ვერ იპოვეთ, რასაც ეძებდით, ან ბარათი დაგეკარგათ? დაგვიკავშირდით დახმარებისთვის. გაგვესაუბრეთ ჩატში, გამოგვიგზავნეთ ელ.შეტყობინება ან დააწკაპუნეთ აქ, რათა ნახოთ კლიენტთა მხარდაჭერის საერთაშორისო სამსახურის ცენტრის ცხელი ხაზის ნომრები. ზარი უფასოა.
დაუკავშირდით Visa-ს
თქვენი Visa ბარათის ანგარიში
-
Visa არ ინახავს იმ ფინანსური ტრანზაქციების დეტალებს, რომლებიც, შესაძლოა, თქვენ განახორციელეთ Visa-ს გადახდის ბარათით – ეს ინფორმაცია ინახება და იმართება თქვენი Visa-ს საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ემიტენტის მიერ.
თქვენი ანგარიშის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდით თქვენი Visa ბარათის ემიტენტს. მათ მისამართს და/ან ტელეფონის ნომერს ნახავთ თქვენი Visa-ს ამონაწერში. ტელეფონის ნომერი, ასევე, შეიძლება ჩანდეს თვითონ ბარათის უკანა მხარეს. შეგიძლიათ მოძებნოთ ბარათის გამცემი ორგანიზაცია და მის ვებსაიტზე წაიკითხოთ დამატებითი ინფორმაცია.
-
თქვენი ბარათის ემიტენტს შეუძლია დაგეხმაროთ არაავტორიზებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში. მათ მისამართს და/ან ტელეფონის ნომერს ნახავთ თქვენი Visa-ს ამონაწერში. ტელეფონის ნომერი, ასევე, შეიძლება ჩანდეს ბარათის უკანა მხარეს.
გაიგეთ მეტი Visa-ს მიერ შემოთავაზებულ სერვისებზე და გაზარდეთVisa ბარათის უსაფრთხოების დონე, გაეცანით დაცულობის და უსაფრთხოების განყოფილებას.
-
თქვენი გადახდის გამოცდილება ჩვენთვის უზომოდ მნიშვნელოვანია. სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც განათავსებენ Visa-ს ლოგოს, უფლება არ აქვთ, აირჩიონ, მიიღონ თუ არა Visa-ბარათი გადახდებისთვის, იმ შემთხვევაში თუ კლიენტი სანდოდ იქცევა.
ფინანსური ორგანიზაციების სახით Visa-ს 16 000-ზე მეტი ისეთი კლიენტი ჰყავს, რომლებიც საკუთარ Visa-ს ბარათებს გამოსცემენ და არეგისტრირებენ სავაჭრო ობიექტებს, რომლებშიც მათი მიღებაა შესაძლებელი. ეს ორგანიზაციები სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის წესებსა და პირობებს თავად აწესებენ და შესაბამისად მართავენ კლიენტთა მხარდაჭერის სერვისის ყველა საკითხს, რომელიც მათ უკავშირდება.
გირჩევთ, რომ შეატყობინოთ თქვენი Visa ბარათის ემიტენტს კლიენტთა მხარდაჭერის სერვისის ნომრის გამოყენებით, რომელიც თქვენი Visa-ს ამონაწერში ან Visa ბარათის უკანა მხარესაა წარმოდგენილი. თქვენი Visa-ბარათის ემიტენტს ხელი მიუწვდება Visa-ს შესაბამის წესებსა და რეგულაციებზე, ისევე როგორც კლიენტის საჩივრების შეტყობინებათა ფორმებზე საჩივრების წარსადგენად.
დაცულობა და უსაფრთხოება
-
ისევე, როგორც ყველა Visa ბარათის შეცვლის შემთხვევაში, ახალი დიზაინის მქონე ბარათები გამოიცემა Visa ბარათის ემიტენტის მიერ. Visa-ს ყველა პროდუქტი გთავაზობთ მოსახერხებელ, სანდო, დაცულ და უსაფრთხო გზებს შესყიდვების განსახორციელებლად. თქვენი Visa ბარათის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაურეკეთ თქვენი ბარათის ემიტენტს.
