ახალი ბიზნეს-ლაუნჯები DragonPass და Visa-სთან ერთად

Visa განაგრძობს საუკეთესო ციფრული გამოცდილების მიწოდებას პრემიუმ ბარათების მფლობელებისთვის. მოხარულები ვართ, გაცნობოთ მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ:

2024 წლის 1 ოქტომბრიდან Visa ცვლის ლაუნჯ სერვისის მომწოდებელს და იწყებს თანამშრომლობას DRAGONPASS-თან.

მომხმარებლის გამოცდილება აეროპორტის ლაუნჯ ზონის წვდომის მისაღებად შეიცვლება ციფრული საწევროთი. ჩვენს მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ Visa Airport Companion App-ით, რომელსაც ჩამოტვირთავენ App Store-დან ან  Google Play Store-დან 2024 წლის 1 ოქტომბრიდან.


უფასო წვდომა ბიზნეს ლაუნჯებზე DragonPass პროგრამის ფარგლებში Visa Platinum, Visa Signature და და Visa Infinite პრემიუმ ბარათებთან ერთად!

თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ 1200-ზე მეტ ბიზნეს ლაუნჯს მსოფლიოს გარშემო,  Visa Platinum ბარათთან ერთად - წელიწადში ორჯერ, Visa Signature ბარათთან ერთად - წელიწადში ოთხჯერ და Visa Infinite ბარათთან ერთად -  წელიწადში ექვსჯერ. უფასო ვიზიტების გამოყენების შემდეგ, ბარათის მფლობელის, ასევე თითოეული თანმხლები პირის ვიზიტის ღირებულება $32-ია (თანხა ჩამოიჭრება თქვენი ბარათის ანგარიშიდან).

Visa პრემიუმ ბარათებთან ერთად, ნებისმიერი მოგზაურობა გამორჩეული სერვისი და კომფორტია!

Welcome to the business lounge! Welcome to the Business Lounge!

შეთავაზების გააქტიურება

Screen of the Visa Airport Companion app
1. ჩამოტვირთეთ Visa Airport Companion App, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS-ზე.

2. დაარეგისტრირეთ თქვენი შესაბამისი Visa პრემიუმ ბარათები აპლიკაციაში წვდომის მისაღებად

  • Visa Platinum
  • Visa Platinum Business
  • Visa Signature
  • Visa Signature Business
  • Visa Infinite

 

3. მოძებნეთ სასურველი ლაუნჯი და დააჭირეთ Walk-in ღილაკს

4. ციფრული წვდომის მისაღებად დააჭირეთ Membership ღილაკს

ლაუნჯ ზონაში შესასვლელად, წარუდგინეთ თქვენი ციფრული საწევრო ფრონტ-დესკთან ლაუნჯში შესვლისას ან უჩვენეთ QR კოდი ლაუნჯის თანამშრომლებს და განიტვირთეთ გაფრენამდე!

 


კითხვები და პასუხები DragonPass პროგრამის შესახებ