აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი არის დინამიკური როცა საქმე ეხება ტექნოლოგიას, ინოვაციასა და ანგარიშსწორებათა გამოცდილებას. ინდოეთში მობილური ტელეფონებიდან ანგარიშსწორების QR-ის წამკითხველის სტანდარტის მიღებით დაწყებული და ავსტრალიაში თითის დაწკაპუნებით და ასე საქმის გაკეთებით დამთავრებული, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი გვაძლევს იდეალურ ფონს კომერციის მომავლის ასაგებად.
Visa-ს სინგაპურის ინოვაციების ცენტრი პარტნიორებს აწვდის რეგიონისა და Visa-ს გლობალური ქსელის საუკეთესო ელემენტებს. გეპატიჟებით ტუკ-ტუკთან დაკავშირებულ მოგზაურობაში. გამოსცადეთ, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. იხილეთ, თუ რა გავლენა აქვს ახალ ციფრულ ანგარიშსწორებას მთელ მსოფლიოში.
ჩვენი 7000 კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტი აშენდა თქვენთვის - ჩვენი პარტნიორებისათვის. აზრების ინიცირების, პროექტირებისა და განვითარებისათვის შემუშავებული ღია გეგმით, სინგაპურის ინოვაციური ცენტრი გვთავაზობს მრავალი სახის საკონფერენციო დარბაზს, ღია სივრცეებსა და სტუმართმოყვარეობის დაწესებულებებს, რათა ყველა ჩვენი პარტნიორისთვის, რომელსაც ვმასპინძლობთ, უზრუნველვყოთ ჩვენი საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.
ჩვენს გუნდთან თანამშრომლობის რამდენიმე განსხვავებული მეთოდი არსებობს:
- გაიცანით (1 საათი): გამოცდილების შემქმნელი დემონსტრაციულ ჩვენებათა სერიები; გიდი აგიხსნით კომერციის მომავლის ტენდენციებს და Visa-ს ქსელის შესაძლებლობებს, რომელთა მეშვეობითაც ბიზნესს გააძლიერებთ.
- აღმოჩენაში მონაწილეობა (2 საათი - 1 დღე): გამოიკვლიეთ ტენდენციები და ტექნოლოგიები, რომლებიც თქვენს ბიზნესზე ზეგავლენას ახდენს. შემდეგ ჩაერთეთ ღია დისკუსიაში ანგარიშსწორებათა შესაძლებლობების იდენტიფიკაციისა და პრიორიტეტების გამოსავლენად.
- ერთობლივად შექმნა (1 დღე - 3 დღე): გამოიყენეთ ადამიანზე კონცენტრირებული დიზაინი და აქტიური ტექნოლოგია, რათა შექმნათ და ააგოთ ახალი ინოვაციური კონცეფციები. ეს სეანსი მოგამარაგებთ ისეთი მეთოდებით, რომლებიც ზამბარასავით გადაგისვრით სწრაფ დანერგვასა და ბაზარზე გატანაში.
- სპეციალური ღონისძიებები: კავშირების შექმნა, ცოდნის გაზიარება და ცოდნის შეძენა არის ჩვენი დნმ. ხოლო ჩვენი ცენტრის შექმნის მიზანი არის ისეთი ღონისძიებების მასპინძლობა, რომლებიც სწორედ ამას აკეთებს.
ჩაერთეთ პროცესში ჩვენთან ერთად. დაუკავშირდით Visa-ს ურთიერთობების მენეჯერს ან Visa-ს ინოვაციური ცენტრის გუნდს.