-
Visa მუშაობს ფინანსურ ინსტიტუტებთან, სავაჭრო ობიექტებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა უზრუნველყოს, რომ არ არსებობდეს გაუგებრობა, როდესაც ბარათი ახალი დიზაინით გამოიცემა.
-
არა. Visa მუშაობს ფინანსურ ინსტიტუტებთან, სავაჭრო ობიექტებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა უზრუნველყოს, რომ არ არსებობდეს გაუგებრობა, როდესაც ბარათი ახალი დიზაინით გამოიცემა. როგორც ყოველთვის, Visa-ს სათადარიგო პროგრამები აქვს მომზადებული თაღლითური ქცევების მონიტორინგში დასახმარებლად და ბარათის მფლობელებისთვის პოტენციურად თაღლითური გამოყენების თაობაზე შეტყობინების გასაგზავნად. Visa კვლავ შესთავაზებს ბარათის მფლობელებს ინტენსიურ დაცვას მრავალშრიანი უსაფრთხოების სისტემის მეშვეობით, რათა ბარათის მფლობელები თავდაჯერებულად და უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, როდესაც ახალ Visa-ბარათს გამოიყენებენ.
-
Visa არ ქმნის ან ემსახურება სავაჭრო ობიექტების ანგარიშებს, თუმცა, თუ თქვენ გსურთ, იღებდეთ Visa-ს საკუთარ ბიზნესში, გთხოვთ, დაუკავშირდით Visa-ს მომსახურე ბანკს.
-
ფრთხილად იყავით, თუ რომელიმე შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე პირად მონაცემებს მოითხოვს, როგორიცაა პაროლი, პინი ან თქვენი სოციალური უზრუნველყოფის ნომერი, ან თუ იმ ვებგვერდის ბმულს მიიღებთ, რომელზეც ამ ინფორმაციას მოგთხოვენ. ეს წერილები შეიძლება შეიცავდეს სხვა პირის მიერ იმიტაციის არაკანონიერ აქტს ან ელექტრონული ფოსტის ისეთი მისამართის წარმოდგენას, რომელიც ჰგავს სხვა, ნამდვილ მისამართს და ბიზნესს. გახსოვდეთ, რომ არასდროს გააგზავნოთ პირადი ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით. თუ თქვენ მიიღეთ ელექტრონული წერილი, რომელიც Visa-ს იმიტაციას ახდენს, გთხოვთ, შეატყობინეთ Visa-ს არაკანონიერი ელექტრონული წერილის დეტალები.
-
მნიშვნელოვანია, კლიენტებმა იცოდნენ, რომ ბარათის მფლობელებს Visa არ დაურეკავს ან მიწერს ელექტრონულ ფოსტაზე მათი პირადი ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით. Visa-ს ქოლ-ცენტრები არ ახორციელებენ სატელეფონო მარკეტინგულ ზარებს. კლიენტებმა არ უნდა უპასუხონ არცერთ ელექტრონულ წერილს ან სატელეფონო ზარს, რომელიც შეიცავს პირადი ბარათის ინფორმაციის მოთხოვნას და ვურჩევთ, დაუყოვნებლივ აცნობონ მდგომარეობის შესახებ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს, ისევე როგორც იმ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელმაც გამოუშვა მათი ბარათი.
-
Visa-ში კიბერუსაფრთხოება არის ჩვენი ფასეულობების საფუძველი. ჩვენ დავაარსეთ Bug Bounty პროგრამა, რათა ხელი შევუწყოთ პოტენციური დაუცველობის შესახებ ინფორმაციის გაცვლას, დავადგინოთ დაუცველობის ტესტირების ფარგლები და წესები და შევქმნათ უსაფრთხო ადგილი იმ პირებისთვის, რომლებიც იცავენ ამ წესებს. მოქმედი და მოქმედი ანგარიშები შეიძლება მიენიჭოს პროგრამის პოლიტიკის მიხედვით.
