლამის, ელ.ფოსტის, მესიჯებისა და WhatsApp******-ში შეტყობინებების ფორმით. როდესაც საქმე ეხება თქვენგან ინფორმაციის მოპოვების ახალ გზებს, თაღლითები ყველა ბერკეტს მიმართავენ - რაც უფრო მეტი იციან თქვენზე, მით უფრო დახვეწილ ხაფანგებს იგონებენ.
ასევე შესაძლებელია, ინტერნეტში შეგხვდეთ ყალბი სამოგზაურო სააგენტო ან ავიაკომპანიის ვებ-გვერდი ან, დღეს კიდევ უფრო პოპულარული - ერთი შეხედვით ნამდვილი, სოციალური მედიის გვერდები, გასაოცარი გარიგებებით, რომლებიც შეიძლება ნაცნობად და სანდოდ გამოიყურებოდეს. თუმცა, URL*******-ისა და ვებ-გვერდის უფრო ფრთხილად შემოწმებისას, აღმოჩნდება, რომ ისინი ყალბია. მაგალითად, URL*******-ს ექნება დამატებითი ან განსხვავებული ასოები და სიმბოლოები, ასევე ვებ-გვერდი შეიძლება შეიცავდეს გრამატიკულ შეცდომებს ან შეზღუდულ ფუნქციებს.
თაღლითები ნელა და საფუძვლიანად აგროვებენ იმ ინფორმაციას, რაც მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ, თქვენი სახელით, განახორციელონ თაღლითური ფინანსური გარიგებები. პირველი ზარით ისინი იგებენ თქვენს სახელს; მეორე ზარით - თქვენი ბანკის დასახელებას. შემდეგ კი, ისინი თქვენი ბანკის სახელით გიკავშირდებიან და ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობენ. ეს სცენარი იმდენად დამაჯერებელია, რომ ყველაზე კარგად ინფორმირებულებსაც კი, მოუდუნებიათ ყურადღება. სწორედ ამიტომ უნდა იყოთ ძალიან ფხიზლად, როცა საქმე პირად მონაცემებს ეხება!
ფიშინგი ხაფანგია, რომლის დროსაც თაღლითები თავს ფინანსურ ინსტიტუტად ან სანდო სავაჭრო ობიექტად წარმოაჩენენ, იმისთვის რომ, ყალბი წერილებისა და ვებ-გვერდების საშუალებით, მიიღონ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე.
მათ შეუძლიათ გამოგიგზავნონ ელ.წერილი თქვენი ბანკის ან ტურისტული სააგენტოს ლოგოთი, დაურთონ ბმული, რომ დააჭიროთ "რაც შეიძლება მალე", ავიაბილეთებზე ან შვებულების პაკეტზე დიდი ფასდაკლების მისაღებად. ბმულზე დაჭერისას, ის გადაგამისამართებთ ყალბ ვებ-გვერდზე, რომელზეც თქვენ მიერ გადახდილი თანხა, პირდაპირ გადაერიცხება თაღლითებს.
დაიცავით საკუთარი თავი
თქვენს ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ უზრუნველყონ თქვენი გადახდების დაცვა უსაფრთხოების მრავალდონიანი სისტემის მეშვეობით, იმისთვის რომ თავიდან აიცილონ თაღლითობა და დაიცვან თქვენი მონაცემები. მაგალითად, Visa**-მ, ასობით ათას სავაჭრო საიტზე, დანერგა Visa Secure******** სიმბოლო, უსაფრთხო ონლაინ შესყიდვების უზრუნველსაყოფად.
Visa**, ასევე, იყენებს "ტოკენებს" და one-click********* ფუნქციას, რომელიც საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ განახორციელოთ ონლაინ გადახდები.
თუმცა, ფინანსური ინსტიტუტების შესაძლებლობებიც არაა უსაზღვრო, შესაბამისად, აუცილებელია, თქვენც იყოთ ფხიზლად.
რეალურად, თქვენ ხართ საკუთარი თავის საუკეთესო დაცვა თაღლითების წინააღმდეგ.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომლების გათვალისწინებითაც, შეძლებთ უკეთ დაიცვათ თავი.
