შემწეობები დომინიკის მოქალაქეებისთვის
საზოგადოებრივი სერვისების მიწოდებამ Visa-ს წინასწარი გადახდის ბარათების მეშვეობით, შექმნა შემწეობების უფრო სწრაფი და უფრო ეკონომიური პროგრამა.
ჩვენი პროდუქცია ეხმარება არაპრივილეგირებულ პირებს მთელ მსოფლიოში.
საზოგადოებრივი სერვისების მიწოდებამ Visa-ს წინასწარი გადახდის ბარათების მეშვეობით, შექმნა შემწეობების უფრო სწრაფი და უფრო ეკონომიური პროგრამა.
რუანდა არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ფინანსურ სერვისებთან წვდომის მიმართულებით მუშაობას გარდაქმნას ცხოვრება.
ფინანსურ სერვისებთან მეტი წვდომის მიღწევა მოითხოვს ერთობლივ მუშაობას წამყვან პარტნიორებთან.
ჩვენ ვმუშაობთ განვითარების ცნობილ ორგანიზაციებთან, რათა გავიგოთ არაპრივილეგირებული პირების ფინანსური ცხოვრების შესახებ და მხარი დავუჭიროთ პროგრამებს მათი ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
Visa-მ, Bill & Melinda Gates Foundation-თან, USAID-თან, Citi-სთან, გაეროს კაპიტალური განვითარების ფონდთან, Ford Foundation-სა და Omidyar Network-თან ერთად, ჩამოაყალიბა ალიანსი „უკეთესი, ვიდრე ნაღდი ფული“, რათა დაჩქარდეს ნაღდი ფულიდან ელექტრონულ გადახდებზე გადასვლა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო მეტი წვდომის მისაღწევად.
განაში, Visa თანამშრომლობს CARE-თან, რათა უზრუნველყოს სრულყოფილი საბანკო მომსახურება ძნელად მისაწვდომ ადგილებში, მობილური ტექნოლოგიის საშუალებით. CARE-ის საზოგადოების დანაზოგების ჯგუფებს შეუძლიათ, გახსნან და ამუშაონ შემნახველი ანგარიში ბანკში წასვლის გარეშე.
ეს პარტნიორობა ორიენტირებულია ქალთა ფინანსურ სერვისებთან წვდომის გაზრდაზე ნიგერიაში. პროექტი მიზნად ისახავს, საშუალება მისცეს მეტი მდედრობითი სქესის მეწარმეს, გახდნენ აგენტები ფინანსური სერვისების წამყვანი პროვაიდერის საცალო გაყიდვების ქსელში.
Visa-მ, Citi Foundation-მა და Accion-ის ფინანსურ სერვისებთან წვდომის ცენტრმა შექმნეს ინიციატივა ფინანსურ სერვისებთან წვდომა 2020 , რათა მსოფლიომ მიაღწიოს ხარისხიან ფინანსურ სერვისებთან საყოველთაო წვდომას.
სამასი მილიონით ნაკლებ ქალს აქვს მობილური ტელეფონი, მამაკაცებთან შედარებით. ალიანსი მუშაობს ქალთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად, მობილურ ტექნოლოგიებთან წვდომის მეშვეობით, რომელიც, თავის მხრივ, აძლევს მათ ფინანსურ სერვისებთან, განათლებასა და ჯანდაცვასთან წვდომის საშუალებას.
Visa თანამშრომლობდა Kiva.org-თან, მსოფლიოს პირველ პერსონალურ მიკროსაფინანსო ვებ-საიტთან, ეკონომიკური ჩართულობის შესაძლებლობის გასაზრდელად, აშშ-ის მცირე ბიზნესებისთვის, მიკროსესხებთან წვდომის მეშვეობით.
Visa იყო ქალთა მსოფლიო საბანკო მომსახურების პარტნიორი, რომელიც წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გლობალურ ქსელს, რომელიც მუშაობს ფინანსურ სერვისებთან წვდომის გაძლიერებაზე გაღატაკებული ნიგერიელი ქალებისა და მათი ოჯახებისთვის.
Visa თანამშრომლობს CFSI-თან პროგრამების მხარდასაჭერად, რომელიც ემსახურება პირებს, რომელთაც არ გააჩნიათ საბანკო ანგარიშები ჩრდილოეთ ამერიკაში.
მსოფლიოს გაძლიერება ფინანსური ცოდნით
დაახლოებით ორი ათწლეულის განმავლობაში, Visa-ს ფინანსური განათლების პროგრამებით ინფორმაცია მიიღო მილიონობით ბავშვმა და ზრდასრულმა, 30-ზე მეტ ქვეყანაში, თუ როგორ მართონ თავიანთი ფინანსები ჭკვიანურად. ეს პროგრამები შექმნილია ერთი მიზნისთვის: იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც ინდივიდუალურ პირებს აქვთ წვდომა ფინანსურ სერვისებთან, კარგად ესმოდეთ ფულის მართვის საკითხი.
ჩვენი ფინანსური განათლების ვებგვერდებს, მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად სტუმრობს მილიონობით ვიზიტორი, მათ შორის მშობლები, მასწავლებლები, სტუდენტები და კლიენტები, რომელთაც სურთ უფასო, მაღალი ხარისხის პირადი ფინანსური ინფორმაცია საკლასო აუდიტორიებისა და სახლისთვის.
Visa-ს დაპირება Clinton Global Initiative-ის მეშვეობით, მიაწოდოს ჩვენი ფინანსური განათლების პროგრამა 20 მილიონ ადამიანს, მსოფლიო მასშტაბით, 2013 წლის 1 მაისისთვის, დაგეგმილ ვადაზე ერთი წლით ადრე განხორციელდა. Visa თავის მომსახურებას ამჟამად 33 მილიონ ადამიანზე ავრცელებს.
2012-დან 2014 წლამდე, Visa-მ ასევე უმასპინძლა მაღლი დონის კონფერენციებს ინდოეთში, აღმოსავლეთ ევროპაში, კენიაში, ახლო აღმოსავლეთში, ბრაზილიასა და ჩინეთში, რომლებიც Financial Times-თან თანამშრომლობით ჩატარდა. ეს ფორუმები მიეძღვნა ფინანსური განათლების გაუმჯობესებას, ფიზიკური პირებისთვის, მსოფლიოს ყველაზე უფრო მოწყვლადი რეგიონებიდან.
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სპორტის, ფინანსური ფეხბურთის ძალის გამოყენება მოხდა 5 მილიონზე მეტჯერ, და ხელმისაწვდომია 15 ენაზე, 41 ქვეყანაში.
Visa-მ და Marvel-მა შექმნეს კომიქსი, რომელიც ხელმისაწვდომია 8 ენაზე, რათა დაეხმარონ ბავშვებს პირადი ფინანსების უნარ-ჩვევების სწავლაში.
ღონისძიება, რომელიც უბიძგებს ლიდერებს, პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და აღმასრულებლებს, ხელი შეუწყონ ფინანსური განათლების მიღებას, მსოფლიო მასშტაბით.
ფინანსური განათლების მოსიარულე ავტობუსი ჩერდება ჩინეთში, რათა ბავშვებს ფულის მართვა ასწავლოს.
Visa-მ შექმნა ეს სახალისო NFL-თემატიკის ვიდეო თამაში, რათა ხელი შეუწყოს ფინანსურ განათლებას ახალგაზრდებში.