თუ დაუცველობა, რომლის შესახებაც გსურთ შეატყობინოთ, არ შეესაბამება Bug Bounty პროგრამას, შეგიძლიათ შეატყობინოთ მას ჩვენს არასტიმულირებულ პასუხისმგებლობის გამჟღავნების პროგრამაში.
ანგარიშის მოქმედების შეჩერება და ანგარიშის შესახებ საგანგაშო გაფრთხილებები:
-
ბენზინგასამართ სადგურზე გადახდისას ბარათის გამომშვებები ბარათის მფლობელთა თანხებს დროებით "ყინავენ" საბოლოო ტრანზაქციის თანხის ოდენობის წინაწარი გათვლით, რათა ბარათის მფლობელთა ანგარიშები ნაშთის გადაჭარბებისგან დაიცვან. ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი არ აკავებს თანხას ანგარიშზე. თუ საკუთარ ანგარიშზე საწვავის შესყიდვის ტრანსაქციასთან დაკავშირებული გაყინვის შესახებ გაქვთ კითხვები, გთხოვთ დაუკავშირდით თქვენი ბარათის ემიტენტს.
ბენზინგასამართი სადგურის ანგარიშის გაყინვა და ანგარიშის შესახებ გაფრთხილებები:
ანგარიშზე თანხის ჩამოჭრა შეიძლება დაუყოვნებლივ არ მოხდეს, როდესაც თანხის საბოლოო რაოდენობა უცნობია. Visa-ს ეს პროცესები შემუშავებული აქვს Visa-ს სადებეტო ბარათის ემიტენტების, სავაჭრო ობიექტებისა და ბარათის მფლობელთა დასაცავად. ეს ყველაზე ხშირად მაშინ ხდება, როდესაც დასაკმაყოფილებელია მომხმარებლის მოთხოვნა გადახდის მოსახერხებელი მეთოდების თაობაზე, როგორიცაა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავისთვის გადახდა.მაგალითად, თუ Visa-ს სადებეტო ბარათს რესტორანში გამოიყენებთ, თქვენი ბარათი შეიძლება დადასტურდეს მანამ, სანამ სერვისისთვის დამატებით გადახდილი თანხა აისახება. ასეთი ტიპის შესყიდვებისთვის Visa-ს სადებეტო ბარათის ემიტენტებმა შესაძლოა ბარათის მფლობელის თანხები ცალკე გამოყონ ტრანზაქციის სავარაუდო ხარჯის დასაფარავად. ეს პროცესი ცნობილია, როგორც "შეკავება" და იცავს როგორც ბარათის მფლობელების, ასევე სავაჭრო ობიექტების უსაფრთხოებას. ეს უზრუნველყოფს, რომ სავაჭრო ობიექტებმა ტრანზაქციის თანხა მიიღონ, ბარათის მფლობელებმა კი არ დახარჯონ უფრო მეტი ფული, ვიდრე აქვთ. მაშინ, როდესაც ტრანზაქციების უმეტესობას 24 საათზე ნაკლები შეკავება აქვს, Visa, ბარათის მფლობელთა დაცვის მიზნით, ემიტენტებს ან ფინანსურ ინსტიტუტებს ავალებს, მოხსნან ყველა შეკავება 72 საათის განმავლობაში.
კითხვა: როდის მოიხსნება ავტორიზაციის შეკავება ჩემს ბარათზე?
