She’s Next Empowered by Visa-ს ბიზნეს იდეების კონკურსის 3 გამარჯვებული ცნობილია
თბილისი, იანვარი 26, 2024 – She’s Next Empowered by Visa-ს მე-4 ტალღის ფარგლებში გამოცხადებულ ბიზნეს იდეების კონკურსს 3 გამარჯვებული ჰყავს, რომლებიც 10 საუკეთესო მონაწილეს შორის, დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეარჩია.
თითოეულმა გამარჯვებულმა, საუკეთესო ბიზნეს იდეის განსახორციელებლად, ფულადი პრიზის სახით, 10,000 ლარი მიიღო. პროექტის ფარგლებში, ისინი გაივლიან მენტორულ სესიას, ბიზნესის წარმატებით დასაწყებად.
კონკურსი Visa-ს ინიცირებით, ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით, She’s Next Empowered by Visa-ს ფარგლებში განხორციელდა.
ბიზნეს იდეების კონკურსის გამარჯვებულები არიან:
ანა გიგაშვლი - სტარტაპი „Zest” - პროდუქტიულობის აპლიკაცია, მობილური და smartwatch პლატფორმებისთვის
მარიამ ლაბახუა - “Cats and Dogs” - ვებ-პლატფორმა შინაური ცხოველების მეპატრონეებისა და პოტენციური მომვლელების დასაკავშირებლად
ნინო ნუცუბიძე - “Rebooked” - კაფე-ბარებისა და რესტორნების ონლაინ დაჯავშნის პლატფორმა
კონკურსში მიღებული 1000-ზე მეტი განაცხადიდან, წინასწარ დადგენილი წესებისა და კრიტერიუმებით, შეირჩა საუკეთესო 10 მონაწილე, რომლებიც ერთ კვირიან ტრენინგ სესიებს დაესწრნენ, ბრენდინგის, ციფრული ტექნოლოგიების, საბანკო პროდუქტების, გაყიდვების, მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და ინვესტიციების მიმართულებით.
Visa-ს შესახებ
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე Visa.com.ge
USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: USAID არის მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო. საქართველოსთან პარტნიორობის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, USAID-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ტრანსფორმაციას განვითარებად დემოკრატიად, რომელიც სულ უფრო მეტად არის ინტეგრირებული დასავლურ პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ ინსტიტუტებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5-წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ. https://www.facebook.com/EconSecProgram.
“ქალების მომავლისთვის“ შესახებ
ბიზნესფედერაცია "ქალები მომავლისთვის“ მისიაა, გააძლიეროს ქალების როლი ეკონომიკური განვითარების პროცესში, რასაც ახორციელებს ქალ ბიზნესლიდერთა ავტორიზებული ქსელის ჩამოყალიბებისა და მის წევრებს შორის აქტიური თანამშრომლობის გზით. ფედერაცია მხარს უჭერს მცირე და საშუალო კომპანიებისა და სტარტაპების განვითარებას, აკავშირებს ქალ ბიზნესლიდერებს მათი ინტერესების შესაბამისად და ეხმარება ადგილობრივ, საერთაშორისო ბიზნეს ღონისძიებებში მონაწილეობაში. “ქალები მომავლისთვის” ქმნის მრავალმხრივ, ეფექტიან გაერთიანებას, რომელშიც შედიან წარმატებული ქალი ბიზნესლიდერები, ანტრეპრენერები, მაღალი რგოლის მენეჯერები და კომპანიები, რომლებსაც ფედერაცია აქტიურად აკავშირებს კერძო, საჯარო და საერთაშორისო წარმომადგენლობით ორგანოებთან. https://w4t.ge/
ინფორმაცია მედიისთვის:
Visa-ს პრესსამსახური საქართველოში
ნობლეტ მედია აღმოსავლეთ პარტნიორობა
+99555449965
[email protected]
კომუნიკაციებისა და ურთიერთობის ხელმძღვანელი
USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა
+995599189808
[email protected]
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
“ქალები მომავლისთვის”
+995593520474
[email protected]