VisaNet. ქსელი, რომელსაც ენდობი.

VisaNet გლობალური ქსელია Visa-ს წიაღში, რომელიც ტექნოლოგიების, ინფრასტრუქტურისა და ინოვაციის შერწყმით უზრუნველყოფს სწრაფ ციფრულ გადახდებს ყველასთვის.

VisaNet — ქსელი, რომელსაც ენდობა მსოფლიო

Visa მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო ბრენდია. გარდა საბარათე ქსელისა, VisaNet ამუშავებს ციფრული გადახდების უამრავ ფორმას მსოფლიოს გარშემო, 24/7.

  • უსაფრთხოება

    VisaNet იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და მრავალდონიან დაცვას, რომ გაუმკლავდეს თაღლითობის მზარდ საფრთხეს და ინარჩუნებს თაღლითობის ისტორიულად დაბალ მაჩვენებელს.

VisaNet-ის ტექნოლოგიები და ინოვაცია

Visa-მ ინვესტიცია განახორციელა ისეთ პროდუქტებსა და სერვისებში, რომლებიც ამარტივებს და იცავს გადახდებს, რითაც გარდაქმნა ადამიანებს, ბიზნესებსა და მთავრობებს შორის ფულის მიმოქცევა.

ზრდის დამაჩქარებელი

ჩვენი მოქნილი ქსელი ეხმარება მთავრობებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, ფინტექებსა და ინოვატორებს საკუთარი მიდგომების პერსონალიზებაში განსხვავებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

Cloud Connect

Visa Cloud Connect იმ ფინტექებსა და კლიენტებს, რომლებიც საკუთარი პლატფორმების მოდერნიზების გზებს ეძებენ, საშუალებას აძლევს, უსაფრთხოდ დაუკავშირდნენ VisaNet-ის ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას.

უფრო გონიერი ხელოვნურ ინტელექტთან ერთად

VisaNet +AI სერვისების ისეთი ნაკრებია, რომელიც ეხმარება გადახდების დამუშავებას შეფერხების დროს, აჩქარებს მათ და ახდენს სახაზინო ტრანზაქციების ოპტიმიზაციას.

ციფრული გადახდების სამყაროს ლიდერობა

VisaNet მისდევს ჩვენს ხედვას, რომ კომფორტი შეუქმნას ყველას და ყველგან სანდო და დაცული გადახდების, ასევე, გლობალურ ეკონომიკასთან წვდომის, მეშვეობით.