პასუხი: მაშინ, როდესაც ტრანზაქციების უმეტესობას 24 საათზე ნაკლები შეკავება აქვს, Visa, ბარათის მფლობელთა დაცვის მიზნით, ემიტენტებს ან ფინანსურ ინსტიტუტებს ავალებს, მოხსნან ყველა დაკავება 72 საათის განმავლობაში ან უფრო ნაკლებ დროში.კითხვა: ზოგჯერ, როდესაც ანგარიშის შესახებ შეტყობინებას ვიღებ ელექტრონულ წერილის ან ტექსტური შეტყობინების სახით, რატომაა განსხვავება ასახულ თანხასა და ბენზინგასამართ სადგურზე გადახდილ თანხას შორის?
პასუხი: ანგარიშის შესახებ ზოგიერთ შეტყობინებაში მოცემული თანხები შეიძლება არ ასახავდეს საბოლოო რაოდენობას, განსაკუთრებით, ისეთი სავაჭრო ობიექტების შემთხვევაში, სადაც საბოლოო რაოდენობა უცნობია, მაგალითად, რესტორნებში და ბენზინგასამართ სადგურზე საწვავისთვის გადახდისას. ანგარიშის შესახებ შეტყობინებაში მოცემული თანხა შესაძლოა არ წარმოადგენდეს ტრანზაქციის საბოლოო რაოდენობას, რომელიც აისახება თქვენს ქვითარში.კითხვა: როდესაც ჩემს საბანკო ანგარიშს ონლაინ ვნახულობ, რატომაა ნაჩვენები რაოდენობა ბენზინგასამართ სადგურზე გადახდილი თანხის რაოდენობისგან განსხვავებული?
პასუხი: ონლაინ ამონაწერები შეიძლება მაშინვე არ ასახავდეს ტრანზაქციის საბოლოო რაოდენობას, განსაკუთრებით, ისეთი სავაჭრო ობიექტების შემთხვევაში, სადაც საბოლოო რაოდენობა ავტორიზაციის დროს უცნობია, მაგალითად, რესტორნებში და ბენზინგასამართ სადგურზე საწვავისთვის გადახდისას. თქვენი ონლაინ ამონაწერი შემდეგ სამუშაო დღეს უკვე უნდა ასახავდეს ტრანზაქციის საბოლოო რაოდენობას.
ბარათები ჰოლოგრაფიკული მაგნიტური ზოლებით
-
Visa-მ ახლახან აღმოაჩინა POS ტერმინალზე ინდუსტრიის იშვიათი ტექნიკური პრობლემა, რომელიც უკავშირდება ჰოლოგრაფიული მაგნიტური ზოლის მქონე გადახდის ბარათების გამოყენებას. პრობლემის მასშტაბი რაოდენობრივად ძალიან მცირეა, როგორც მიღების ინციდენტების, ასევე ბაზარზე არსებული დაზიანებული ბარათების მხრივ.
Visa-მ აღმოაჩინა, რომ ტექნიკური პრობლემები წარმოიქმნა, როდესაც ჰოლოგრაფიული მაგნიტური ზოლების მქონე ბარათები ისეთ გარემოში იქნა გამოყენებული, სადაც სტატიკური ელექტროობის მაღალი დონეებია. ამ შემთხვევებში, სტატიკურ ელექტროობას შეუძლია შეაფერხოს ბარათის დადებით შესასრულებელი ჩვეულებრივი ოპერაცია და ხელი შეუშალოს ელექტრონული ტარნსაქციის განხორციელებას.
თუმცა პრობლემები მართლაც მოქმედებს მიღებასა და მოხერხებულობაზე, რომელიც მომხმარებლებისადმი Visa-ს ვალდებულების ქვაკუთხედია. Visa-ს სწამს, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ზემოქმედებს მიღებაზე, მიუხედავად იმისა თუ რამდენად იშვიათი ან გამონაკლისი შემთხვევაა, მწვავედ უნდა იქნას დასმული.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ჰოლოგრაფიული მაგნიტური ზოლის მქონე ბარათები ბაზარზე, Visa-ს მიცემული აქვს რეკომენდაცია, რომ შეცვალონ ეს ბარათები უმოკლეს მოსახერხებელ ვადაში.
