თბილისი, 2020 წლის 13 მაისი -დღეს Visa Foundation*-მა წითელი ჯვრისთვის 1,6 მილიონი აშშ დოლარიანი COVID-19-ის შედეგების დაძლევის გრანტის დამტკიცების შესახებ გამოაცხადა, რომელიც მხარს უჭერს COVID-19–ის დახმარების პროგრამებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში. წითელი ჯვარი პანდემიის წინა ხაზზე მუშაობს და მოწყვლად თემებს კრიტიკულ მომსახურებას უწევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კატასტროფის შემამსუბუქებელი სერვისების საშუალებით.
აღნიშნული გრანტი Visa Foundation*–ის ცოტა ხნის წინ გამოცხადებული 210 მილიონი აშშ დოლარის გლობალური ვალდებულების ნაწილია, რომლიდანაც 10 მილიონი აშშ დოლარი COVID-19–ით გამოწვეულ საგანგებო საჭიროებებზეა ფოკუსირებული, რაც ამ კვირაში გამოცხადდა ორგანიზაციებისთვის მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო დანარჩენი 200 მილიონი აშშ დოლარი კი მცირე და მიკრო ბიზნესის გრძელვადიანი საჭიროებებისთვისაა განკუთვნილი მომდევნო 5 წლის განმავლობაში. გლობალურად Visa Foundation* 4,3 მილიონი აშშ დოლარით აფინანსებს წითელი ჯვრის COVID-19-ის პროგრამებს.
”საზოგადოება მთელი მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა COVID-19-ის პანდემიის შედეგად. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროვაიდერებსა და სხვა აუცილებელ სერვისებს კი უზარმაზარი წნეხის ქვეშ მოუწიათ მუშაობა,” - განაცხადა ენდრიუ ტორემ, Visa CEMEA**-ს რეგიონალურმა პრეზიდენტმა. ”ჩვენ წარმოუდგენლად მადლობელი ვართ ყველა ჰუმანიტარული ორგანიზაციის დაუღალავი შრომის და მოხარული ვართ, რომ Visa Foundation*–ის გრანტები დაეხმარება წითელი ჯვრის მიმდინარე ძალისხმევას.”
CEMEA**-ს რეგიონში COVID-19-მა დამატებითი პრობლემები შეუქმნა თემებს, რომელთა უმეტესობაც უკვე განიცდიდა სიღარიბის, დაუცველობის, კონფლიქტის ან კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს. წითელი ჯვრისთვის განკუთვნილი გრანტი მიზნად ისახავს რეგიონში სასიცოცხლოდ აუცილებელი მომსახურების მიწოდების გაგრძელების ხელშეწყობას.
”ჩვენ მადლობელი ვართ იმ საოცარი სამუშაოებისთვის, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციები ატარებენ COVID-19-ის პანდემიით დაზარალებულ საზოგადოებებთან მთელ მსოფლიოში,” - განაცხადა გრეჰემ მაკმილანმა, Visa Foundation*-ის პრეზიდენტმა. ” Visa Foundation* ამაყობს, რომ გრანტებით ამ ორგანიზაციების კრიტიკულ მუშაობას ასეთ მნიშვნელოვან დროს უწყობს ხელს.”
მომავალი 5 წლის 200 მილიონი აშშ დოლარიანი პროგრამა ხელს შეუწყობს მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებას აქცენტით ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება COVID-19 პანდემიისგან გრძელვადიანი ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის. ეს ვალდებულება კიდევ უფრო აფართოებს Visa Foundation*-ის მცირე და მიკრო ბიზნესის ტრადიციულ მხარდაჭერას გლობალურად. ფონდის საგრანტო და საინვესტიციო სტრატეგიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს თვეებში გამოქვეყნდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
- Visa Foundation*-ის COVID-19 რეგიონალური გრანტის მიმღებები
- Visa Inc. ***-ის რეაგირება COVID-19-ს: https://usa.visa.com/visa-everywhere/blog/bdp/2020/04/03/visa-is-commission-1585927227688.html
- Visa Foundation*-ის 210 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვალდებულება მცირე და მიკრო ბიზნესისა და COVID-19-ის შედეგების შემსუბუქების მხარდაჭერისთვის
Visa Foundation*-ის შესახებ
Visa Foundation* ცდილობს მხარი დაუჭიროს ინკლუზიურ ეკონომიკებს, სადაც ინდივიდებს, ბიზნესებსა და თემებს შეუძლიათ განვითარდნენ. გრანტებისა და ინვესტიციების საშუალებით ფონდის პრიორიტეტი იმ მიკრო და მცირე ბიზნესის სიტუაციასთან გამკლავებაში მხარდაჭერა და განვითარებაა, რომელსაც ქალებისთვის შეუძლია სარგებლის მოტანა. ფონდი ასევე მხარს უჭერს ფართო საზოგადოების საჭიროებებს და საჭირო დროს კრიზისზე რეაგირებას. Visa Foundation* რეგისტრირებულია აშშ – ში, როგორც 501 (c) 3 ორგანიზაცია. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ https://usa.visa.com/about-visa/philanthropy/visa-foundation.html