თბილისი, 2022 წლის 10 ივნისი – დღეს Visa-მ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად გამოავლინა გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს გამარჯვებული კატეგორიაში - საინფორმაციო და საკომუნიკაციო (ICT) სფეროს ჩემპიონი - ნანა დიხამინჯია, რომელსაც Visa-სგან სპეციალური ფულადი პრიზი - 5 ათასი ლარი გადაეცა. Visa, როგორც მხარდამჭერი ორგანიზაციის სტატუსით ჩაერთო გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს პროგრამაში, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დააწესა. პროგრამის დაჯილდოების ცერემონია 10 ივნისს გაიმართა და კონკურსის გამარჯვებულები ექვს კატეგორიაში გამოვლინდნენ.
ICT სფეროს ჩემპიონის კატეგორიაში გამარჯვებული ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი - ნანა დიხამინჯია, აკადემიურ სფეროში აქტიურად მოღვაწეობს და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქალთა როლის გაძლიერებაში, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში.
ICT სფეროს ჩემპიონის ჯილდო არის განსაკუთრებული ნომინაცია, რომელიც ენიჭება ICT სფეროში ყველაზე წარმატებულ პროფესიონალებს და რეფორმატორებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, როგორც ორგანიზაციაში, ისე საზოგადოებაში და ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის სექტორს წარმოადგენენ - განათლების, კერძო თუ საჯარო, საკონსულტაციო თუ არაკომერციულ ორგანიზაციას.
„მოხარულები ვართ, ჯილდო გადავცეთ ნანა დიხამინჯიას ICT სფეროს ჩემპიონის კატეგორიაში. გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს პროგრამაში მონაწილეობა ეხმიანება Visa-ს პრიორიტეტებს - მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ქალებს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დარგში და ხელი შევუწყოთ მათ წინსვლას გლობალურ დონეზე. ჩვენს გუნდს სჯერა, რომ გამარჯვებული მიიღებს Visa-ს მტკიცე მხარდაჭერას და გახდება ჩვენი დიდი ქსელის წევრი. უაღრესად მოხარული ვარ, რომ ნანას გადავცემ სპეციალურ ფულად პრიზს 5 ათასი ლარის ოდენობით, რათა წვლილი შევიტანოთ მის აქტიურ საქმიანობაში. მსურს, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ და გავაძლიეროთ ქალთა საზოგადოება ქვეყანაში.” – აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში და გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს პროგრამის ჟიურის წევრმა.
Visa-ს ჩართულობა პროექტში მხარდამჭერი ორგანიზაციის რანგში, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მხარი დაუჭიროს ქალთა გაძლიერებას, ინოვაციებს და ხელი შეუწყოს თანასწორი საზოგადოების ფორმირებას. სამივე მიმართულება წარმოადგენს Visa-ს მისიის განუყოფელ ნაწილს დააკავშიროს მსოფლიო ყველაზე ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ცალკეულ პირებს, ბიზნესს და ეკონომიკას განვითარების და წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს.