Visa საქართველოში ინოვაციებისა და თანამშრომლობის ბრწყინვალე 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

თბილისი, დეკემბერი 11, 2023 — Visa, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, ფინანსური გადაწყვეტების ინიციატორი და ქართული საზოგადოების, მთავრობისა და ფინანსური ინსტიტუტების ერთგული პარტნიორი, საქართველოში 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ წლების განმავლობაში, Visa-მ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა გადახდების სისტემის ფორმირებაში, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვისა და ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობის მიზნით.

Visa-ს 25 წლის იუბილეს ფარგლებში, ფორუმი გაიმართა, სადაც დისკუსიის ფორმატში, გადახდების ეკოსისტემაში არსებული გლობალური ტრენდები, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. ღონისძიებაზე მომხსენებლებს შორის იყვნენ ვირა პლატონოვა, Visa-ს უფროსი ვიცეპრეზიდენტი დსთ, საქართველოს, უკრაინისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (CISSEE) ჯგუფის რეგიონული მენეჯერი; დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში; საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა; Visa-ს ჰაბის წარმომადგენლები, მათ შორის ოტო უილიამსი, უფროსი ვიცეპრეზიდენტი და Visa-ს პროდუქტის, პარტნიორობისა და გადაწყვეტილებების ხელმძღვანელი CEMEA-ს რეგიონში და ივან პონომაროვი, Visa Direct-ის ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონის ხელმძღვანელი. ღონისძიებას ესწრებოდნენ Visa-ს პარტნიორი კომპანიები.

ფორუმის ფარგლებში, Visa-სა და Charte.ge-ს თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები საშუალო სკოლის მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით, საქველმოქმედო კამპანია განხორციელდა.

მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, Visa-ს გუნდმა, ინოვაციური გადაწყვეტებით, საქართველოში ფინანსური ინკლუზიურობის განვითარებაში შეიტანა წვლილი. ეს გადაწყვეტები ინდივიდუალურ პირებს და ბიზნესს უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდის შესაძლებლობებს სთავაზობს. საქართველო იყო პირველი ქვეყანა CISSEE რეგიონში, სადაც პირველი უკონტაქტო ოპერაცია განახორციელა 2009 წელს და მას შემდეგ, მრავალი წელია, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. Visa-ს მონაცემებით, საქართველო 2023 წელს უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

Visa-ს გუნდი ამაყობს რომ თანამშრომლობს ბანკებთან, მერჩანტებთან და საჯარო სექტორთან საქართველოში. ეს ყოველივე კი ხელს უწყობს ერთობლივი ეკოსისტემის განვითარებას, რაც ელექტრონული გადახდების ეფექტურობასა და უსაფრთხოებას ზრდის. ყველა ამ ძალისხმევამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე, ციფრული ტრანზაქციების გაზრდილმა წილმა კი ხელი შეუწყო გამჭვირვალობის ზრდასა და ზოგადად, ეკონომიკურ წინსვლას.

Visa-ს გლობალური მისიაა დააკავშიროს მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს.

Visa-ს გლობალური მისია არის ასევე ეკონომიკის გაციფრულება, ინოვაციების ხელშეწყობა, უნაღდო ანგარიშსწორების ეკოსისტემის განვითარება და მომხმარებლის უზადო გამოცდილების უზრუნველყოფა. ტექნოლოგიური სიახლეები, რომლებიც ბოლო დროს, პარტნიორებთან ერთად, შემოვიტანეთ საქართველოში აერთიანებს ისეთ ინოვაციებს, როგორებიცაა Visa B2B Connect - არა საბარათე საერთაშორისო გადახდების პლატფორმა და Visa Direct to Account - P2P გადახდების გადაწყვეტა.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საქართველოში, Visa-ს 25 წლიანი მოგზაურობის განმავლობაში, ჩვენ გვერდით იყო. საქართველომ შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა და უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ეს ჩვენი, პარტნიორი ბანკებისა და ფინტეკების ერთობლივი მიღწევაა, რომლებიც Visa-ს ინოვაციურ გადაწყვეტებს ითვისებენ, ადგილობრივი მერჩანტები და მომხმარებლები კი მზად არიან გაციფრულდნენ და შემოუერთდნენ Visa-ს გადახდების უდიდეს ქსელს. ერთად განვაგრძოთ ციფრული ეკონომიკის განვითარება საქართველოში“, აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

Visa მოხარულია რომ პარტნიორებთან ერთად, აგრძელებს Visa ბარათის მფლობელების გამოცდილების სრულყოფას ციფრული გადახდებით და საქართველოში უნაღდო ეკონომიკის ხელშეწყობის ერთგული რჩება.


Visa-ს შესახებ

Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge

ინფორმაცია მედიისთვის:

მარიამ გვარაძე
Visa-ს პრესსამსახური საქართველოში
ნობლეტ მედია აღმოსავლეთ პარტნიორობა
+99555449965
[email protected]