დიანა კიღურაძე კავკასიაში Visa-ს რეგიონულ მენეჯერად და უფროს დირექტორად დაინიშნა
თბილისი, საქართველო - 2021 წლის 2 ივნისი - დღეს, Visa-ს განცხადებით, დიანა კიღურაძე ახალ თანამდებობაზე დაინიშნა, კერძოდ უფროსი დირექტორის რანგში, Visa-ს ახალი რეგიონული მენეჯერი იქნება. დიანა, ახალ პოზიციაზე, ფოკუსირდება ბიზნესში განხორციელებულ ელექტრონულ გადახდებზე, საქართველოსა და სომხეთში; პრიორიტეტული მიმართულებების შესასრულებლად - დიანა უფრო მეტად გაზრდის Visa-ს როლს ბანკებისთვის, მოვაჭრეებისა და ბარათების მფლობელებისათვის.
„ჩვენ,მოხარულივართმივესალმოთდიანაკიღურაძეს, რომელიც კავკასიაშიახალი რეგიონული მენეჯერია.დიანაგამოირჩევასაქმისადმი ერთგულებით, პიროვნული ენთუზიაზმითდადარწმუნებულივართ, რომმნიშვნელოვანროლსშეასრულებს - Visa-სგავლენისსფეროებისსწრაფგაფართოებასადარეგიონში ჩვენისტრატეგიულისაქმიანობის წინსვლაში“ - ვერაპლატონოვა, Visa-სუფროსივიცე-პრეზიდენტიუკრაინაში, საქართველოში, დსთ-სქვეყნებსადასამხრეთ-აღმოსავლეთევროპის რეგიონში (CISSEE).
დიანა კიღურაძე Visa-ს 2018 წელს შემოუერთდა, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელ პოზიციაზე, რაც მოიცავდა სომხეთსა და საქართველოში წამყვანი კლიენტების მართვას. დიანა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კავკასიის რეგიონის სტრატეგიის შემუშავებაში, - მარკეტინგის, Fintech-ების, ციფრული გადახდების სისტემათა საკუთარი ენთუზიაზმით, ენერგიით და თავდაჯერებულობით განვითარების კუთხით. დიანა 15 წელზე მეტია რაც მუშაობს საცალო საბანკო, გაყიდვების, ბიზნეს განვითარების, ბარათების და ციფრული პროდუქტების მართვის მიმართულებით. Visa-ს გუნდთან შემოერთებამდე, დიანა მართავდა TBC ბანკის დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტს, ასევე გახლდათ და VTB ბანკის საბარათო განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. უფრო ადრეულ წლებში კი, მენეჯერულ პოზიციას იკავებდა TBC ბანკის ბარათებისა და დისტანციური სერვისების გაყიდვების და TBC Smart Club-ის მართვის მიმართულებით.
დიანა კიღურაძე, ახალ თანამდებობაზე ჩაანაცვლებს კრისტინა დოროშს, რომელმაც ახლახან დააგვირგვინა კომპანია Visa-ში მუშაობის 5-წლიანი პერიოდი. მისმა პროფესიონალიზმმა და ეფექტურმა საქმიანობამ დამსახურებული აღიარება მოიპოვა და იგი ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის რეგიონის მენეჯერად და ვიცე პრეზიდენტად გააგრძელებს საქმიანობას.
“მე მოხარული და მადლობელი ვარ, რომ ჩემი თანამშრომლობა Visa-სთან შესაძლებლობების ახალ ეტაპზე გადადის. ბოლო წლების განმავლობაში, ბიზნეს პარტნიორებთან, კლიენტებთან და მარეგულირებლებთან აქტიურად მუშაობის შედეგად, ამაყი ვარ, რომ Visa-ს როლი მეწინავეა ციფრული გადახდების მიმართულებით კავკასიაში. ახალ თანამდებობაზე, ჩემი პრიორიტეტია არსებული პოზიციების გაფართოება, რათა კიდევ უფრო მეტი ციფრული გადახდის პროდუქტი და ინოვაცია შევთავაზოთ რეგიონს“ - დიანა კიღურაძე.
მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო - რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE.
საკონტაქტო ინფორმაცია
ანა სერდიუკი | მარიამ გვარაძე |
Visa-ს კორპორატიული კომუნიკაციების დირექტორი: | კომპანია Visa-ს პრეს სააგენტო საქართველოში |
საქართველო, დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში | ნობლეტმედია საქართველო |
+38 044 22 00 300 | +99555449965 |
[email protected] | [email protected] |