-
ახლახან Visa-მ წარმოადგინა ახალი ბარათის დიზაინი, რომელიც შეიცავდა ჰოლოგრაფიულ მაგნიტურ ზოლს ბარათის უკანა მხარეს. ახალ დიზაინში ჩასმულია მტრედის ჰოლოგრამა ხელმოწერის პანელის ზემოთ, სადაც ბარათის გვერდულად მოძრაობისას სხვადასხვა ფერის მტრედები ჩნდება.
-
მიღებული ინფორმაციისა და ცნობების საფუძველზე, ნათელია, რომ ამ პრობლემების სავარაუდო მიზეზი ელექტროსტატიკური განმუხტვაა (ESD), რომელიც შემდეგი ფაქტორების კომბინაციის შედეგია:
- ჰაერის დაბალი ტენიანობა POS ტერმინალზე, რომელიც ჩვეულებრივზე მაღალ ელექტროსტატიკურ ძაბვებს იწვევს
- POS ტერმინალის აღჭურვილობა ელექტროსტატიკური განმუხტვის დაბალი გამძლეობით, როგორც წესი, მაგნიტური ბარათის წამკითხველის თავზე
- ჰოლოგრაფიული მაგნიტური ზოლების მქონე გადახდის ბარათის გამოყენება, რომელსაც ჩვეულებრივ მაგნიტურ ზოლებზე უფრო მაღალი ელექტროსტატიკური გამტარობა აქვს
-
მიუხედავად იმისა რომ პრობლემის მასშტაბი ძალიან მცირეა, Visa სერიოზულად ეკიდება ყველა იმ საკითხს, რომელიც ბარათის მფლობელთა მიღებასა და მოხერხებულობას ეხება. აქედან გამომდინარე, ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ჰოლოგრაფიული მაგნიტური ზოლის მქონე ბარათები ბაზარზე, Visa-ს მიცემული აქვს რეკომენდაცია, რომ შეცვალონ ეს ბარათები უმოკლეს მოსახერხებელ ვადაში.
-
ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ჰოლოგრაფიული მაგნიტური ზოლის მქონე ბარათები ბაზარზე, Visa-ს მიცემული აქვს რეკომენდაცია, რომ შეცვალონ ეს ბარათები უმოკლეს მოსახერხებელ ვადაში. ჩვენ უშუალოდ თქვენს ფინანსურ ინსტიტუტთან ვმუშაობთ ამ საკითხის რაც შეიძლება მალე მოსაგვარებლად და თქვენთვის პროცესის, რაც შეიძლება, გასამარტივებლად.
-
დიახ, გააგრძელეთ თქვენი ამჟამინდელი ბარათის გამოყენება, სანამ თქვენი ფინანსური ინსტიტუტი არ დაგიკავშირდებათ. ამ პრობლემით შეფერხებული ტრანზაქციების რაოდენობა ძალიან მცირეა. ჰოლოგრაფიული მაგნიტური ზოლის მქონე ბარათებით შესრულებული ტრანზაქციების უდიდეს ნაწილს არ აქვს არანაირი გართულება.
-
ბარათის მფლობელთათვის ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე სახის მოქმედების საჭიროება. თქვენი ფინანსური ინსტიტუტი დაგიკავშირდებათ, თუ თქვენს ბარათს გამოცვლიან. სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩვეულებისამებრ გააგრძელოთ ამჟამინდელი ბარათის გამოყენება. ჰოლოგრაფიული მაგნიტური ზოლის მქონე ბარათებით შესრულებული ტრანზაქციების უდიდეს ნაწილს არ აქვს არანაირი გართულება.
-
აღწერილი პრობლემები მხოლოდ POS ტერმინალებს მოიცავდა. ამჟამად, ბანკომატების თაობაზე მიღებული პრობლემების შეტყობინებები არ არსებობს.
