თაღლითობის შემცირება
აშშ-ს რეგიონალურმა საკრედიტო კავშირმა გამოიყენა Visa Analytics Platform საერთაშორისო თაღლითობის შესამცირებლად 60%-ით.
Visa Analytics Platform წარმოადგენ მძლავრი აპლიკაციების ნაკრებებს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა ანალიზს და დარგობრივ ორიენტირებს¹Visa-ს გლობალური გადახდების ქსელის ყველა შენახული მონაცემის და თანამედროვე მეცნიერების მონაპოვრების საფუძველზე.
მარტივად მიიღეთ წვდომა Visa მთლიანი პორტფოლიოს² Visa-ს დებეტის, კრედიტის და წინასწარი სამწლიან მონაცემებზე³, რაც დაგეხმარებათ ეფექტურობის გაანალიზებაში ბარათის მფლობელის, სავაჭრო ობიექტის და ტრანზაქციის დონეზე. არ არის საჭირო არანაირი ტექნოლოგიური ინტეგრაცია.
Visa Analytics Platform გვაძლევს რეალურ შედეგებს ძირითადი საქმიანობის სფეროებში და წარმოქმნილ თემებში, იძლევა თაღლითობის დონის შემცირების, ეფექტურობის ამაღლების და ბევრ სხვა საშუალებას.
აშშ-ს რეგიონალურმა საკრედიტო კავშირმა გამოიყენა Visa Analytics Platform საერთაშორისო თაღლითობის შესამცირებლად 60%-ით.
აშშ-ს მხვილმა ემიტენტმა გამოიყენა Visa Analytics Platform, ზედმეტი დატვირთვის თავიდან ასაცილებლად და კლიენტთა მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად.
Visa Analytics Platform გთავაზობთ აპლიკაციების ასორტიმენტის, ხელსაწყოთა პანელის, ანგარიშების და ინსტრუმენტების გაფართოებას5, რაც დაეხმარება ემიტენტებს, ეკვაერებს და ბრენდის სავაჭრო ობიექტებს აღმოაჩინონ თამაშის წესების შემცვლელი შესაძლებლობები.
პორტფოლიოს დიაგნოსტიკის აპლიკაცია აძლევს ემიტენტებს საშუალებას სწრაფად გადახედონ ეფექტურობის მონაცემებს დებეტის, კრედიტის და წინასწარ გადახდის შესახებ ემიტენტის პორტფოლიოში სამომხმარებლო და მცირე ბიზნესის ბარათებისთვის. იგი გაუმჯობესებულია კონკურენტული ნაკრებების ანალიზით ეფექტურობის ძირითად დარგების გამოყენების, არხების, საერთაშორისო და სავაჭრო ობიექტების სეგმენტებში.
Visa Travel Predict არის მანქანური სწავლების პროგნოზული მაჩვენებლების ნაკრები, რომელიც დაკავშირებულია ბარათების მფლობელების ქცევასთან მოგზაურობებისას და შეუძლია დაეხმაროს ემიტენტებს დაგეგმონ და ჩაატარონ მარკეტინგული კამპანიები, რათა გააუმჯობესონ ბარათის მფლობელის მოგზაურობის ხარისხი და გაზარდონ საერთაშორისო შემოსავლები.
ეხმარება ემიტენტებს გაიგონ ტენდენციები მათ Visa-ს პორტფოლიოშო, რომლებიც დაკავშირებულია აქტიურ ანგარიშებთან და დებეტური კრედიტული ან წინასწარი გადახდის ბარათების გამოშვების თარიღთან. იგი წარადგენს ყოველკვირეულ ტრენდს, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ სწრაფად გააანალიზოთ გასული წლის მონაცემებივ6.
მარტივად გაუშვით სტანდარტული ანგარიშები, რათა მალე მიიღოთ პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე ან შექმენით საკუთარი ანგარიშები, რათა ღრმად გამოიკვლიოთ თქვენი საკუთარი მონაცემები.
მძლავრი ანალიზი ბარათის მფლობელის ქცევის სამომხმარებლო სეგმენტირების შექმნის მეშვეობით.
მარტივია დაწყება და მხარდაჭერის მიღება.
¹ ყველა ეტალონური მონაცემი წარდგენილია მხოლოდ კონკურენტული ნაკრებისთვის.
² Visa Analytics Platform ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ ემიტენტების, მყიდველების და ბრენდის სავაჭრო ობიექტებისთვის.
³ სადაც ხელმისაწვდომია სამი წლის მონაცემები.
4 კონკრეტული შემთხვევა წარდგენილია „როგორც არის“ და მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. Visa Inc. არ იძლევა არანაირ გარანტიას და არ აცხადებს ამ დოკუმენტში შემავალი ინფორმაციის სისრულის და სიზუსტის შესახებ და ასევე არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას იმაზე, როც შეიძლება მოჰყვეს ასეთი ინფორმაციის გამოყენებას. მკითხველები არ უნდა დაეყრდნონ ამგვარ ინფორმაციას ოპერატიული, მარკეტინგული, იურიდიული ან სხვა რჩევის მისაღებად. კონკრეტული შემთხვევა დამოუკიდებლად უნდა შეფასდეს თქვენი ბიზნეს საჭიროებებისა და მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად.
5 პორტფოლიოს დიაგნოსტიკის აპი, ბარათის მფლობელების ანალიტიკური პანელი და Debit Metro Dashboard ხელმისაწვდომია მხოლოდ ემიტენტებისთვის.
6 სადაც ხელმისაწვდომია ერთი წლის მონაცემები.