ქართველებს ახლა მეტი შესაძლებლობა აქვთ იმისთვის, რომ ფისკალური ცოდნა გაიუმჯობესონ. Visa*-მ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთად შექმნეს ფინანსური ფეხბურთის ლოკალური ვერსია - ინტერაქციული თამაში, რომელიც მოთამაშეებს ფინანსურ განათლებას აძლევს.
ფინანსური ფეხბურთი, ფინანსურ განათლებასა და ფეხბურთის კარგად ნაცნობ სტრუქტურას აერთიანებს - იწვევს მომხმარებლებს, სწრაფად უპასუხონ ფულის მართვასთან დაკავშირებულ კითხვებს, რომლებსაც პასუხის რამდენიმე ვარიანტი აქვთ.
ეს თამაში ნაწილია Visa*-ს ინიციატივისა, რომელსაც მრავალი ჯილდო აქვს მიღებული და აძლევს პრაქტიკულ ფინანსურ ცოდნას სტუდენტებსა და მოზრდილებს მსოფლიოს გარშემო. ქართული ვერსია ხელმისაწვდომია უფასოდ - ge.financialfootball.com-ზე.
პროდუქტის წარდგენის ღონისძიებაზე, თბილისში, სასტუმრო ბილტმორში, Visa*-მ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. შეთანხმება მათ შესაძლებლობას აძლევს, გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა და ხელი შეუწყონ ქვეყანაში ფინანსურ განათლებას - ორივე ორგანიზაციისთვის პრიორიტეტულ საკითხს.
*ვიზა