-
არა. ჰოლოგრაფიული მაგნიტური ზოლის მქონე ბარათებთან დაკავშირებული მიღების პრობლემები გავლენას არ იქონიებს თქვენს ანგარიშზე.
-
მესამე მხარის ლაბორატორიული შემოწმება მიუთითებს, რომ ჰოლოგრაფიული მაგნიტური ზოლის მქონე ბარათები არ ქმნიან უსაფრთხოების პრობლემებს ბარათის მფლობელთათვის.
Visa-ს ბრენდი და მარკეტინგი
-
ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ყველა მოთხოვნა წერილობით უნდა გაიგზავნოს აქ:
Event and Sponsorship Marketing Dept.
Visa USA
P.O. Box 8999
San Francisco, CA 94128-8999 -
დიდი მადლობა Visa-ს რეკლამირებაში თქვენი ინტერესის გამოჩენისთვის, თუმცა ვერ მივიღებთ კერძო ინიციატივით მოწვდილ იდეებს რეკლამირების თაობაზე.
-
Visa-ს ბარათების უფლებამოსილი გამომცემლებისა და Visa-ს ვაჭრობის ობიექტების მომსახურების სახით, Visa-ს აქვს Visa-ს ბრენდის ელექტრონულ გრაფიკული გაფორმება, რომელიც ბმულით Visa-ს საკუთრებაში არსებულ ვებსაიტებს უკავშირდება. მხოლოდ Visa ბარათის ემიტენტები და სავაჭრო ობიექტები ფლობენ Visa-ს სამარკო ნიშნების გამოყენების ავტორიზაციას. თუ Visa-ს ბარათის გამომშვებში ან Visa-ს სავაჭრო ცენტრში მუშაობთ, ეწვიეთ ჩვენს მარკეტინგის ცენტრს Visa-ს ლოგოს თაობაზე ინფორმაციის მისაღებად და ჩამოტვირთვისთვის.
-
Visa ანახლებს ყველასთვის ცნობილ ლურჯ, თეთრ და ოქროსფერ Visa-ს ლოგოს, ახალი იერის მისაცემად.
-
Visa საკრედიტო ბარათების კომპანიიდან გადახდების ისეთ კომპანიად გარდაიქმნა, რომელიც კლიენტებს გადახდის მრავალი სახის პროდუქტსა და სერვისს სთავაზობს. Visa-ს ახალი ლოგოსა და ბარათის დიზაინი Visa-ს ევოლუციას ასახავს.
-
ახლანდელი ლოგო Visa-ს ბარათებზე, ისევე როგორც რეკლამებში, მარკეტინგსა და ონლაინ კომუნიკაციებში, პირველად 2006 წლის იანვარში გამოჩნდა. Visa ბარათები და კომუნიკაციები Visa-ს თანამედროვე სამარკო ნიშნებით 2011 წლის 30 ივნისამდე თანაიარსებებს იმ ბარათებთან და კომუნიკაციებთან, რომლებიც Visa-ს დროშას წარმოაჩენს
კითხვები თქვენი ბარათის ემიტენტისთვის
თქვენს ემიტენტს, ან ბანკს, რომელმაც მოგაწოდათ Visa ბარათი, შეუძლია, იმ კითხვების უმეტესობაზე გაგცეთ პასუხი, რომლებიც გადასახადის ონლაინ გადახდას, ბალანსის შემოწმებას, დაჯილდოების მიღებას ან დაკისრებული ხარჯის გასაჩივრებას უკავშირდება.
მომხმარებელთა მხარდაჭერა
გაქვთ კითხვები Visa-ს პროდუქტებთან დაკავშირებით? ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ.
შექმენით Visa-ს მერჩანტის ანგარიში და მიიღეთ გადახდები
შექმენით Visa-ს მერჩანტის ანგარიში და მიიღეთ გადახდები