თბილისი, 21 სექტემბერი, 2022 – Visa იწყებს She’s Next, Empowered by Visa-ს მესამე ტალღას საქართველოში და ბიზნეს ფედერაციასთან “ქალები მომავლისთვის” პარტნიორობით, აცხადებს საჯარო ბიზნეს კონკურსს ქალი მეწარმეებისთვის. ბიზნეს იდეების გაზიარების გზით, მეწარმე ქალები, უფასო მენტორულ სესიებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად და ფულადი პრიზების მისაღებად ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ. კონკურსის გამარჯვებულს და პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა 25 000 ლარი, მეორე ადგილის მფლობელი კი 15 000 ლარს მიიღებს.
კონკურსი Visa elevator pitch-ის ფორმატში, გლობალური ინიციატივის She’s Next, Empowered by Visa -ს ფარგლებში იმართება და განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნეს იდეები, ან უკვე მართავენ საკუთარი ბიზნესს, უკავია აღმასრულებელი დირექტორის, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლის პოზიცია ან სტარტაპ კომპანიის დამფუძნებელი.[1]
“ვამაყობ, რომ Visa-მსაქართველოშიმცირედასაშუალობიზნესშიდასაქმებულიქალიმეწარმეებისხელშეწყობისუწყვეტიტრადიციადაამკვიდრაგლობალურიინიციატივის She’s Next, Empowered by Visa-სფარგლებში. მოხარულებივართ, რომ პარტნიორორგანიზაციასთანერთად “ქალებიმომავლისთვის” ვიწყებთ კამპანიისმესამეტალღას და ვაცხადებთ ერთობლივ კონკურსს, რომელიც საქართველოშიქალიმეწარმეებისგაძლიერებასისახავსმიზნად. კონკურსისფარგლებშივიწვევთქალებს, რომლებიცხელმძღვანელობენსტარტაპ კომპანიას, ანაქვთსაინტერესობიზნესიდეადა სურვილი გაიუმჯობესონ ფიჩინგის უნარები. მოვუწოდებთითოეულქალს, ვინცბიზნესსამყაროშისაკუთარითავისდამკვიდრებისკენმიისწრაფვის, ჩაერთოსკონკურსში და მიიღოს ფულადი პრიზების მოგების რეალური შანსი.” - განაცხადა დიანაკიღურაძემ,Visa-სრეგიონულმამენეჯერმაკავკასიისრეგიონში.
„ ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ბიზნეს ფედერაცია „ ქალები მომავლისთვის“ 2020 წლიდან ჩართულია გლობალურ კამპანიაში - She’s Next Empowered By Visa და კვლავ აქტიურად აგრძელებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას, ეხმარება მათ ბიზნეს კონკურეტუნარიანობისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევაში. სიამაყით გაცნობებთ, რომ She’s Next-ის მესამე ტალღის ფარგლებში, Visa-სთან პარტნიორობით ბიზნესს ფედერაცია აცხადებს საჯარო კონკურსს, რომელიც ქალ მეწარმეებს უქმნის შესაძლებლობას გაიუმჯობესონ ბიზნესის მართვის უნარები და თავიანთი ბიზნესის ან/და ბიზნეს იდეის გასავითარებლად მიიღონ ფულადი პრიზი. მოვუწოდებთ, საქართველოში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ მეწარმე ქალს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გამოწვევბი აქციონ წარმატებად!“ - აღნიშნა ნინა კობახიძემ, ბიზნეს ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
კონკურსიჩატარდებასამეტაპად:
- განაცხადის მიღების და დამუშავების პროცესი[2] - პირველ ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს თითოეული განაცხადის შესაბამისობას კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებთან და პირობებთან, რის შედეგადაც შეირჩევა ათი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული მეწარმე ქალი, რომლებიც უფასო ონლაინ მენტორინგის საკონსულტაციო სესიებში მიიღებენ მონაწილეობას.
- მენტორულისესიები - 10 საუკეთესო მონაწილე, ორდღიან უფასო საკონსულტაციო სესიებზე დაესწრებიან, სადაც შეისწავლიან ფიჩინგის ტექენიკას, ეფექტური პრეზენტაციის მომზადებას, ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის განვითარების მიზნით.
- Visa Elevator Pitch-ისფორმატი დადაჯილდოებისცერემონია - კონკურსის მესამე და ფინალურ ეტაპზე, 10 საუკეთესო მონაწილე ვალდებულია თავიანთი ბიზნესიდეა (Elevator pitch-ის ფორმატში) წარადგინონ ჟიურის წინაშე 90 წამში. პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური იმავე დღეს 2 გამარჯვებულს გამოავლენს, შედეგად კი პირველ ადგილზე გასული 25 000 ლარით, ხოლო მეორე ადგილზე გასული მონაწილე 15 000 ლარით დაჯილდოვდება.
დაინტერესებული კანდიდატები ყურადღებით უნდა გაეცნონ კონკურსის წესებსა და პირობებს, შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ბმულზე, სადაც სპეციალურ გრაფაში წარმოადგენენ სამოტივაციო წერილს ქართულ 2022 წლის 10 ოქტომბრამდე.
[1] კონკურსის წესები და მონაწილეობის პირობები, იხილეთ ბმულზე
[2] კონკურსში მიიღება მხოლოდ ერთი განაცხადის ფორმა და ბიზნეს იდეა თითო განმცხადებელზე.