- სიფრთხილე და მოთმინება თქვენი მეგობრები არიან: მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ არასდროს არავის გაუზიაროთ თქვენი ანგარიშის ნომერი, ბარათის უკანა მხარეს მითითებული უსაფრთხოების სამნიშნა კოდი (CVV2**********) ან ერთჯერადი პაროლები. ასევე გახსოვდეთ, რომ ფინანსური ინსტიტუტები და ვერიფიცებული სავაჭრო ობიექტები არასდროს მოგთხოვენ სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნებას ტელეფონის ან ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით.
- გამადიდებელი შუშის ქვეშ: უსაფრთხო ვებ-გვერდის URL*******, რომელიც თქვენი გადახდის დეტალებს ითხოვს, უნდა იწყებოდეს „https://“-ით და გვერდით უნდა ჰქონდეს ბოქლომის სიმბოლო. უმცირესი შეცდომები და ვარიაციებიც უკვე დაფიქრებად ღირს. თუ მიიღებთ ელ.წერილს, რომელიც გთავაზობთ "დროში შეზღუდულ" შეთავაზებას. არ იჩქაროთ. კარგად შეადარეთ ელ. ფოსტით მიღებული ლოგო კომპანიის ან ბანკის მთავარ გვერდზე არსებულ ლოგოს. შეამოწმეთ გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები (მათ შორის URL*******-ში). დაპიქსელებული და დაბალი გაფართოების სურათები კიდევ ერთი დეტალია, რამაც უნდა მიიქციოს თქვენი ყურადღება. თუ წერილი არაპროფესიონალურია, დიდი ალბათობით, ეს თაღლითობის მცდელობაა და არა ბანკის ან ტურისტული აგენტის რეალური შეთავაზება. მიზანშეწონილია თავად აკრიფოთ ვებ-გვერდის URL******* ან თავად მოძებნოთ იმ კომპანიის ვებ-გვერდის სწორი სახელი, რომლის შეთავაზებასაც ხსნით ბრაუზერის საშუალებით.
- როგორ არ უნდა მოვიქცეთ: არ დააჭიროთ არცერთ ბმულს და არ გადმოწეროთ ფაილები იმ ელ. წერილებიდან, რომლებიც გთავაზობენ ისეთ რაღაცას, რაც მეტისმეტად კარგად ჟღერს საიმისოდ, რომ ნამდვილი იყოს. გადადით იმ ფინანსური ინსტიტუტის ან ტურისტული სააგენტოს მთავარ გვერდზე, რომლისგანაც მიიღეთ ელ. წერილი და შეამოწმეთ, ხომ ნამდვილად რეალურია ეს შეთავაზებები.
- შეამოწმეთ გადახდის ბმული ორჯერ: ყოველთვის გადაამოწმეთ სავაჭრო ობიექტის სახელი და თანხის ოდენობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, ტრანზაქციების დასადასტურებლად, ორფაქტორიანი ავტორიზაციის ეტაპზე გადახვალთ.
- არ დაზოგოთ ფული კარგ ანტივირუსულ/ მავნე პროგრამებისგან დამცავ პაკეტზე: ბევრი ტრადიციული ანტივირუსული პროგრამა მოიცავს მავნე პროგრამების/ფიშინგის საწინააღმდეგო ტექნოლოგიას, რაც დაგეხმარებათ სახიფათო ბმულების და ცნობილი საფრთხეების აღმოჩენაში. აირჩიეთ ამ პროგრამებიდან ერთ-ერთი და რეგულარულად განაახლეთ ის - ამაში გადახდილი თითოეული თეთრი გამართლებულია.
- ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი: ორფაქტორიანი ავტორიზაცია (2FA***********) თქვენი მეგობარია. გამოიყენეთ ის და ფრთხილად იყავით ვებ-გვერდებთან, რომლებიც არ იყენებენ მას. ასევე შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თქვენს აქტივობას ე.წ. ტრანზაქციის სიგნალების მეშვეობით. ნებისმიერი არასანქცირებული გადახდების შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენი ბარათის გამცემ კომპანიას.
გამოიჩინეთ სათანადო გულმოდგინება და თავიდან აირიდეთ თაღლითების მიერ წართმეული ფულის დაბრუნებასთან დაკავშირებული პრობლემები.
უსაფრთხო მოგზაურობასა და ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!