სამწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, Visa და ციფრულმა ბანკმა Space-მა არაერთი ინოვაციური პროექტი განახორციელეს, მაგალითად, ყველასთვის ნაცნობი Space Visa ბარათი, რომელიც, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, გიბრუნებთ გადახდილი თანხის 5%-ს, ლოიალურობის პროგრამა Space Game-ის ფარგლებში.
ამჯერად, Visa და ციფრულმა ბანკმა Space-მა გადაწყვიტეს AR ტექნოლოგიის გამოყენება, თავიანთი მომხმარებლების Instagram ფილტრის თამაშით გასახარებლად.
Visa მუდმივად ცდილობს, საგადახდო ინოვაციები მომხმარებლებს თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით, კრეატიული გზით გააცნოს. ამიტომ, Visa-Space პროექტის შემუშავებისას, აუდიტორიისათვის ქეშბექის უპირატესობებისა და შესაძლებლობების, მათთვის საინტერესო გზით გასაცნობად, გამოიყენება AR ტექნოლოგიები.